ვენუს და სერენა უილიამსებმა მადრიდისა და რომის პირველი კატეგორიის ტურნირებიდან განაცხადები გამოიტანეს
ამერიკელმა დებმა - ვენუს და სერენა უილიამსებმა კიდევ ერთხელ გადადეს კორტზე დაბრუნება. მათ ოფიციალურად გამოიტანეს თავიანთი განაცხადი მადრიდისა და რომის პირველი კატეგორიის ტურნირებიდან.

შეგახსენებთ, რომ ვენუსს ბაძაყის ტრავმის გამო ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ არ უთამაშია, სერენას კი ჯერ ფეხის დაზიანების, შემდეგ ფილტვების ემბოლიის გამო თითქმის ერთწლიანი იძულებითი პაუზა გამოუვიდა.

ამ ტურნირების გამოტოვება ცუდად აისახება რეიტინგში დების პოზიციებზე. ვენუსი, რომელსაც შარშან მადრიდში ფინალში თამაშისთვის და რომში მეოთხედფინალში გასვლისთვის ქულები ჰქონდა დასაცავი, სავარაუდოდ საუკეთესო ოცდაათეულის მიღმა აღმოჩნდება. სერენა კი ოცეულიდან გავარდება.

როგორც ამბობენ, ვენუსი კორტზე ბრიუსელის ტურნირზე დაბრუნდება, სერენას დაბრუნების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.

სხვათა შორის, დებმა ერთხმად გამოთქვეს როლან გაროსზე თამაშის სურვილი, საიდანაც უნდა ვივარაუდოთ, რომ მაისი ბოლოსთვის ისინი მწყობრში იქნებიან.

"ეს შესანიშნავი ტურნირია და ძალიან გვინდა იქ თამაში. უკვე მომავალ კვირას ვაპირებთ ვარჯიშების განახლებას. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ კორტს", - განაცხადა ვენუს უილიამსმა.

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"როდესაც "ბარსელონას" ხვდები, ეს ძალიან რთულია" - გულიაშვილის პირველი კომენტარი "რასინგში" დებიუტის შემდეგ
[VIDEOS] ბლექის ბრწყინვალე ჩატენვა და "ორლანდოს" გამარჯვება გერმანიაში
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა