15-წლამდელები (მთ. მწვრთნელი ნოდარ აკობია) 1997 წელს დაბადებულთა შორის ტურნირის ჩემპიონები გახდნენ
საქართველოს 14 და 15-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებებმა წარმატებულად დაასრულეს საერთაშორისო ტურნირი "ლენარტ იუჰანსონის თასი 2011", რომელიც სტოკჰოლმში, "უეფას" ყოფილი პრეზიდენტის - ლენარტ იუჰანსონის აკადემიაში 29 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით გაიმართა.

15-წლამდელები (მთ. მწვრთნელი ნოდარ აკობია) 1997 წელს დაბადებულთა შორის ტურნირის ჩემპიონები გახდნენ, ფინალში მათ ტურინის "იუვენტუსის" თანატოლები 1:0 დაამარცხეს, 14-წლამდელებმა (მთ. მწვრთნელი გოჩა ტყებუჩავა) კი მე-3 ადგილი მოიპოვეს და ბრინჯაოს მედლებისათვის შეხვედრაში ამსტერდამის "აიაქსი" 6:0 გაანადგურეს.

ტურნირი ორივე ასაკობრივ კატეგორიაში ჯგუფური ეტაპიდან დაიწყო. 15-წლამდელებმა ჯგუფში ავსტრიის "გრაცთან" 0:1 მარცხის შემდეგ, ფინური "ჰონკა" 4:0 და ამსტერდამის "აიაქსი" 3:1 დაამარცხეს და ნახევარფინალში პირველი ადგილიდან გავიდნენ. ნახევარფინალში ნოდარ აკობიას გუნდმა ბერძნული "აიკი" 2:0 დაამარცხა, ფინალში კი "იუვენტუსს" 1:0 სძლია.

დაჯილდოების ცერემონიალზე ქართველ ფეხბურთელებს მთავარი პრიზი თავად ლენარტ იუჰანსონმა გადასცა.

14-წლამდელებმა ქვეჯგუფში ფინური "ჰელსინკი" 5:1 და დანიური "ლინგბუ" 1:0 დაამარცხეს, ტურნირის აშკარა ფავორიტ და მომავალ ჩემპიონ "მილანთან" კი 1:7 წააგეს და ქვეჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავეს. ნახევარფინალში 14-წლამდელებს ბერძნულ "პაოკთან" მოეცრათ ხელი 0:1, მე-3 ადგლისათვის შეხვედრაში კი "აიაქსთან" 6:0 იმარჯვეს.

"აიაქსის" კარში პირველი გოლი ლუკა ვარძელაშვილმა (რომელმაც ტურნირზე ჯამში 3 გოლი გაიტანა) თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა, ჰეთ-თრიკი შეასრულა ირაკლი ბუღრიძემ, თითოჯერ კი თავი დავით მოსულიშვილმა და რატი არდაზიშვილმა გამოიჩინეს.

msy.gov.ge

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა