უიმბლდონის შემდეგ თითქმის ყველა წამყვანმა ჩოგბურთელმა ივლისში პაუზის აღება გადაწყვიტა და ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ახლა გამოვიდა შვებულებილიდან.

უიმბლდონის შემდეგ თითქმის ყველა წამყვანმა ჩოგბურთელმა ივლისში პაუზის აღება გადაწყვიტა და ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ახლა გამოვიდა შვებულებილიდან. კალიფორნიული სტენფორდის ტურნირი უმაღლეს Premier კატეგორიას მიეკუთვნება, თუმცა ამ სერიის სხვა ჩემპიონატებისგან განსხვავებით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საპრიზო ფონდი აქვს - 700 ათასი დოლარი. უფრო ნაკლებ თანხას (600 ათასი) ათამაშებენ სიდნეიში, ვარშავაში, ისტბურნსა და ნიუ ჰევენში.

მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ ტურნირში რეიტინგის საუკეთესო ათეულის მხოლოდ ორი წევრი - ავსტრალიელი სამანტა სტოსური (მე-5 ჩოგანი) და რუსი ელენა დემენტიევა (6) თამაშობს, ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითი გამოვიდა. აქ არიან ცოტა ხნის წინ ტოპათეულში შემავალი მოთამაშეები - მარიონ ბარტოლი, დანიელა ჰანტუხოვა, აგნიეშკა რადვანსკა, მარია შარაპოვა, დინარა საფინა, ანა ივანოვიჩი და ვიქტორია აზარენკა.

სტენფორდის ტურნირის თავისებურება ის გახლავთ, რომ ხშირად ტრიუმფატორები წარმატების გამეორებას ახერხებენ. 1996 წლიდან მოყოლებული, საინტერესო ტენდენციას ჰქონდა ადგილი - 11 წლის განმავლობაში აქ ტიტულს მხოლოდ 4 ჩოგბურთელი იყოფდა - მარტინა ჰინგისი, ლინდსი დავენპორტი, ვენუს უილიამსი და კიმ კლაისტერსი. მაგრამ წელს ბადეში არც ერთი მათგანი არ არის, ისევე როგორც მათი ბრწყინვალე სერიის დამრღვევი - რუსი ანა ჩაკვეტაძე. შინა კვირას პორტროჟში ტრიუმფის შემდეგ, წარმოშობით ქართველმა ჩოგბურთელმა პაუზის აღება გადაწყვიტა.

საბოლოოდ, სატურნირო ბადეში წინა წლების მხოლოდ ორი გამარჯვებული ვიხილეთ - უკვე ნახსენები მარიონ ბარტოლი და კანადელი ალექსანდრა ვოზნიაკი, რომელიც უკვე გამოეთიშა ბრძოლას ამერიკელ მელანი ოუდინთან თანაბარ ბრძოლაში - 7:6(6), 5:7, 3:6. ასე რომ, თუ ბარტოლი ვერ შეძლებს შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვას, სტენფორდის ტურნირს ახალი გამარჯვებული ეყოლება.

პირველი წრის მატჩებიდან, პირველ რიგში, აღსანიშნავია სერბი ანა ივანოვიჩის წარმატება. ეს ჩოგბურთელი იმდენად დაბლა დაეშვა რეიტინგში, რომ დიდ ტურნირებზე ან კვალიფიკაციის თამაში უწევს ან უაილდქარდით ხვდება ძირითად ბადეში. ამჯერად ივანოვიჩმა ორგანიზატორებს დაუმტკიცა, რომ მათ ტყუილად არ მიუციათ მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანისთვის სპეციალური მიწვევა. სერბმა ყველა კომპონენტში დაჯაბნა რუსი ალისა კლეიბანოვა და საათსა და 14 წუთში (6:3, 6:2) დაამარცხა მეტოქე. ანა გაცილებით უკეთ მოქმედებდა პირველ მოწოდებასა და მიღებაზე, თუმცა ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის პროცენტი ჰქონდა დაბალი - 13-დან 4.

გრძელდება მსოფლიოს კიდევ ერთი ყოფილი პირველი ჩოგანის - რუსი დინარა საფინას კრიზისი. მისი მატჩი 39 წლის იაპონელ კიმიკო დატესთან ძალიან დაძაბული გამოვიდა. ჯერჯერობით მთლიანად ტურნირზე მხოლოდ ორჯერ გათამაშდა ტაი-ბრეიკი და ერთი, სწორედ ამ შეხვედრაში დაინიშნა. სწორედ ტაი-ბრეიკიდან დაიწყო საფინას წარუმატებლობები - პირველი სეტის მოგების შემდეგ, რუსმა მეორე პარტიის მე-13 გეიმი "მშრალი" ანგარიშით წააგო და მესამე სეტში უკვე წინააღმდეგობა ვერ გაუწია ვეტერანს - 6:4, 6:7(0), 2:6. სხვათა შორის, დინარამ ამ სეზონში მეორედ წააგო იაპონელთან - პირველად ეს როლან გაროსის პირველ წრეში მოხდა და ახლაც იგივე ისტორია განმეორდა. საფინა კვლავაც ძველი ძიებაშია, ამასთან, წაგებათა სერია, რომელიც აპრილში შტუტგარტის ტურნირის მეოთხედფინალიდან დაიწყო, უკვე ექვს მატჩამდე ავიდა.

სახიფათო მეტოქე ჰყავდა პირველ წრეში მარია შარაპოვას. საფინას მსგავსად, ამ რუს ჩოგბურთელსაც ჩინელი ჟიე ჟენგის წინააღმდეგ რევანშზე უნდა ეზრუნა. აზიელი წელს საუკეთესო სეზონს ატარებს - ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალს მიაღწია, ვარშავაში ფინალში ითამაშა, შარაპოვას კი ინდიან უელსში მოუგო სამ სეტში. მარიამ შეძლო რევანშის აღება, თანაც ეს ორ პარტიაში გააკეთა. პირველ სეტში იყო მომენტი, როცა რუსმა ზედიზედ რვა გათამაშება მოიგო და ამის წყალობით პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:4. ჩინელი არ ნებდებოდა და თავის მხრივ, ბრეიკებს ისიც იღებდა, მაგრამ მეორე პარტიაში 5:5-ზე შარაპოვამ ისევ მოიგო მეტოქის მოწოდება და შემდეგ მატჩზე დამაჯერებლად მოაწოდა - 7:5.

WTA

Bank of the West Classic

სტენფორდი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 700 000 დოლარი

I წრე

იანინა ვიკმაიერი (ბელ, 7)-ჩან იუნ-იანი (ტაივ) 6:3, 6:1; მარიონ ბარტოლი (საფ, 4)-ეშლი ჰარკლროუდი (აშშ) 6:1, 6:4; ანა ივანოვიჩი (სერ)-ალისა კლეიბანოვა (რუს) 6:3, 6:2; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 8)-აიუმი მორიტა (იაპ) 6:0, 6:2; შაარ პეერი (ისრ, 6)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 0:6, 6:4, 6:3; მარია კირილენკო (რუს)-მირიანა ლუჩიჩი (ხორ) 6:1, 6:4; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3)-შანელ სხეპერსი (ს. აფრ) 7:5, 4:6, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 5)-ჟიე ჟენგი (ჩინ) 6:4, 7:5; ოლგა გოვორცოვა (ბლრ)-ალა კუდრიავცევა (რუს) 6:1, 6:1; კიმიკო დატე (იაპ)-დინარა საფინა (რუს) 4:6, 7:6 (7:0), 6:2.

ლელო

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს