ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მეორე წრე იწყება - ისევ ის წყვილები თამაშობენ, რომელთაც მესამე ტურში ითამაშეს, ოღონდ მოედნებს გაცვლიან. შესაძლოა, პლეი- ოფის პირველი მონაწილეების ვინაობაც შევიტყოთ...

"ატლეტიკო" მადრიდში "დორტმუნდს" დაუხვდება და შური აქვს საძიებელი 0:4-ისთვის. მადრიდულმა კლუბმა ისტორიაში მეორედ წააგო ამ ანგარიშით ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო დიეგო სიმეონეს 391-მატჩიან კარიერაში მადრიდელთა თავკაცის პოსტზე ეს პირველი 4-ბურთიანი მარცხი იყო. მართალია, "ატლეტიკოს" კარგი დროება არ უდგას, რაც "ლეგანესთან" მადრიდულ დერბიშიც გამოჩნდა, მაგრამ დორტმუნდელთათვის გაბრაზებული "ატლეტიკო" ერთიორად საშიშია. როგორც უკვე ვთქვით, 4 ბურთით სიმეონეს გუნდმა პირველად წააგო, მაგრამ 2016/17 წლების სეზონში "რეალმა" ორჯერ 3:0 მოუგო "ატლეტიკოს", რაზეც სიმეონეს გუნდმა სამი მოგებითა და ერთი ფრით უპასუხა. ერთხელ "ვილიარეალმა" აჯობა "ატლეტიკოს" 3:0, რასაც სიმეონეს გუნდის ზედიზედ 4 გამარჯვება მოჰყვა "ყვითელ წყალქვეშა ნავზე". ასე რომ, სიმეონეს "ატლეტიკო" წყენას იოლად არ ივიწყებს.

ტიერი ანრის ევროთასებზე "მონაკოს" მწვრთნელის რანგში დებიუტი აქვს "ლუი მეორეზე". ყველა შორეულ 1997 წელს იხსენებს, როცა მოთამაშე ტიერი ანრის ჰქონდა საშინაო დებიუტი ლიგაზე. მაშინ მისმა "მონაკომ" "ლევერკუზენს" 4:0 მოუგო, ხოლო ანრიმ 2 გოლი გაიტანა. ფრანგებს ესღა აძლევთ იმედს. ისე კი, "მონაკო" საშინელ ფორმაშია და მას არც ანრის მისვლამ უშველა - ლიგა 1-ის მორიგ ტურში "მონაკო" უსახელოდ დამარცხდა და გასავარდნ ზონაშია.

ოთხეულის შანსი

მეოთხე ტურშივე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზურის მოპოვება რამდენიმე გუნდს შეუძლია. ესენია: "დორტმუნდი", "ატლეტიკო", "ბარსელონა", "ინტერი", "აიაქსი", "ბაიერნი", "მანჩესტერ სიტი" და "იუვენტუსი". ამ 8 გუნდიდან 4 დღეს თამაშობს. თანაც, ისინი ერთმანეთს ეთამაშებიან - "ატლეტიკო" "დორტმუნდს" დაუხვდება, ხოლო "ინტერი" "ბარსელონას" მასპინძლობს.

მაშ ასე, "დორტმუნდი" მადრიდში მოგებით პლეი-ოფში გადის. ამ თამაშს თუ "ატლეტიკო" მოიგებს, ის პლეი-ოფის საგზურს გაინაღდებს, თუკი ჯგუფის მეორე შეხვედრა ფრედ დასრულდება. "დორტმუნდს" მოგება არა მარტო საგზურს, არამედ გარანტირებულ პირველ ადგილს მოუტანს.

"დორტმუნდის" მსგავსად, "ბარსას" "სან სიროზე" მოგება პირველ ადგილსა და პლეი-ოფის საგზურს მოუტანს. "ინტერი" მოგებითა და ჯგუფის მეორე მატჩში დაფიქსირებული ფრის წყალობით გავა პლეი-ოფში. ვნახოთ, რომელი კლუბი მოიპოვებს პირველი გაზაფხულის საგზურს ჩემპიონთა ლიგაზე.

A ჯგუფი

მონაკო-ბრიუგე 21:55

სავარაუდო შემადგენლობები

მონაკო (4-5-1): ბენალიო - ტურე, გლიკი, ჟემერსონი, ჰენრიხსი - გოლოვინი, აიტ-ბენასერი, დიოპი, ტილემანსი, შადლი - ფალკაო

ბრიუგე (3-5-2): ჰორვატი - დენსვილი, მიშელი, პულენი - მატა, ნაკამბა, ვანაკენი, ვორმერი, ვლიეტინკი - ვესლი, შრივერსი

ატლეტიკო-დორტმუნდი 23:59

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, ფილიპე ლუიში - ლემარი, როდრი, საულ ნიგესი, ა. კორეა - გრიზმანი, მარტინში

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - პიშჩეკი, აკანჯი, ზაგადუ, გერეირო - ვიტსელი, დელეინი - პულიშიჩი, რეუსი, სანჩო - პაკო ალკასერი

B ჯგუფი

ინტერი-ბარსელონა 23:59

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - ვრსალკო, შკრინიარი, დე ვრეი, ასამოა - ბროზოვიჩი, ვესინო - პოლიტანო, ნაინგოლანი, პერიშიჩი - იკარდი

ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლონგლე, ალბა - ვიდალი, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური - მესი (კოუტინიო), ლ. სუარესი

ტოტენჰემი-პსვ 23:59

სავარაუდო შემადგენლობები

ტოტენჰემი (4-2-3-1): ვორმი - ორიე, სანჩესი, ალდერვეირელდი, დევისი - დემბელე, ვინკსი - სონი, ერიკსენი, ალი - კეინი

პსვ (4-3-3): ზოეტი - ანხელინიო, ვიერხევერი, შვააბი, დუმფრისი - ჰენდრიქსი, პერეირო, როსარიო - ბერგვეინი, დე იონგი, ლოსანო

C ჯგუფი

ცრ.ზვეზდა-ლივერპული 21:55

სავარაუდო შემადგენლობები

ცრვენა ზვეზდა (4-4-1-1): ბორიანი - სტოიკოვიჩი, დეგენეკი, სავიჩი, როდიჩი - ებესილიო, იოვიჩიჩი, ბენი, კრსტიჩიჩი - მარინი - პავკოვი

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი - ფაბინიო, მილნერი, ვეინალდუმი - სალაჰი, ფირმინო, მანე

ნაპოლი-პსჟ 23:59

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (4-4-2): ოსპინა - მაქსიმოვიჩი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი - კალეხონი, ალანი, ჰამშიკი, რუისი - მერტენსი, ინსინიე

პსჟ (3-4-3): ბუფონი - მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კიმპემბე - მონიე, დრაქსლერი, ვერატი, ბერნატი - ნეიმარი, კავანი, მბაპე

D ჯგუფი

შალკე-გალათასარაი 23:59

სავარაუდო შემადგენლობები

შალკე (3-5-2): ნიუბელი - სტამბული, სანე, ნასტასიჩი - კალიჯური, რუდი, შიოპფი, სერდარი, ჰარიტი - ემბოლო, უთი

გალათასარაი (4-2-3-1): მუსლერა - მარიანო, ოზანი, სერდარ აზიზი, ლინესი - ნდიაიე, დონკი - ფეგული, ბელჰანდა, როდრიგეში - ონიეკურუ

პორტუ-ლოკომოტივი 23:59

სავარაუდო შემადგენლობები

პორტუ:(4-3-3): კასილიასი - მაქსი, ფელიპე, მილიტაო, ალექს ტელიესი - დანილო, ოლივერი, ოტავიო - კორონა, ბრაჰიმი, მარეგა

ლოკომოტივი (4-5-1):გილერმე - იგნატიევი, ჩორლუკა, კრიხოვიაკი, ჰიოვედესი - დენისოვი, ბარინოვი, ფერნანდეში, ან. მირანჩუკი, ალ. მირანჩუკი - ფარფანი

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
"ვინისიუსი პროვოკატორია - ესაა დეგრადაციის დონე" - ყოფილი მსაჯი პრესტიანის დასჯის გამო აღშფოთებულია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] 7 გოლი, გაძევება და ქამბექი - "გალათასარაიმ" სპალეტის "იუვენტუსი" გაანადგურა
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება და მთავარი ინტერესი კვარაცხელიას მიმართ
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტი დაასახელა
"გაგვიმართლა. მეორე მატჩში უნდა შევუტიოთ" - "ბოდო გლიმტის" მწვრთნელის კომენტარი "ინტერთან" გამარჯვების შემდეგ