ჰოკეი. NHL. პლეი ოფი. 1/8 ფინალი
სტენლის თასის მეორე ეტაპი "ვანკუვერისა" და "ნეშვილის" მატჩით გაიხსნა. რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო გუნდს სულაც არ ეტყობოდა ფიზიკური და ემოციური დაღლა "ჩიკაგოსთან" შვიდმატჩიანი უმძიმესი სერიის შემდეგ.

ალენ ვინიოს გუნდი დაფრინავდა Rogers Arena-ის ყინულზე. რაიან კესლერმა პირველი 16 ჩაგდებიდან 14 მოიგო, კევინ ბიეკსა და კრის ჰიგინსი ძალიან ხისტად თამაშობდნენ - პირველს ხუთი ძალისმიერი ილეთი ჰქონდა, მეორეს - ოთხი, ძმები სედინები კი შეტევაში დომინირებდნენ.

"ნეშვილმა" კი შეტევაში სრული უუნარობა გამოავლინა და მატჩის მთელი სიმძიმე მის მეკარეს პეკა რინეს დაატყდა თავს. სწორედ მისი და იღბალის დამსახურებაა, რომ ამ მატჩში "ვანკუვერმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

რინემ 29 დარტყმა მოიგერია, აქედან 25 პირველ ორ პერიოდზე მოდის. ფინელი მეკარისგან ყველაზე მეტად ძმები სედინები დაზარალდნენ - მათ ერთად ექვსი ზუსტი დარტყმა შეასრულეს, მაგრამ უშედეგოდ.

რინეს კოლეგას რობერტო ლუონგოს ნაკლები სამუშაო ჰქონდა - მან ჯამში 20 დარტყმა მოიგერია. ის სცენაზე მესამე პერიოდში გამოვიდა,

როცა "ნეშვილმა" შტურმისმაგვარი მოაწყო მეტოქის კართან. ლუონგომ თავისი საქმე კარგად გააკეთა და ამ პლეი ოფში მეორე "შათაუტი" შეასრულა, არადა კანადელი გოლკიპერის ანგარიშზე წინა სამ გათამაშებაში მხოლოდ ერთი "მშრალი" მატჩი მოდიოდა. ყველაზე რეალური მომენტი "ნეშვილს" სწორედ მესამე პერიოდში ჰქონდა, როცა მეკარესთან პირისპირ გავიდა მაიკ ფიშერი, მაგრამ ლუონგოს ვერ აჯობა.

ისე კი ფიშერმა და სტუმრების სხვა სამმა ლიდერმა - ერატმა, კოსტიცინმა და ლეგუანდმა ერთად ჯამში ოთხი დარტყმა შეასრულეს. ასეთი აქტიურობით რთულია რეგულარულის ჩემპიონის დამარცხება.

ერთადერთი გოლი კი ჰიგინსმა გაიტანა. სხვათა შორის, "ჩიკაგოსთან" წინა სერიის პირველ მატჩშიც გამარჯვების შაიბა სწორედ მის ანგარიშზე იყო.

"ვანკუვერის" გულშემატკივართა შეშფოთების ერთადერთი მიზეზია რაიან კესლერი. მისი უგოლო სერია რვა მატჩამდე ავიდა, არადა, რეგულარულში ეს ჰოკეისტი "კენაქსის" საუკეთესო სნაიპერი იყო (41 გოლი).

დასავლეთი

ვანკუვერი-ნეშვილი 1:0

0:0, 1:0, 0:0

გოლი: 1:0 ჰიგინსი-2 (ლაპიერი-1, ბიეკსა-3).

სერია: 1-0

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა