დავით აფხაზავას დებიუტი ამერიკის სტუდენტურ კალათბურთში შედგა. 20 წლის ბათუმელი კალათბურთელი, რომელმაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში და არაერთ ქართულ კლუბში ითამაშა, ამერიკის სტუდენტური ლიგის გუნდ "სამხრეთ იუტა თანდერბერდსში" გადავიდა.

აფხაზავამ სამხრეთ იუტას უნივერსიტეტისგან სრული დაფინანსება მიიღო და ამ სასწავლებლის საკალათბურთო გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვდა.

"თანდერბერდსი" ამერიკის სტუდენტური ლიგის პირველ დივიზიონში (NCAA I), "ბიგ სქაის" კონფერენციაში გამოდის. აღნიშნულ კონფერენციაში სამხრეთ იუტას უნივერსიტეტის გუნდთან ერთად კიდევ 10 გუნდია.

აფხაზავას გუნდისთვის სეზონი ოფიციალურად 7 ნოემბერს იხსნება, როცა "თანდერბერდსი" შინაურ ქალაქ კერად სიტიში "ვესთ ქოუსთ ბაპტისტ კოლეჯს" მიიღებს. ეს და მომდევნო 8 მატჩი ოფიციალური, თუმცა არასაკონფერენციოა, ხოლო "ბიგ სქაის" მატჩები და შესაბამისად, ჩემპიონატი 29 დეკემბერს დაიწყება.

"თანდერბერდსმა" 30 ოქტომბერს მოსამზადებელი მატჩი გამართა, რომელშიც "ლაიფ პასიფიკი" 96:53 დაამარცხა. აფხაზავა სათადარიგო იყო და მოედანზე 16 წუთი გაატარა. ქართველმა გამთამაშებელმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. დათოს ანგარიშზე 2 ქულა, 4 პასი და თითო მოხსნა, ჩაჭრა და დაფარება დაგროვდა.

დავით აფხაზავა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში პირველ ოფიციალურ მატჩს 7 ნოემბერს ჩაატარებს, როცა მისი "თანდერბერდსი" "ვესტ ქოუსთ ბაპტისთ კოლეჯს" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგას მარნეულის "დელტა" შეემატა
საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრების ტალინური ტრიუმფი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ლატვიასთან ბრძოლაში დამარცხდა
საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგის სუპერთასი მოიგო
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა რიგაში ხუთივე მატჩი მოიგო და ევროპის ლიგის ოთხთა ფინალში გავიდა