წესით, ამ დღეებში „ბაიერნი“ ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული, თუმცა რეკორდმაისტერს გუნდურობისა არაფერი ეტყობა
წესით, ამ დღეებში მიუნხენის „ბაიერნი“ ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული და მესამე, ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილის დაკავებისთვის მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა იბრძოდეს. გუნდურობის და კონცენტრირებულობის კი რეკორდმაისტერს არაფერი ეტყობა - მიუნხენში ნერვები ყველას დაწყვეტაზე აქვს, რაც ხუთშაბათს გამართულმა პრესკონფერენციამ დაადასტურა.

ამ კვირაში გერმანიაში ვისაც არ დაეზარა, ყველამ „ბაიერნი“ გააკრიტიკა, ლანძღვის მთავარი ობიექტი კი ბასტიან შვაინშტაიგერი გახლდათ, რომელსაც რეკორდმაისტერის ლიდერობა მოეთხოვება.

სხვადასხვა ექსპერტებისა და მიმომხილველების აზრით, მას მერე, რაც მიუნხენურმა გრანდმა მარკ ვან ბომელი „მილანს“ მიჰყიდა (ტრანსფერი იანვარში განხორციელდა), „ბაიერნს“ აღარ ჰყავს ლიდერი, რომელიც პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებს და გუნდს შემოუძახეს. ამ მოვალეობის შესრულება პირველ რიგში შვაინშტაიგერს ევალება, ის კი ლიდერის ფუნქციების შესრულებას თავს ვერ ართმევსო, იწერებოდა გერმანულ პრესაში. რაც ყველაზე საინტერესოა, ასეთი მოსაზრებები მარტო ექსპერტებს არ გამოუთქვამთ - ეს ყველაფერი „ბაიერნის“ ჰოლანდიელმა გარემარბმა არიენ რობენმაც თქვა...

პრესკონფერენციაზე ხმა პირველმა კაპიტანმა ფილიპ ლამმა აიმაღლა, რომეოლმაც თქვა: „ცხადია, კრიტიკა მეც მეხებოდა. ყველაზე მეტად ეს რობენისგან მეწყინა. არ ვიცი, რა იყო მისი მოტივაცია და ამ დღეებში არიენს აუცილებლად დაველაპარაკები.“

შვაინშტაიგერმა კი უფრო მძაფრად ილაპარაკა. „მე სულაც არ ვარ სუსტი შეფი, ან სუსტი ლიდერი, - ფაქტობრივად ყვიროდა შვაინი, - საკმარისად დიდი ხანია, „ბაიერნში“ ვთამაშობ და ახალბედა აღარ ვარ. გასახდელში ყოველთვის ყველას ესმის, რასაც ვამბობ. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა და ვიღაც-ვიღაცები ტყუილად ფიქრობენ, რომ შიდა დაპირისპირებებს აქვს ადგილი. „შალკესთან“ შეხვედრის პირველივე წუთიდან უნდა გამოჩნდეს, რომ ამ მატჩში მხოლოდ მოგება გვინდა. ეს თამაში უმნიშვნელოვანესია!“

რეკორდმაისტერს სამი თამაში დარჩა იმისათვის, რომ „ჰანოვერს“ გაასწროს და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს, სამეულს მიღმა დარჩენა კი ბავარიელებისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება.

„მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია, - ასკვნის ლამი „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, - გაცილებით კრიტიკული, ვიდრე თუნდაც ერთი კვირის წინ, როცა მესამე ადგილზე ვიყავით. ევროპის ლიგის გაგონება აქ არავის გვსიამოვნებს. სამწუხაროდ, აღარც ისეთი თავდაჯერებულები ვართ, როგორც უნდა ვიყოთ. ეს ლოგიკურიცაა, რადგან წნეხის ქვეშ ვართ მოქცეულები.“

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა