მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს U17 საპრიზო ადგილებს მიღმა დარჩა, ნაკრები გუნდი სამშობლოში ჯილდოს გარეშე არ ბრუნდება
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დასრულდა ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი – "პრეზიდენტის თასი", სადაც საქართველოს 17–წლამდე ნაკრები გუნდიც გამოდიოდა.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირზე მე–5 ადგილი დაიკავა. დღევანდელ შეხვედრაში, სადაც მე–5 და მე–6 ადგილოსნების ბედი ირკვეოდა, საქართველოს ნაკრებმა ირანის გუნდს 3:2 სძლია. ჩვენებურთაგან გოლები ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა (17 პენ), ნიკოლოზ ახვლედიანმა (24) და ნიკა ჭანტურიამ (36) გაიტანეს.

ქართველმა 17–წლამდელებმა "პრეზიდენტის თასზე" სულ ოთხი შეხვედრა გამართეს: სომხეთის ნაკრებს 5:3 მოუგეს; მომდევნო ორ შეხვედრაში კი, ჯერ 1:2 დამარცხდნენ თურქებთან, შემდეგ კი, 0:1 დათმეს უკრაინელებთან. ირანის ნაკრებთან დაპირისპირებაზე კი, უკვე მოგახსენეთ.

ტურნირის გამარჯვებული აზერბაიჯანის 17–წლამდე ნაკრები გახდა, რომელმაც პენალტების სერიაში უკრაინა დაამარცხა. მესამე ადგილზე კი, თურქეთის ნაკრები გავიდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძელთა გუნდს აჯობა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს U17 საპრიზო ადგილებს მიღმა დარჩა, ნაკრები გუნდი სამშობლოში ჯილდოს გარეშე არ ბრუნდება. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი – ნიკოლოზ ახვლედიანი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ეს საერთაშორისო აღიარება ნიკა ახვლედიანისთვის პირველი არ არის. მარტში, თურქეთში გამართულ "კუშადასის თასის" გათამაშებაზე, ახვლედიანი ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველი გახდა.

საქართველოს 17–წლამდე ნაკრები გუნდი თბილისში 1 მაისს, საღამოს დაბრუნდება.

gff.ge

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა