"კრისტალ პალასმა" მიმდინარე სეზონში პირველი საშინაო გოლი გაიტანა;
"არსენალს" შეეძლო, მიჯრით მე-12 გამარჯვება მოეპოვებინა, თუმცა "კრისტალ პალასმა" ამის საშუალება არ მისცა...
ჟოზე მოურინიომ, სეზონში პირველად, პრემიერლიგის მატჩში სათადარიგოთა სკამზე დატოვა რომელუ ლუკაკუ...
"ბარნლის" საკუთარ მინდორზე 1983 წლის შემდეგ არ მოეგო "ჩელსისთვის" და ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა.
"ბრაიტონმა" ზედიზედ მესამედ მოუგო "ვულვზს", ისევე, როგორც "ბორნმუთმა" - "ფულჰემს"...
ამ სტრიქონებს რომ კითხულობთ, "ტოტენჰემისა" და "მანჩესტერ სიტის" შეხვედრა ჯერ კიდევ სათამაშოა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუნდაც ცოტა ხნით იურგენ კლოპის "ლივერპული" სატურნირო ცხრილის სათავეშია.
ფეხბურთი ფეხბურთად და, პრემიერლიგური ტურის ჰაილაითები ერთგვარად გადაფარა "ლესტერის" მფლობელის ვერტმფრენის კატასტროფამ და 5 ადამიანის, მათ შორის, კლუბის მეპატრონის დაღუპვამ სტადიონ "კინგ ფაუერთან"... მაგრამ ამ თემაზე ვრცლად სხვა მასალაში წაიკითხავთ...
ჰო, კიდევ - ინგლისი ძალიან შეაშფოთა გლენ ჰოდლის ამბავმა. ინგლისის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, რომელიც ახლა ტელევიზიაში მუშაობს ექსპერტად, გულის შეტევა დაემართა. მადლობა ღმერთს, მისტერ ჰოდლი უკეთაა...
გავაგრძელოთ უშუალოდ მიმოხილვის ნაწილი და ლიდერით დავიწყოთ. "ლივერპულმა" საკუთარ მინდორზე, მოლოდინისამებრ, შანსი არ დაუტოვა "კარდიფს". თამაშსაც ეტყობოდა და ისედაც ცხადია, რომ მეტოქეები სხვადასხვა წონითი კატეგორიიდან არიან. მერსისაიდელთა რიგებში დუბლი მიითვალა სადიო მანემ, თითო გაიტანეს მოჰამედ სალაჰმა და შარდან შაჩირიმ. ამას გარდა, სალაჰმა ორი საგოლე პასიც მიითვალა.
კლოპმა კი თავისი ბიჭები შეაქო და თქვა - აი, რა შედეგი დგება, როცა საგოლე მომენტებს ვიყენებთო.
27.10.2018 ლივერპული-კარდიფი 4-1
"ედენ აზარის გარეშეც შეგვიძლია თამაში და ჩვენ ეს დავამტკიცეთ", - თქვა მაურისიო სარიმ მას შემდეგ, რაც მისმა "ჩელსიმ" საგარეო ასპარეზზე მოსრა "ბარნლი". ბელგიელმა ვარსკვლავმა მცირე ტრავმის გამო დაისვენა და ამან "არისტოკრატთა" ფანობა კი შეაშფოთა, მაგრამ სულ ტყუილად.
"ბარნლიმ" კლასით უკეთეს მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა როს ბარკლიმ, ვინც სწორედ აზარის არყოფნის გამო გამოჩნდა ძირითადში. მან გოლი და ორი საგოლე პასი მიითვალა - ჯერ ალვარო მორატას გაატანინა, მერე თვითონ შეაგდო, ამის შემდეგ ვილიანს შეუწყო ხელი, სულ ბოლოს კი ლოფტუს-ჩიკმა სხვის დაუხმარებლადაც იზეიმა.
28.10.18 ბარნლი–ჩელსი 0:4
ლუკა მილივოიევიჩის ბენეფისად იქცა "კრისტალ პალასისა" და "არსენალის" შეხვედრა. მასპინძლებს აქამდე მიმდინარე სეზონში გოლი არ გაეტანათ საკუთარ მოედანზე და აგერ, ნავსი ბრწყინვალე ფორმაში მყოფ "არსენალთან" გატეხეს.
პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლის შემდეგ ყველას ეგონა, რომ "არსენალი" მორიგ სამ ქულას ჩაიწერდა აქტივში, მაგრამ "მეთოფეებმა" ერთხელაც შესცოდეს საკუთარ საჯარიმოში და საბოლოოდ - 2:2.
Video
28.10.18. კრისტალ პალასი - არსენალი 2:2
"მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვების გემო გაიხსენა. ჟოზე მოურინიომ ძირითადში არ დააყენა რომელუ ლუკაკუ. შედარებით "მძიმე" ბელგიელის არყოფნამ გუნდი გაცილებით მსუბუქი გახადა.
პოლ პოგბამ ზუსტად ვერ შეასრულა პენალტი, თუმცა თავადვე დაამატა და ანგარიში გახსნა. მერე მან ანტონი მარსიალს გაუკეთა ფასი და ფრანგმაც ულამაზესი გოლი შეაგდო.
ნერვების წყვეტის გარეშე გამარჯვება მაინც ვერ შედგა. კრის სმოლინგმა საკუთარ საჯარიმოში იუხეშა და გილფი სიგურდსონმა შეაგდო, თუმცა სტუმრებმა მეტი ვეღარაფერი მოახერხეს.
28.10.18 მანჩესტერი–ევერტონი 2:1
პრემიერლიგა. X ტური
ბრაიტონი-ვულვზი 1:0
გოლი: 1:0 მარეი (48)
ფულჰემი-ბორნმუთი 0:3
გოლები: 0:1 უილსონი (14-პენ), 0:2 ბრუკსი (72), 0:3 უილსონი (85)
გაძევება: მაკდონალდი (73. ფულჰემი)
ლივერპული-კარდიფი 4:1
გოლები: 1:0 სალაჰი (10), 2:0 მანე (66), 2:1 პატერსონი (77), 3:1 შაჩირი (84), 4:1 მანე (87)
ლივერპული (4-2-3-1): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დაიკი, მორენო - ვეინალდუმი, ფაბინიო - ლალანა (61. შაჩირი), ფირმინო (71. მილნერი), მანე - სალაჰი.
უოტფორდი-ჰადერსფილდი 3:0
გოლები: 1:0 რობერტო პერეირა (10), 2:0 დეულოფეუ (19), 3:0 საქსესი (80)
ლესტერი-ვესტ ჰემი 1:1
გოლები: 0:1 ბალბუენა (30), 1:1 ნდიდი (89)
გაძევება: ნოუბლი (38. ვესტ ჰემი)
ბარნლი-ჩელსი 0:4
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 ბარკლი (57), 0:3 ვილიანი (62), 0:4 ლოფტუს-ჩიკი (90+2)
ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილიკუეტა, რიუდიგერი, დავიდ ლუიზი, ალონსო - კანტე, ჟორჟინიო (78. ფაბრეგასი), ბარკლი - პედრო (30. ლოფტუს-ჩიკი), ვილიანი, მორატა (74. ჟირუ).
კრ. პალასი-არსენალი 2:2
გოლები: 1:0 მილივოიევიჩი (45+1-პენ), ჯაკა (51), 1:2 ობამეიანგი (56), 2:2 მილივოიევიჩი (83-პენ)
არსენალი (4-2-3-1): ლენო - ბელერინი (46. ლიხტშტაინერი), მუსტაფი, ჰოლდინგი, ჯაკა - ტორეირა, გენდუზი - ივობი, იოზილი (68. უელბეკი), ობამეიანგი (78. რემზი) - ლაკაზეტი.
მანჩესტერ იუნ-ევერტონი 2:1
გოლები: 1:0 პოგბა (27), 2:0 მარსიალი (49), 2:1 სიგურდსონი (77-პენ)
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - იანგი, სმოლინგი, ლინდელიოფი, შოუ - ფრედი (90+5. ლინგარდი), მატიჩი, პოგბა - მატა (85. ერერა), მარსიალი, რაშფორდი (65. ლუკაკუ).
გამოუყენებელი პენალტი: პოგბა (27. მანჩესტერი)
საუთჰემპტონი-ნიუკასლი 0:0
ორშაბათი, 29 ოქტომბერი
ტოტენჰემი-მანჩესტერ სიტი 23:59
ბომბარდირები: 7 - ედენ აზარი (ჩელსი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 6 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), გლენ მარეი (ბრაიტონი), სადიო მანე (ლივერპული).
მომდევნო ტური
3 ნოემბერი: ბორნმუთი-მანჩესტერ იუნაიტედი, კარდიფი-ლესტერი, ევერტონი-ბრაიტონი, ნიუკასლი-უოტფორდი, ვესტ ჰემი-ბარნლი, არსენალი-ლივერპული, ვულვზი-ტოტენჰემი
4 ნოემბერი: მანჩესტერ სიტი-საუთჰემპტონი, ჩელსი-კრ. პალასი
5 ნოემბერი: ჰადერსფილდი-ფულჰემი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"მოუქნელი ბარკოლას 145 მილიონად შეძენა ბოდვაა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
არგენტინის ნაკრების მეკარე "ჩელსიში" გადავიდა
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბარსელონა" და "ინტერი" ფეხბურთელების გაცვლაზე მსჯელობენ
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
"მათ წინააღმდეგ თამაში არ მომწონს" - დე ბრუინი "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაზე
[VIDEO] ქოჩორაშვილმა "სევილიაში" პირველად ითამაშა - მისი გუნდი "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
"უდინეზემ" "მონცას" ქართველების გარეშე სძლია
[VIDEO] კვერნაძის დიდი პროგრესი და პირველი საგოლე მოქმედება სერია A-ში - "ფროზინონემ" "ფიორენტინა" გაანადგურა
იეგოიანის კარგი მატჩი - მისმა გუნდმა როტერდამულ დერბიში გაიმარჯვა
ბუნდესლიგაში ლოჩოშვილის დებიუტი შედგა - "კიოლნმა" ჩემპიონატი ლამაზი გამარჯვებით დაიწყო
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
[VIDEO] ალისონმა პენალტი აიკიდა და ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღო- "ლივერპულმა" სახლში "ნოტინგემთან" ფრეს მიაღწია
ზივზივაძის 80 წუთი - "ჰაიდენჰაიმმა" დრეზდენის "დინამოს" თამაში შემოუტრიალა
შეთანხმება შედგა - ანდრია ბართიშვილი ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"არაა აუცილებელი, "ოქროს ბურთი" პსჟ-ის ფეხბურთელს მისცენ" - მოურინიომ Ballon d'Or-ზე მოსაზრება დააფიქსირა
"ფეხბურთი უსამართლოა, მეტს ვიმსახურებდით" - ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩი შეაფასა
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
ალვარესის ახალი ვარიანტი - არგენტინელის დაბრუნება ყოფილ გუნდს სურს
სატრანსფერო საგა დასრულდა - ბრედლი ბარკოლა კარიერას "ლივერპულში" განაგრძობს
საფრანგეთის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა პსჟ დააჯარიმა
"ლივერპულის" შემტევი 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
This Is Anfield: მამარდაშვილმა შეიძლება პრემიერლიგაში გუნდი გამოიცვალოს
"მოუქნელი ბარკოლას 145 მილიონად შეძენა ბოდვაა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
ნურმაგომედოვს კარგი საფეხბურთო გემოვნება ჰქონია - ხაბიბმა საუკეთესო მატჩი დაასახელა [VIDEO]
[VIDEO] ალისონმა პენალტი აიკიდა და ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღო- "ლივერპულმა" სახლში "ნოტინგემთან" ფრეს მიაღწია
პოლ პოგბა ტრავმირებულია თუ თამაში ეზარება?
"მანჩესტერ იუნაიტედის" "იუვენტუსის" ერთ-ერთი ლიდერის შეძენა სურს
"ზალცბურგის" 18 წლის გიგანტით გრანდები ინტერესდებიან
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
ვარანი ინგლისურ გრანდში გადადის
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
უცნობი ფაქტი: როგორ გადაურჩა "ჩიხურა" ავიაკატასტროფას [VIDEO]
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
სატრანსფერო საგა დასრულდა - ბრედლი ბარკოლა კარიერას "ლივერპულში" განაგრძობს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს