შვეიცარიის ნაკრების თავდასხმის ლიდერი ალექსანდრ ფრაი ვარჯიშს შეუდგა და ჩილესთან მატჩისთვის გამალებით ემზადება. ფრაი შვეიცარიელთა ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა. გასულ კვირას შუაევროპელებმა ესპანეთის ნაკრები "ბაზელის" ფორვარდის გარეშე დაამარცხეს...

შვეიცარიის ნაკრების თავდასხმის ლიდერი ალექსანდრ ფრაი ვარჯიშს შეუდგა და ჩილესთან მატჩისთვის გამალებით ემზადება. ფრაი შვეიცარიელთა ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა. გასულ კვირას შუაევროპელებმა ესპანეთის ნაკრები "ბაზელის" ფორვარდის გარეშე დაამარცხეს. ბუნებრივია, ჩილესთან მატჩის წინ ფრაის დაბრუნება სერიოზული უპირატესობა იქნება ოტმარ ჰიტცფელდის შეგირდებისთვის. არ არის გამორიცხული, გერმანელმა სპეციალისტმა ფრაი ეგრევე ძირითადში გაამწესოს.

თუმცა შვეიცარიის ნაკრებში ყველაფერი მთლად კარგად არ არის. ჰიტცფელდს რამდენადაც ფრაის დაბრუნება ახარებს, იმდენადვე სწუხს ცენტრალური მცველის ფილიპ სენდეროსის ტრავმის გამო. "ფულჰემის" ახალშენაძენი ესპანეთთან მატჩის დროს დაშავდა და შესაცვლელი გახდა. ამდენად, ჰიტცფელდი უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ჩილესთან მატჩი სენდეროსის გარეშე ჩაივლის.

ჩილე-შვეიცარიის (H ჯგუფი) მატჩი ხვალ ნელსპრუიტის "მბომბელაზე", თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს არის ცენტრალური დაპირისპირება ჯგუფში, რომლის ერთ-ერთი ბინადარი ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრებიცაა...

ლევან ჯანეზაშვილი

"ლელო"

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს