ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ზაზამ ჰოვარდი ჩამოიშორა და ხარს დაეჭიდება

ზაზამ ჰოვარდი ჩამოიშორა და ხარს დაეჭიდება

"პეპსი არენაზე" "ორლანდო მეჯიქის" ძლევით "ატლანტამ" აღმოსავლეთის კონფერენციის ნახევარფინალში გააღწია
ჩვენთვის ცუდ დროს ტარდება NBA-ს მატჩები - "ატლანტას" თამაშის საყურებლად ღამის გათენება გვიწევს... მაგრამ გუშინდელი ღამის გატეხვა ნამდვილად ღირდა - ვნახეთ, როგორ გაწყვიტა "ატლანტა ჰოქსმა" "ორლანდო მეჯიქი".

თან იმდენად დაძაბული და ემოციური მატჩი იყო, გულშემატკივარსაც დარბაზში ჩაითრევდა. გამოგიტყდებით, საქართველოს ნაკრების მატჩების შემდეგ, ასე ემოციურად თამაშისთვის თვალი არ მიმიდევნებია. ამასაც ჰქონდა ობიექტური მიზეზი: "პეპსი არენაზე" გამართულ შეხვედრას "ატლანასთვის" გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა - მოგების შემთხვევაში ჯორჯიელები აღმოსავლეთის კონფერენციის ნახევარფინალში გადიოდნენ, წაგების შედეგად კი სერიაში ანგარიში გათანაბრდებოდა (3:3) და გადამწყვეტი შეხვედრა ორლანდოში გაიმართებოდა.

მოკლედ, სასწორზე იდო ზაზა ფაჩულიას სეზონის დასრულება-გაგრძელების საკითხი.

ეს ატლანტელ ქომაგსაც კარგად მოეხსენებოდა და თავად კალათბურთელებსაც. ჰოდა, გულშემატკივრებისგან შეგულიანებული ჯორჯიელები ნამდვილ "ქორებად" იქცნენ და სტუმრებს მოურიდებლად დააცხრნენ...

გუშინ "ატლანტამ" პერიოდული აფეთქებების წყალობით მოიგო, ორლანდოელები კი დინჯად მისდევდნენ და ჩასაფრებული მტაცებლებივით თავის შანსს ელოდნენ. პირველი აფეთქება საწყისი მეოთხედის ბოლოსა და მეორის სტარტს დაემთხვა, სწორედ იმ მონაკვეთს, როცა ფაჩულია მოედანზე ჯეისონ კოლინზის ნაცვლად შევიდა.

თამაშში ჩართვიდან პირველივე წუთზე ზაზამ უწყინარ სიტუაციაში, მოედნის ცენტრში "ორლანდოს" ლიდერ დუაით ჰოვარდს პერსონალური შენიშვნა მიაღებინა, რამაც ქომაგებს დამატებითი ნაპერწკალი შემატა. ამ ეპიზოდმა მატჩის ამერიკელი კომენტატორები გაახალისა: "ატლანტა" მინი-ჰოლივუდიაო. შეიძლება მათ ქართველს მსახიობური თვისებები მიაწერეს, შესაძლოა "ჰოქსის" თამაში მძაფრსიუჟეტიან ფილმს შეადარეს - ჯორჯიელების მოქმედებაში დრამატიზმიც ბევრია, მოულოდნელობებიც და გაწევ-გამოწევაც.

წითელი ხალიჩიდან მოედანზე დავბრუნდეთ. ფაჩულიას მთავარი მისია ჰოვარდის შეკავება იყო, რომელიც ადიდებული მდინარესავით აწყდებოდა ნაპირს, თუმცა კოლინზისა და ზაზას წყალობით კალაპოტიდან გადასვლას ვერ ახერხებდა. და მაინც, გაბრაზებულმა "სუპერმენმა" ერთი-ორი ისეთი ჩატენა, კინაღამ ფარი ჩამოტეხა.

ზაზა ცდილობდა სმიტისა და ჰორფორდისთვის ფარქვეშ სივრცე გამოეთავისუფლებინა, რაც ჰოვარდის მონაცემების გათვალისწინებით ურთულესი საქმე იყო. სამაგიეროდ, მეორე პერიოდის დასაწყისში ჩვეული სიზუსტე გამოიჩინა ჯამალ კროუფორდმა 9 ქულა ჩააგდო და მასპინძლებს 10-ბალიანი უპირატესობა დაუბევა - 36:26.

"ატლანტას" ცეცხლი მალევე მინავლდა, რასაც ხელი მანამდე მთვლემარე ჰედო თურქოგლუს გამოფხიზლებამაც შეუწყო. მის მიერ ჩაგდებული სამქულიანისა და საჯარიმოების წყალობით "ორლანდომ" ჩამორჩენა მალევე შეამცირა (36:40). ატლანტელი ქომაგი კი მორიგი აფეთქების მოლოდინში იყო, რაც მესამე პერიოდის შუაში ზაზა ფაჩულიას გამოსვლას დაემთხვა.

ქართველმა ერთ ეპიზოდში თურქოგლუც გამოიყვანა მწყობრიდან: ფარქვეშ ეულად მყოფმა ზაზამ ჯონსონისგან ბურთი მიიღო, თუმცა თურქოგლუ ზურგზე შეახტა და ჩაგდება არ დაანება. ფაჩულიამ ეს ხელის გაშლით გააპროტესტა, თურქი კი მიეჭრა და სწრაფადვე დამშვიდებული ფაჩულიას პროვოცირება სცადა. მოედნის მიღმა ზაზა და თურქოგლუ მეგობრები არიან. ალბათ, ამიტომაც ფაჩულიამ თავი შეიკავა და მშვიდად ისროლა არასპორტული შენიშვნით მოპოვებული საჯარიმოები (ერთი ჩააგდო). ამას მოჰყვა მერვინ უილიამსის სამქულიანი და - 54:49. სხვათა შორის, მერვინის შორეულმა ტყორცნებმა "ჰოქსს" სულზე მიუსწრო.

"ატლანტას" ყველაზე მკაფიო გაელვება მეოთხე პერიოდის დასაწყისში დაფიქსირდა: უილიამსის ერთ და კროუფორდის ორმა სამქულიანმა მატჩის ყველაზე დიდი სხვაობა განაპირობა - 71:59. თუმცა, წაგების სუნმა ჰოვარდი გაახელა, ამას ისიც დაემატა, რომ ზაზამ მასთან ბრძოლისას ჯარიმები უხვად აკრიფა და ზემოთ რომ ვთქვით, ფარი კინაღამ ჩამოტეხაო - ეს სწორედ მეოთხე პერიოდში მოხდა.

მოკლედ, საფინალო სირენამდე 34 წამით ადრე ორლანდოელებმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს (81:82) და თამაშის გადარჩენის რეალური შანსიც გაუჩნდათ. თუმცა, გადამწყვეტ მომენტში სამართლიანობამ იზეიმა და მთელი მატჩის განმავლობაში წინ მყოფმა "ატლანტამ" "ორლანდოს" გადასწრების უფლება არ მისცა: სირენამდე 12 წამით ადრე უილიამსმა სამქულიანი ააცილა, თუმცა, ბედად, ბურთი კროუფორდს დარჩა და სტუმრები იძულებულნი გახდნენ განზრახ დაჯარიმებულიყვნენ.

კროუფორდის 1+1, 84:81 და "ატლანტამ" ნახევარფინალი გაინაღდა.

გადავხედოთ სტატისტიკას: გადამწყვეტი სამქულიანები და მოხსნები გამოდგა. ორივე კომპონენტში მასპინძლებმა იმარჯვეს - სამიანებში 8:5, მოხსნებში 38:31.

ჰოვარდმა სეზონის ბოლო მატჩში 25 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა, ხოლო ატლანტელთა ბომბარდირმა ჯო ჯონსონმა იკისრა - 23 ქულა და 10 მოხსნა. ორმაგი დუბლი შეასრულა ელ ჰორფორდმა - 10 ქულა, 12 მოხსნა, 6 პასი. ფაჩულიას მონაგარს ქვემოთაც ნახავთ. აქ ერთს დავამატებთ: მატჩის ოქმში არის ერთი გრაფა, სადაც ფიქსირდება ამა თუ იმ კალათბურთელის მოედანზე ყოფნისას მისი გუნდის შედეგი (სხვაობა რამდენით გაიზარდა, ან რამდენით შემცირდა). როცა ზაზა თამაშობდა "ჰოქსი" 9 ქულით დაწინაურდა. მხოლოდ მერვინ უილიამსის მოედანზე გამოჩენას ყველაზე მეტი პლუსი მოჰყვა - 12. დანარჩენების მონაგარში ეს მაჩვენებელი 7-ს არ აღემატებოდა.

აღმოსავლეთის კონფერენციის ნახევარფინალში "ატლანტა" ჩიკაგოელ "ხარებს" დაუპირისპირდება. სერიის პირველი მატჩი 2 მაისს გაიმართება.

ატლანტა-ორლანდო 84:81

ზაზა ფაჩულია: 23:52 წუთი, 1 ქულა (1-დან 0 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 5 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია

I პერიოდი

03:00 ზაზამ კოლინზი შეცვალა

II პერიოდი

11:46 ფოლი: 1

11:14 ჩაჭრა: 1 (არენასს ჩაუჭრა)

10:43 მოხსნა: შეტ-1, დაც-0

10:42 პასი: 1 (კროუფორდი 3ქ, 26:20)

08:10 მოხსნა: შეტ-1, დაც-1

05:15 ორქულიანი: არაზუსტი

04:54 მოხსნა: შეტ-1, დაც-2

04:27 ფოლი: 2

04:24 კოლინზმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

06:28 ზაზამ კოლინზი შეცვალა

05:40 მოხსნა: შეტ-1, დაც-3

04:02 საჯარიმოები: 2/1 (1ქ, 51:49)

03:37 შეცდომა: 1

02:46 ფოლი: 3

02:35 პასი: 2 (კროუფორდი 2ქ, 56:51)

IV პერიოდი

10:22 მოხსნა: შეტ-1, დაც-4

08:30 ფოლი: 4

05:12 ფოლი: 5

05:12 ჰაინრიხმა ზაზა შეცვალა

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე

17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში

[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა