ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო
სერია A. IX ტური: იკარდის "მადონინა" [VIDEO]
სერია A. IX ტური: იკარდის "მადონინა" [VIDEO]
თამამად შეიძლება ითქვას, რომ შაბათი სერია A-ში ზესენსაციური გამოდგა. ყველაფერს აქვს დასასრული და დასრულდა "იუვენტუსის" მოგებათა სერიაც. რა თქმა უნდა, ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა, მაგრამ ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ამას "ჯენოა" შეძლებდა.
ამ შეხვედრაში "იუვე" წინ კრიშტიანო რონალდომ გაიყვანა. ის პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში 400 გოლის გატანა მოახერხა. ბესამ "ჯენოას" ქულა მოუტანა. ამ შემთხვევაში, ტურინელთა დაცვამ მართლაც რომ საშინლად ითამაშა.
"რა თქმა უნდა, ეს იყო დასანანი მომენტი. ჩვენ უნდა მოგვეგო, მაგრამ რა გაეწყობა, ერთ დღესაც ყველაფერი მთავრდება და ჩვენი სერიაც დასრულდა. ერთი მხრივ, ეს შეიძლება კარგიც იყოს, რადგან ახლა ჩემი ფეხბურთელები მიწაზე დაეშვებიან", - თქვა ნამატჩევს "ბებერი ქალბატონის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ.
20.10.18. იუვენტუსი - ჯენოა 1:1
მეორე სენსაცია შემოგვთავაზა "რომამ". ყველა ელოდა, რომ რომაელები საკუთარ მოედანზე დაამარცხებდნენ სპალ-ს, მაგრამ პირიქით მოხდა. "ჯალოროსიმ", "იუვენტუსის" არ იყოს, ძალიან უკბილოდ ითამაშა. სტუმრებმა ანდრეა პეტანიას მიერ ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანითა და კევინ ბონიფაცის გოლით იმარჯვეს.
"პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. უბრალოდ, გოლი ვერ გავიტანეთ. მეორე ნახევარი კი არ იყო ისეთი, როგორსაც ვისურვებდი. ზოგადად, ისეთი თამაში იყო, რომ გოლი უსათუოდ უნდა გაგვეტანა. მეორე ნახევრის გამო ცოტა გაბრაზებული ვარ", - თქვა თამაშის დასრულების შემდეგ რომაელთა დამრიგებელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ.
20.10.2018 რომა-სპალი 0:2
ჯერ ფაბიან რუისის ულამაზესი გოლით, მერე კი დრის მერტენსისა და მარკო როგის შედეგიანი დარტყმებით "ნაპოლიმ" შანსი არ დაუტოვა "უდინეზეს". ეს "იუვენტუსის" წაფორხილების შემდეგ მოსალოდნელიც კი იყო.
"ძალიან კარგად და გუნდურად ვითამაშეთ. იყო შეცდომები. მაგალითად, პირველ ტაიმში ბევრი მომენტი შეიქმნა ჩვენს კართან და ეს შემდგომ შეხვედრებში აღარ უნდა დავუშვათ", - აღნიშნა ნეაპოლელთა გურუმ, კარლო ანჩელოტიმ.
20.10.2018 უდინეზე-ნაპოლი 0:3
დღისა და ტურის მთავარი მატჩი "სან სიროზე", ანუ, "ინტერის" (როგორც მასპინძლის) ფანების არ იყოს, "ჯუზეპე მეაცაზე" გაიმართა.
"დერბი დელა მადონინას" ბედი მაშინ გადაწყდა, არბიტრ მარკო გუიდას წამზომი უკვე დამატებულ დროს რომ ითვლიდა - მატიას ვესინოს ფლანგური გადაცემის შემდეგ მაურო იკარდი ორ მეურვეს დაუსხლტა და მოხდენილი თავურით გადაწყვიტა თამაშის ბედი. უნდა ითქვას, რომ ამ ეპიზოდში "ხუთიანზე" ვერ ითამაშა "მილანის" მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ...
"ინტერი" მთელი შეხვედრის განმავლობაში გაცილებით აქტიური იყო, ვიდრე მისი თანაქალაქელი მოშუღარი. თავიდან არბიტრმა იკარდის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.
მოგვიანებით, ამავე მიზეზით არ ჩაითვალა მატეო მუსაკიოს მიერ გატანილი ბურთიც. სახიფათო მომენტები იშვიათად იქმნებოდა და ისიც ძირითადად "მილანის" კართან. იმავე იკარდიმ და ვესინომ ძელსაც გაარტყეს ბურთი...
ვერ ვიტყვით, რომ "ინტერი" ბრწყინავდა, მაგრამ "მილანის" თამაში საერთოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. მაღალი პრესინგის ფონზე ლუჩანო სპალეტის "შავ-ლურჯები" იმას მაინც ახერხებდნენ, რომ "პირველ ნომრად" ეთამაშათ. "როსონერის" წინახაზელებმა კი თამაში აშკარად ჩააგდეს. ეს განსაკუთრებით სუსოსა და ჩალჰანოღლუზე ითქმის.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ "ინტერს" მეტოქეზე მეტად სურდა გამარჯვება. "მილანი" კი თავიდანვე ქულაზე თამაშობდა და ამის გამო დაისაჯა კიდეც.
პირდაპირ ვთქვათ - სპალეტიმ სამწვრთნელო დუელში აშკარად აჯობა ახალგაზრდა კოლეგა ჯენარო გატუზოს, რაც სულაც არ იყო გასაკვირი. ამან განაპირობა კიდეც "მადონინას" საბოლოო შედეგი.
21.10.2018 მილანი-ინტერი 0:1 მაურო იკარდის გოლი
ფაქტები
მარკო როგმა ("ნაპოლი") "უდინეზეს" გოლი გაუტანა მოედანზე შესვლიდან 40 წამში(!). მიმდინარე სეზონში ეს არის ყველაზე სწრაფი გოლი შეცვლაზე შესული ფეხბურთელისთვის.
რუისის ("ნაპოლი") აქტივში უმაღლეს დონეზე (ევროპის TOP-5) 4 გოლი და ოთხივე - საჯარიმოს გარედან.
კრიშტიანო რონალდო ("იუვენტუსი") პირველი ფეხბურთელია, ვინც ევროპის წამყვანი ლიგების (პრემიერლიგა, ლა ლიგა, სერია A) მასშტაბით ჯამში 400 გოლი გაიტანა.
1965 წლის შემდეგ სპალ-მა პირველად მოიგო საგარეო მატჩი სერია A-ში ორბურთიანი სხვაობით და თან ისე, რომ გოლიც არ გაუშვა.
იოსიპ ილიჩიჩმა ("ატალანტა") სერია A-ში ორი ჰეთ-თრიკი შეასრულა და ორივე - ვერონის "მარკ'ანტონიო ბენტეგოდიზე". პირველად ეს იყო 2018 წლის მარტში, "ვერონასთან".
2018 წელს მეორედ მოხდა, რომ სერია A-ს მატჩში ერთმა კონკრეტულმა ფეხბურთელმა გოლიც გაიტანა და ავტოგოლიც. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ორივე შემთხვევაში ეს ფეხბურთელი მატიას სილვესტრეა ("ემპოლი").
"იუვენტუსმა" დაასრულა სერია, რომელიც ზედიზედ 11 მოგებისგან (ყველა ტურნირის ჩათვლით) შედგებოდა.
1991 წლის შემდეგ "ჯენოამ" პირველად შეძლო ტურინში ქულის აღება.
მიმდინარე სერია A-ში "ინტერმა" მატჩის ბოლო 15-წუთიან მონაკვეთში 7 გოლი გაიტანა - ყველაზე მეტი ამ სეზონში.
პირველ ტაიმში "მილანის" ფეხბურთელები ორჯერ შეეხნენ ბურთს "ინტერის" საჯარიმოში. "მილანის" ბოლო ნეგატიური შედეგი იყო 8 შეხება "სასუოლოსთან" მატჩში.
სერია A. IX ტური
რომა-სპალ 0:2
გოლები: 0:1 პეტანია (38-პენ), 0:2 ბონიფაცი (56)
რომა (4-2-3-1): ოლსენი - ფლორენცი, ფასიო, მარკანო, ლუკ. პელეგრინი (78. პასტორე) - კრისტანტე (59. კლუივერტი), ნზონზი - იუნდერი (71. კორიჩი), ლორ. პელეგრინი, ელ შაარავი - ჯეკო.
გაძევება: ვ. მილინკოვიჩ-სავიჩი (75. სპალ)
იუვენტუსი-ჯენოა 1:1
გოლები: 1:0 რონალდო (18), 1:1 ბესა (67)
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, ბენატია, ალექს სანდრო - პიანიჩი, ბენტანკური, მატუიდი (71. დიბალა) - კუადრადო (59. დუგლას კოშტა), მანჯუკიჩი (81. ბერნარდესკი), რონალდო.
უდინეზე-ნაპოლი 0:3
გოლები: 0:1 რუისი (14), 0:2 მერტენსი (82-პენ), 0:3 როგი (86)
ნაპოლი (4-2-3-1): კარნეზისი - მალკუიტი, ალბიოლი, კულიბალი, ჰისაი - ალანი, ზელინსკი (85. როგი) - კალიეხონი, ვერდი (4. რუისი), მერტენსი - მილიკი (74. ჰამშიკი).
ფროზინონე-ემპოლი 3:3
გოლები: 1:0 სილვესტრე (8-საკ. კარში), 1:1 ზაიცი (32), 1:2 სილვესტრე (48), 2:2 ჩოფანი (54), 3:2 ჩოფანი (63), 3:3 უკანი (79)
ბოლონია-ტორინო 2:2
გოლები: 0:1 ფალკე (14), 0:2 ბაზელი (54), 1:2 სანტანდერი (59), 2:2 კალაბრეზი (77)
კიევო-ატალანტა 1:5
გოლები: 0:1 დე როონი (25), 0:2 ილიჩიჩი (28), 0:3 ილიჩიჩი (50), 0:4 ილიჩიჩი (52), 0:5 გოსენსი (72), 1:5 ბირსა (84-პენ)
გაძევება: ბარბა (40. კიევო)
პარმა-ლაციო 0:2
გოლები: 0:1 იმობილე (81-პენ), 0:2 კორეა (90+4)
ლაციო (3-5-1-1): სტრაკოშა - ლუიზ ფელიპე, აჩერბი, რადუ - გაბარონი (90+1. მარუშიჩი), პაროლო, ლუკას ლეივა (57. ბერიშა), მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი - ლუის ალბერტო (57. კორეა) - იმობილე.
ფიორენტინა-კალიარი 1:1
გოლები: 1:0 ვერეტუ (60-პენ), 1:1 პავოლეტი (69)
ინტერი-მილანი 1:0
გოლი: 1:0 იკარდი (90+2)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - ვრსალკო, დე ვრეი, შკრინიარი, ასამოა - ბროზოვიჩი, ვესინო - პოლიტანო (82. კანდრევა), ნაინგოლანი (30. ბორხა ვალერო), პერიშიჩი (70. კეიტა) - იკარდი.
მილანი (4-3-3): ჯ. დონარუმა - კალაბრია (90+2. აბატე), მუსაკიო, რომანიოლი, როდრიგესი - კესი (84. ბაკაიოკო), ბილია, ბონავენტურა - სუსო, ჩალჰანოღლუ (74. კუტრონე), იგუაინი.
ორშაბათი, 22 ოქტომბერი
სამპდორია-სასუოლო 22:30
ბომბარდირები: 9 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 6 - ლორენსო ინსინიე (ნაპოლი), ჩირო იმობილე (ლაციო).
მომდევნო ტური
27 ოქტომბერი: ატალანტა-პარმა, ემპოლი-იუვენტუსი, ტორინო-ფიორენტინა
28 ოქტომბერი: სასუოლო-ბოლონია, კალიარი-კიევო, ჯენოა-უდინეზე, სპალ-ფროზინონე, მილანი-სამპდორია, ნაპოლი-რომა
29 ოქტომბერი: ლაციო-ინტერი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
[VIDEO] ნერესს ვეღარ აჩერებენ - "ნაპოლიმ" სტუმრად "რომას" სძლია
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება - კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე