ბლანმა და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ აფრიკული და არაბული წარმოშობის ახალგაზრდა ფეხბურთელების დაჩაგვრა გადაწყვიტეს
ფრანგულმა ინტერნეტგამოცემა Mediapart-მა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი შავკანიანი მოთამაშეების და არაბული წარმოშობის ფეხბურთელების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

გამოცემის ინფორმაციით, 2010 წლის ბოლოს ბლანმა და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მოილაპარაკეს, რომ აფრიკული და არაბული წარმოშობის ფეხბურთელები ფრანგულ საფეხბურთო სკოლებში დაკავებული ახალაგაზრდების 30 პროცენტზე მეტს არ უნდა შეადგენდნენ.

როგორც Mediapart აღნიშნავს, საფრანგეთის ფეხბურთის ფედრაციაში მიიჩნიეს, რომ ეროვნულ ნაკრებში ძალიან ცოტა თეთრკანიანი მოთამაშეა და გადაწყვიტეს, ეს სიტუაცია გამოესწორებინათ.

საფრანგეთის ნაკრების პრესმდივანმა ფილიპ ტურნონმა განაცხადა, რომ ბლანი Mediapart-ის ინფორმაციას უარყოფს. ტურნონის თქმით, მწვრთნელი ასეთ ზომებზე არასდროს დათანხმდებოდა.

ამასთან პრესმდივანმა გაანცხადა, რომ ბლანს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელების მდგომარეობა აწუხებს. ისინი რამდენიმე წელიწადს ფრანგულ საწვრთნელო ცენტრებში ვარჯიშობენ, შემდეგ კი სხვა ქვეყნების ნაკრებებში გამოდიან.

საფრანგეთის სპორტის მინისტრმა სანტალ ჟუანომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას სიტუაციას გარკვევისკენ მოუწოდა. ჟუანოს თქმით, ჩინოვნიკებმა ბრალდებაზე რეაგირება სწრაფად უნდა მოახდინონ.

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა