ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დაასახელა სამი ჰოკეისტი, რომლებიც სეზონის უძვირფასესი მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებენ
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დაასახელა სამი ჰოკეისტი, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ სეზონის უძვირფასესი მოთამაშის ტიტულზე. სამივე ფორვარდია: კორი პერი "ანაჰაიმიდან", დანიელ სედინი "ვანკუვერიდან" და მარტინ სენტ ლუისი "ტამპა ბეიდან". ეს ჰოკეისტები გასული რეგულარულის საუკეთესო ბომბარდირთა პირველ სამეულში შევიდნენ.

სედინმა სეზონში 104 ქულა (41 გოლი+63 პასი) დააგროვა და პირველი ბომბარდირი გახდა. შარშან სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დანიელის ტყუპისცალი - ჰენრიკ სედინი დასახელდა და წელს დანიელის აღიარების შემთხვევაში, NHL-ის ისტორიაში პირველად მოხდება, როცა ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ლიგის ყველაზე პრესტიჟულ პრიზს ძმები დაეუფლნენ.

კორი პერი რეგულარულის საუკეთესო სნაიპერი გახდა - ის ერთადერთი ჰოკეისტია, ვინც სეზონში 50 შაიბა გაიტანა. პერიმ ჯამში 98 ქულა დააგროვა. განსაკუთრებით კარგად ითამაშა მან რეგულარულის ბოლოს, როცა 16 მატჩში 19 გოლი გაიტანა და თავის გუნდს დასავლეთში მეოთხე ადგილი მოუტანა.

ამ სამეულში მარტინ სენტ ლუისია ერთადერთი, ვინც ერთხელ უკვე ფლობდა ამ პრიზს - ის 2004 წელს გახდა MVP. "ტამპას" ფორვარდმა 99 ქულით (31+68) დაასრულა სეზონი. ეს ჰოკეისტი "ლიგის ჯენტლმენის" პრიზზეც არის წარდგენილი - მთელი წლის განმავლობაში მას მხოლოდ 12 საჯარიმო წუთი დაუგროვდა.

სეზონის ინდივიდუალური პრიზები 22 ივნისს ლას ვეგასში დარიგდება.

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის