ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ტრავმები და ახალი სახეები - მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" 34-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

ტრავმები და ახალი სახეები - მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" 34-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

"თიბისი რაგბის სერიების" დაწყებამდე "ბორჯღალოსნების" 34-კაციანი შემადგენლობა საფრანგეთში შეიკრიბება, საიდანაც 10 ნოემბრის მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე იტალიაში ჩავა.

დიდი 10-ის, ზე-რაგბის, ტოპ 14-ის და ინგლისური პირველობის კლუბების მოთამაშეები საფრანგეთისკენ გეზს შაბათს აიღებენ, სადაც მათ ევროპის წამყვან კლუბებში მოთამაშე "ბორჯღალოსნებიც" შეუერთდებიან.

10 ნოემბერს "ბორჯღალოსები" იტალიას ფლორენციაში, "არტემიო ფრანკიზე" ერკინებიან, რის შემდეგაც "თიბისი რაგბის სერიები" თბილისში გაგრძელდება და 17 ნოემბერს სამოას "ავჭალაზე", ხოლო 24 ნოემბერს ტონგას "მიხეილ მესხზე" დავუხვდებით. ყველა თამაში საქართველოს დროით 18:00 საათზე იწყება.

2018 წლის დასკვნით შეხვედრებს მილტონ ჰეიგი განსაკუთრებული მოლოდინით ხვდება:

"წლის დამაგვირგვინებელი თამაშები ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კამპანიაა და გამონაკლისი არც 2018 წლის "თიბისი რაგბის სერიებია". გველის სამი უმნიშვნელოვანესი ტესტი მაღალი დონის მეტოქეებთან და მათ მოსაგებად მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკურად და მენტალურად კარგად მოვემზადოთ.

მსოფლიო თასამდე 11 თვეზე ნაკლები რჩება და "თიბისი რაგბის სერიები" ჩვენი მოსამზადებელი გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. გვეძლევა საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა მაღალი დონის გუნდებთან, რომლებიც ასევე ითამაშებენ იაპონიის მსოფლიო თასზე".

ტრავმები და ახალი სახეები

მომავალ თამაშებს "ბორჯღალოსნები" რამდენიმე ლიდერის გარეშე ხვდებიან. ტრავმების გამო "თიბისი რაგბის სერიები 2018"-ს ტოვებენ კოტე მიქაუტაძე, დავით კაჭარავა, კარლენ ასიეშვილი, გიორგი ნემსაძე, ვიტო კოლელიშვილი, კოკი თხილაიშვილი, მირიან მოდებაძე და გუგა შენგელია. სერიებზე ჰეიგი აპირებდა ასევე 20-წლამდელთა ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის, სანდრო სვანიძის გამოძახებასაც, მაგრამ სამწუხაროდ, მასაც ტრავმა აქვს. ტრავმის გამო შეკრებაზე ასევე არ იქნება პირველი ქართველი ცენტურიონი მერაბ კვირიკაშვილი.

ფრანგულ შეკრებაზე ოთხი ისეთი მოთამაშე იქნება, რომელთაც "ბორჯღალოსნების" კვართით ჯერ არ უთამაშიათ - "უმცროსი ბორჯღალოსნები" გურამ გოგიჩაშვილი და თედო აბჟანდაძე, რომლებმაც 2017 და 2018 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე საოცრად ითამაშეს; ბექა გიგაშვილი (გრენობლი, ტოპ 14) და გრიგორ ქერდიყოშვილი (ლელო სარასენსი, დიდი 10). ახალი სახეა ზურაბ ძნელაძეც (ლოკომოტივი, დიდი 10), რომელმაც ნაკრების კვართით ერთადერთხელ, 2013 წელს მსოფლიო რაგბის თბილისის თასზე, სამხრეთ აფრიკის "ა" ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

გამოძახებულთა შორის რამდენიმე ისეთი მორაგბეა, რომელთაც ტრავმების გამო ნაკრებში წელიწადზე მეტია არ უთამაშიათ: დუდუ ქუბრიაშვილი (ბოლოს 2 წლის წინ, 2016 წელს შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშა); ბექა ბიწაძე (ბოლოს 2017 წლის ნოემბერში აშშ-ის წინააღმდეგ ითამაშა); ბექა გორგაძე (ბოლოს 2017 წლის რაგბი ევროპაზე, რუმინეთთან ითამაშა); გიორგი აფციაური (ბოლოს 2016 წელს შოტლანდიასთან ითამაშა).

შემადგენლობაზე ჰეიგი ამბობს:

"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, რადგან ტრავმების გამო ბევრი გამოცდილი მოთამაშე გვაკლია. მეორე მხრივ, ესაა უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვინც ნაკრებში ტრავმირებულების ადგილს დაიკავებს. მათ ექნებათ შესაძლებლობა, დაგვანახონ, რა შეუძლიათ და სხვადასხვა პოზიციაზე შექმნან სიღრმეები.

მიუხედავად სირთულეებისა, გუნდში გვყავს გამოცდილ მოთამაშეთა ბირთვი, რომლებსაც კარგად ესმით ჩვენი სისტემები. მათ ეროვნულ გუნდში თავი არაერთხელ გამოუჩენიათ და ველი, რომ გუნდს ახლაც გაუძღვებიან. ასევე გვყავს ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც საქართველოსა თუ საფრანგეთში, თავ-თავიანთ კლუბებში შესანიშნავად გამოიყურებიან და მათგან სიახლეებს ველით".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

• სოსო

თუ ასე ფიქრობ,მაშინ არც უნდა წახვიდე.სხვასაც განწყობას გაუფუჭებ

კაცო ! გამარჯვებაზე ფიქრი კარგია, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობა რეალურად უნდა შეაფასო. მოცემულ მომენტში სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. სწორება უნდა მსოფლიოსკენ იყოს, სადაც ექსპერიმენტების დრო აღარ გვექნება, მითუმეტეს ძალიან ცუდი კალენდარი გვაქვს. რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობის მქონეა ეს მატჩი, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გზა არ არის.

• ლევანი

აბსოლუტურად გეთანხმები ! ! !

• ვახო

რას ერჩით ამ შემადგენლობას ან რა თავპირი ჩამოგტირით?არსებული დანაკლისიდან მხოლოდ კოტეა შეუცვლელი,პირველ ხაზში იმხელა არჩევანი გვაქვს კარლენის არყოფნა არ დაეტყობა ნაკრებს.ნემსო კაჭარავა ისედაც ასაკში არიან - მელიტონას თუ უნდოდა გამოიძახებდა შარშანდელი ან შარშანწინდელი 20 წლიანების გუნდიდან მეორე ხაზელებს,მაგრამ სხვებსაც შეუძლიათ მეორე ხაზში თამაში ვინც გამოძახებულია.ვიტო უდავოდ ძლიერი მორაგბეა მაგრამ მასაც უმტკივნეულოდ შეცვლიან ისევე როგორც კოკის.უკანა ხაზში ვინც უნდა იყვნენ ისინი არიან ნაკრებში.შერკინების დიდ უპირატესობას თუ სწორად გამოვიყენებთ მჯერა იტალიას მოვუგებთ ფლორენციაში. კიდევ ერთხელ - კოტეს გარდა ყველა არსებული ტრავმირებული მორაგბის შეცვლა შეიძლება სრულფასოვნად

• სიმართლე

გაგვაგებინე, რას ეფუძნება შენი ასეთი ზე-ოპტიმიზმი?! იქნებ ისეთი რამ იცი, რაც ჩვენთვის ცნობილი არ არის?

ობიექტურება არ დავკარგოთ და ამ დანაკლისებით, როცა ამდენი ახალწვეული გყავს, გუნდი შეუთამაშებელია, არ ჩანს გამოკვეთილი ლიდერი, როცა ბოლო 2 წელია უკან მიდის თამაშის ხარისხი და შერკინებაც კი აღარ არის მყარი, ზაფხულის ტესტების შედეგებსაც თუ გავითვალისწინებთ, რის შემდეგაც ვერც ვერაფერი გამოსწორდებოდა (რამდენადაც გუნდს შეკრება არ ქონია) იტალიასთან თუ არ გავნადგურდებით და თბილისში ორივე თამაშს მოვიგებთ ეს იქნება მაქსიმუმი. სამწუხაროა ძალიან და არ მეგონა თუნდაც 2 წლის წინ რომ ამ სიტუაციაში ვიქნებოდით, მაგრამ ჩვენი გუნდი არცერთ თამაშში არ არის ფავორიტი. ახალი თაობა ძალიან კარგი გვყავს, მაგრამ დიდი რაგბში მათი ინტეგრაცია და მათი პლიუსების ეფექტის გამომჟღავნება მხოლოდ შეკრულ და ჩამოყალიბებულ გუნდში 2-3 კაცის ჩასმით არის შესაძლებელი და ჩვენ კი ამ სიტუაციაში არ ვართ :( მსოფლიოს შემდეგ 3 წლის თავზე გუნდი ძალიან არეულია. ახალი გუნდის შენების სწორი სტრატეგია მე სამწუხაროდ ვერ დავინახე, მაგრამ ძალიან მინდა ვცდებოდე და სადღაც ვეპოტინები იმედის ნაპერწკალს რომ მილტონას აქვს "ჯადოსნური ჯოხი" და ამ 2 კვირაში დაალაგებს ყველაფერს, რომ აქამდე არ აჩვენებდა ყველაფერს და ახლა 1 წლით ადრე მსოფლიომდე გამოაჩენს დამალულ კოზირებს - ვნახოთ. ფაქტია ნოემბერში კვლავ შეგვკვრავენ ერთ მუშტად ჩვენი ბიჭები და 3 კარდი-შოკური თერაპიის სეანსი გველოდება :) წარმატებები ბიჭებს!

• ანესთეზეოლოგი

მოდით არ გვინდა ილუზიებითა და ურაპატრიოტიზმით გამოწვეული კომენტარები. ქართული რაგბის გულშემატკივარი მუდამ იყო ობიექტური და არსებული სიტუაციც უნდა შეფასდეს ობიექტურად. მართალია რომ იტალიელები წლების განმავლობაში თავს არიდებდნენ ჩვენთან შეხვედრას და სწორედ იმ დროს მოგვიწია მათთან გადაკვეთა, როდესაც ჩვენი თამაშის ხარისხი ძალზე არასახარბიელოა, გუნდი არასტაბილურია და ამას დაემატა უამრავი ტრავმები. მე მაინტერესებს იმ გულშემატკივრების აზრი, რომლებიც ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ იმის შესახებ, რომ იტალიას უეჭველად დავამარცხებთ. უკაცრავად მაგრამ, როგორ? რის ხარჯზე? დღეს საქართველოს ნაკრები ნამდვილად არ არის იტალიის უეჭველად დამმარცხებელი. ღმერთმა ქნას ასეც მოხდეს, მაგრამ ამის შანსი ძალზე მცირეა და ეს ობიექტურად უნდა ვაღიაროთ.

• dato

ან მოუგებ და ან არა. მე არ მგონია ასე

• შოკირებული გულშემატკივარი

თქვენი იმედი სუ გვქონდა, მარა ახლა ფიზიკურთან ერთად მენტალურსაც რო ახენებს ნეტა რა არი

გეთანხმები. ასეთ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არა გვაქვს. იტალიასთან წაგება ტრაგედია არ არის, მაგრამ მთავარია მსოფლიოსთვის ჩამოყალიბდეს ის ბირთვი, რომელიც მიღწეული შედეგის განმტკიცებას შეძლებს. მეც მგონია, რომ მოგება ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ თავის შედეგს მაინც მოიტანს ეს თამაში

• დიმო

15 წელია თავს გვარიდებენ იტალიელები! აი ეხლა რას იზავენ ? თავისავე მოედანზე რომ მოვუგებთ! შანსიც კი არექნებათ ! ერთი ამოსუნთქვით მოვუგებთ!

• სოსო

შეადარე 6-7 წლის წინ როგორ ვთამაშობდით ხელით და ახლანდელი თამაში,მით უმეტეს 20 წლამდელების ქურა გამოვლილი ბიჭებისა.უდიდესი სხვაობაა.უკვე ჩამოყალიბებულ მორაგბეს შესაძლოა რაღაცა უნარი გაუუმჯობესო,მაგრამ ბავშვობიდან ნასწავლთან ეს ვერ მოვა.ბავშვობიდან თამაშს კი ზუსტად დღევანდელი ახალგაზრდები სწავლობდნენ და ეტყობათ კიდეც,თუმცა შერკინების ძალა მოგვაკლდა,მაგრამ დღევანდელი თაობა გაცილებით უფრო სანახაობრივ და ეფექტურ რაგბს თამაშობენ.იმედია შერკინებაშიც დავიბრუნებთ დომინაციას,მაგრამ ძალიან ძნელი იქნება ფიზიკურად ძალიან ძლიერმა შერკინებამ ამავე დროს ძალიან მობილური რაგბი ითამაშოს

• ლექსო

რას ქვია რისთვის მივდივართ, ვინც ტრამვირებულია იმათი უმეტესობა ისედაც დაანებებს თავს სანაკრებო კარიერას ძალიან მალე და ამიტომ დავანებოთ რაგბის თამაშს თავი? მართალია ძალიან ძნელი თამაში იქნება მაგრამ მე მჯერა ჩვენი ბიჭების, რომც წავაგოთ არა უშავს სპორტია, მოვა დრო და მაგათაც მოვუგებთ და მაგათზე მაგრებსაც

• qomagi

ვაიმე ეს რამხელა დანაკლისია! არაფრით არ მსურს რომ იტალიამ გაგვანადგუროს და ამ ფრაზის თქმა მომიწიოს: "რა მრჯიდა, იტალიაში წასასვლელი ამხელა ხარჯი რომ გავიღე"-მეთქი, მაგრამ მგონი მაქეთკენ მიდის ყველაფერი...

• მიშას

ვინც არ უნდა მოვიდეს ჰეიგის ადგილას ამ ბიჭებს ხელით თამაშსს ვერ ასწავლის რადგან ესენი თავიდანვე აირედამიეძალეს არაინ მიჩვეულები და ძირეულად ამის შეცვლა ვერ მოხერხდება ეს იკომპონენტი იდება ახალგაზდებში და ეს ბიჭები რო წავლენ ნაკრებიდან ახალგაზდები რომლებიცმოდიან ამ კომპონენტში არაფერი დაეწუნებათ

• დაინტერესებული პირი

ამან მაინც გამოიძახოს ლობჟანიძე

• saqartvelos rigiti moqalaqe

აბა რისთვის მივდივართ საერთოდ იტალიაში, ნახევარი გუნდი თუ არა გვყავს? იმედების საბოლოოდ გასანადგურებლად და 6 ერზე სულ ცოტა 10 წლით თემის გადასაწევად?

• მიშა

ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ვფიქრობ მელიტონმა ამოწურა ნაკრებში თავის შესაძლებლობები, არ მინდა ნიშნის მოგებით ვთქვა ხომ გეუბნებოდით მეთქი, შანსი არ გვაქვს ვერ მივდივართ წინ და ჩანს თამაშის ხარისხშიც. ვერ გვასწავლა ხელით თამაში! ნეტა ვცდებოდე და ბოდიშს მოვიხდი პესიმიზმისთვის!!! არავის ქონდეს იტალიასთან რაიმე ილუზია

• ქუთაისელი

პირველად მივდივარ საზღვარგარეთ საქართველოს საგულშემატკივროდ და აბა თქვენ იცით, ლომებო! როცა ომია, იქ თავს ტრამვირებული გვყავდა, ცუდ ხასიათზე ან გაციებული ვიყავი, ასეთი რაღაცეებით თავს ვერ გავიმართლებთ! უნდა ავიღოთ იტალია და დავახეთქოთ! ავიღოთ და დავდოთ!

• რეზო

თქვენთან ვიქნებით მოედანზე სულით და ხორცით, როგორც არ უნდა წაგვივიდეს თამაში.

ვერ დავეთანხმები მწვრთნელს ბოლომდე. არ ვართ მთლად ცუდ სიტუაციაში. ამ ბიჭების თამაში ალბათ ყველას გვახსოვს და თუ იგივეს თუ გაიმეორებენ შედეგიც უნდა იყოს

• Bad

აუ რა შარში ვართ

უმძიმეს სიტუაციაშია ნაკრები. მეორე ხაზში წარმოუდგენელია ვინ უნდა ითამაშოს....კოლელიშვილი, ნემსაძე,მიქაუტაძე კაჭარავა, კვირიკაშვილი, თხილაიშვილი ნახევარი ნაკრებია. პრაქტიკულად გამორიცხულია რომელიმე მეტოქესთან გამარჯვებაზე ფიქრიც კი.ვიცით, რომ ბოლომდე იბრძოლებენ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის. არსებული შემადგენლობით რაგბი ევროპაზე თუ ვითამაშებთ. არც იქ გველის იოლი გასეირნება

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

სავსე ტრიბუნების დროა!

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს