ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ორი სენსაცია

ორი სენსაცია

ჰოკეი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ექსპერტებს გერმანიის რუსეთზე გამარჯვება დამსახურებულად მიაჩნიათ
სანახაობრივი თვალსაზრისით პირველ ტურში გამორჩეული შეხვედრა გაიმართა კანადისა და ბელარუსის ნაკრებებს შორის. ბევრი სხვა მატჩისგან განსხვავებით, ამ თამაშმა ერთი ამოსუნთქვით ჩაიარა. 60 წუთის განმავლობაში გუნდები შეტევითი ჰოკეის ჩვენებას ცდილობდნენ. ბუნებრივია, უპირატესობა კანადელების მხარეს იყო, თუმცა ანგარიშის გათანაბრების (1:1) შემდეგ კენ ჰიჩკოკის გუნდი ოდნავ ანერვიულდა, მაგრამ სკინერმა ნათლად დაანახა ევროპულ პუბლიკას, რომ შემთხვევით არ ითვლება "კოლდერ ტროფის" (სეზონის საუკეთესო დებიუტანტი) მთავარ კანდიდატად.

იმის მიუხედავად, რომ კანადელებმა სოლიდური სხვაობით მოიგეს, ბელარუსები მთელ რიგ ეპიზოდებში სჯობდნენ მეტოქეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია NHL-ის ლეგიონერის მიხაილ გრაბოვსკის კარგი თამაში. ის ზედიზედ უგებდა ორთაბრძოლებს "ტორონტოში" თავის თანაგუნდელ დიონ ფანოფს, ოღონდ ბელარუსელთა კაპიტანს შეტევების დასკვნით ფაზაში არ უმართლებდა. ასევე უნდა აღვნიშნოთ "ტორონტოში" გრაბოვსკის კიდევ ერთი თანაგუნდელის, კანადელთა მეკარის ჯეიმს რეიმერის დამაჯერებელი თამაში.

ასევე ხარისხიანი და თან დაძაბული გამოვიდა ჩეხეთისა და ლატვიის მატჩი. ბალტიისპირელებმა ტრადიციულად ანერვიულეს ჩეხი გულშემატკივრები. ისინი ორჯერ გავიდნენ წინ, მაგრამ ლატვიელთა მეკარის სუსტმა თამაშმა მოქმედ ჩემპიონს ორჯერ მისცა ანგარიშის გათანაბრების საშუალება. ხოლო მესამე პერიოდში ჰავლატმა გამარჯვების შაიბა გაიტანა, თუმცა ლატვიას აქაც ჰქონდა თუნდაც ქულის აღების ყველანაირი შანსი.

სენსაციები

ტურნირზე ფავორიტების პირველი მატჩები რთულად წარიმართა. მაგალითად, კანადელებმა, ჩეხებმა და სლოვაკებმა გამარჯვების მიუხედავად, სერიოზულად ანერვიულეს თავიანთი გულშემატკივრები. შვეიცარიელებმა კი საერთოდ მხოლოდ ოვერტაიმში მოუგეს საფრანგეთს.

იყო ორი ხმაურიანი სენსაციაც. გახსნის მატჩში რუსეთის ნაკრებმა წააგო უვე კრუპის გერმანიასთან. ფავორიტის შემადგენლობაში არ იგრძნობოდა რგოლებს შორის შეთამაშება, განწყობაც არ იყო საბრძოლო. შესაბამისად, რუსების შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მოთამაშის - მეკარე ევგენი ნაბოკოვის გამოყოფა შეიძლება.

გერმანელთა რიგებში კი ყველა ჰოკეისტმა კარგად ითამაშა. რანკელი მთელი მატჩი აწიოკებდა რუსების დაცვას, ენდრაში კარში გაუვალი იყო, გრაილინგერმა და რაიმერმა კი კარგად გამოიყენეს თავიანთი მომენტები. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ გერმანიამ ორჯერ ძელს გაარტყა შაიბა. ასე რომ, ამ გუნდის გამარჯვება სენსაცია კი მონათლეს, მაგრამ მეორეს მხრივ, ამ შედეგს შეიძლება სავსებით კანონზომიერი ვუწოდოთ.

მეორე სენსაცია კოშიცეში მოხდა, სადაც ნორვეგიამ მოულოდნელად შვედეთი ბულიტების სერიაში დაამარცხა. თუმცა "ვიკინგებმა" გერმანელებისგან განსხვავებით, შემთხვევით მოიგეს. "ტრე კრუნურის" წაგება მთლიანად მეკარის - ერიკ ერსბერგის სინდისზეა. შვედების გოლკიპერმა 19 დარტყმიდან ოთხი გაუშვა, შემდეგ კი ბულიტების სერიაში ვერც ერთი დუელი ვერ მოიგო. მოკლედ, ფავორიტის კარში ყველა დარტყმული შევარდა, არადა, თამაშით შვედეთს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა.

ტურის სამი ვარსკვლავი

მესამე ვარსკვლავი - კრისტობალ იუე (საფრანგეთი). როცა გაირკვა, რომ საფრანგეთის ნაკრები სლოვაკეთის ნაცვლად პოლონეთში ჩაფრინდა და შემდეგ დანიშნულების ადგილას ავტობუსით ჩააღწია, ყველამ გაიფიქრა, რომ "მამლები" ტურნირზე ტურისტებად ჩავიდნენ. მაგრამ ასეთმა ირონიამ მხოლოდ გააბრაზა ეს გუნდი. შვეიცარიასთან მატჩში მათ არა მხოლოდ მეტოქე, არამედ ყველა გულშემატკივარი და ექსპერტი გააკვირვეს. ღირსეული წინააღმდეგობის გარდა, ფრანგებმა ქულათა მარაგიც შეავსეს - თამაში მხოლოდ ოვერტაიმში წააგეს. აუთსაიდერი ასეთ შედეგს ვერ მიაღწევდა, მის კარში კრისტობალ იუე რომ არ მდგარიყო. მართალია, ეს გოლკიპერი ფრანგია, მაგრამ მისი ოსტატობა მთელს მსოფლიოშია ცნობილი. იუეს წესით ეს სეზონი NHL-ში უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ თავისივე დიდი კონტარქტის "მძევალი" გახდა, ამიტომაც "ჩიკაგომ" ის იჯარით შვეიცარიის "ფრიბურგში" გაუშვა. და, როგორც ჩანს, ამ დროის განმავლობაში ფრანგმა კარგად შეისწავლა შვეიცარიელი ფორვარდების თამაშის მანერა. აღნიშნულ შეხვედრაში მან 34 დარტყმა მოიგერია.

მეორე ვარსკვლავი - ჯორდან ებერლე (კანადა). წინა ხაზის მოთამაშეებს შორის პირველ ტურში ყველაზე შთამბეჭდავი თამაში სწორედ ებერლემ აჩვენა. ამ კანადელმა თავდამსხმელმა უბრალოდ ააწიოკა ბელარუსელთა დაცვა და ორი შაიბა გაიტანა. საერთოდ, ებერლეს, სპეცასა და ევანდერ კეინის სამეულმა ძალიან ნაყოფიერად ითამაშა, ისევე როგორც სკინერისა და ტავარესის წყვილმა. რთული დასათვლელია რამდენიმე ეფექტური კომბინაცია გაითამაშეს ამ ჰოკეისტებმა.

პირველი ვარსკვლავი - დენის ენდრაში (გერმანია). ამ მეკარეს რუსეთის წინააღმდეგ ეფექტური "სეივები" არ ჰქონია, მაგრამ მისი დამაჯერებელი თამაში მთელს გუნდს გადაედო და ეს განწყობა უვე კრუპის შეგირდებმა მთელი 60 წუთის განმავლობაში შეინარჩუნეს. რუსებს დამატებაზე თამაშის შანსი არ ჰქონიათ, რაშიც გერმანელი მცველების გარდა ენდრაშის დიდი დამსახურებაცაა - ის ან აფიქსირებდა შაიბას ან გვერდით იგერიებდა მას. სხვათა შორის, შარშანდელ ჩემპიონატზე ენდრაში ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს და ახლა მან პირველი ნაბიჯი გადადგა ზედიზედ მეორე ინდივიდუალური პრიზისკენ.

A ჯგუფი

გერმანია-რუსეთი 2:0

0:0, 1:0, 1:0

გოლები: 1:0 გრაილინგერი-1 (ბრაუნი-1), 2:0 რაიმერი-1.

სლოვაკეთი-სლოვენია 3:1

0:0, 1:1, 2:0

გოლები: 0:1 კრანიჩი-1 (კუჟნიკი-1, რაჟინგარი-1), 1:1 შატანი-1 (სუროვი-1), 2:1 მარსელ ჰოსა-1 (პოდრადსკი-1, ზედნიკი-1), 3:1 ბარტეჩკო-1.

B ჯგუფი

შვეიცარია-საფრანგეთი 1:0 (ო)

0:0, 0:0, 0:0, 1:0

გოლი: ვოკლერი-1 (რუტემანი-1).

ბელარუსი-კანადა 1:4

1:1 , 0:1 , 0:2

გოლები: 0:1 ებერლე-1 (ე. კეინი-1, სკალზო-1), 1:1 სტეპანოვი-1 (კულაკოვი-1, კიტაროვი-1), 1:2 სკინერი-1 (ტავარესი-1), 1:3 ტავარესი-1 (სკინერი-1, შენი-1), 1:4 ებერლე-2 (ფანოფი-1, სკალზო-2).

C ჯგუფი

აშშ-ავსტრია 5:1

2:0, 1:1, 2:0

გოლები: 1:0 კრეიდერი-1 (ფეინი-1, სტეპანი-1), 2:0 ველერი-1 (სტეპანი-2), 2:1 პევალი-1 (ტ. რაფლი-1, მ. რაფლი-1), 3:1 ი. შჩასტნი-1 (უილსონი-1, ფაულერი-1), 4:1 შატენკირკი-1 (პალმიერი-1, შენონი-1).

ნორვეგია-შვედეთი 5:4 (ბ)

1:3, 2:0, 1:1, 0:0

გოლები: 0:1 ლ. ერიქსონი-1 (რ. ნილსონი-1), 1:1 როიმარკი-1 (ჰანსენი-1, ასკი-1), 1:2 ბერგლუნდი-1 (ტორნბერგი-1), 1:3 ბერგლუნდი-2 (პეტრაშეკი-1, პააიარვი-1), 2:3 ასკი-1 (ოლიმბი-1), 3:3 ჰოლტეტი-1 (ბასტიანსენი-1, სკროდერი-1), 3:4 ლ. ერიქსონი-2 (რ. ნილსონი-2), 4:4 ბასტიანსენი-1 (ოლიმბი-2, სპეტსი-1).

D ჯგუფი

ფინეთი-დანია 5:1

0:0, 2:0, 3:1

გოლები: 1:0 იმონენი-1 (ვალივაარა-1), 2:0 აალტონენი-1 (მ. კოივუ-1, ლეპისტო-1), 3:0 პილსტრიომი-1 (პიორალა-1, ნოკელაინენი-1), 3:1 ჰარდტი-1 (იაკობსენი-1, გრინი-1), 4:1 გრანლუნდი-1 (პუისტოლა-1, ნისკალა-1), 5:1 ტ. რუუტუ-1 (აალტონენი-1).

ჩეხეთი-ლატვია 4:2

1:1, 1:1, 2:0

გოლი: 0:1 დარძინსი-1 (რედლიჰსი-1, სოტნიესკი-1), 1:1 როლინეკი-1 (ვორაჩეკი-1, სკოულა-1), 1:2 ბუკარტსი-1 (ბერძინსი-1, მეია-1), 2:2 ელიაში-1 (ჰავლატი-1, მ. მიხალეკი-1), 3:2 ჰავლატი-1 (ელიაში-1), 4:2 ჩერვენკა-1.

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა

დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს

ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ

ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება

ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს