ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის თქმით, ჯერჯერობით კვლავ ისაა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი პლანეტაზე
ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ, 70 წლის პელემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით კვლავ ისაა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი პლანეტაზე.

ბრაზილიელმა განაცხადა, რომ დღევანდელ ტოპვარსკვლავებს, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს, რომელთა შესახებ ამდენს ლაპარაკობენ, ორივეს ერთად სჯობდა თავის დროზე. "სანტოსის" ყოფილმა ფეხბურთელმა 23-წლიან კარიერაში 1363 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1281 გოლი გაიტანა. საოცარი სტატისტიკაა. პელეს ტიტულებიც არ აკლია, მან პირველად 17 წლისამ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი და შემდეგ ტიტულს კიდევ ორჯერ შეწვდა.

"ჩემი აზრით, პელე კვლავ საუკეთესოა. არავის გაუკეთებია ფეხბურთში იმდენი და ასე კარგად, როგორც ეს პელემ შეძლო. განა ვინმე სხვამ მოიგო 17 წლის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონობა, ან ბევრია სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი? ბევრს იცნობთ კარიერაში 1 200 გოლზე მეტი ჰქონდეს გატანილი? რა თქმა უნდა, პელე საუკეთესოა და მესის და რონალდოს მასთან შედარება არ შეიძლება", - გგონიათ, ეს ვინმე სხვას სიტყვებია? არა, პელემ თავად ილაპარაკა საკუთარ თავზე მესამე პირში.

ბრაზილიელი მედიას MLS-ში "ნიუ იორკ კოსმოსის" დაბრუნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეხვდა. დღეს პელე "კოსმოსის" საპატიო პრეზიდენტია. მან 1975-77 წლებში ითამაშა ამ გუნდში, რომელიც შემდეგ დაიშალა და მხოლოდ შარშან ააღორძინეს.

ikaa
თვითონაც ხვდება რო მესი უკეთესია, სად მაგის დროის ფეხბურთი და სად ეს... 23 წლისაა მესი და იმდენს მიაღწია უკვე პელესაც კი შურს... და მართალიც რო იყოს პელე არ უნდა ილაყბოს ესეთი რაღაცეები მარა მარადონა ტყუილად კი არ ეკაიფება, იცის რაცაა,ეგ მართლა მუზეუმში გამოსატანი ეგა :D
mesi
ამაზეა ნათქვამი,ბერდება და ....ცარიელი ყავა "PELE"-ს დაჭეჭყილი ქილაა.
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა