ჰოკეი. NHL. პლეი ოფი. 1/4 ფინალი
პლეი ოფის მეოთხედფინალში კიდევ სამ სერიაში დაიწყეს გუნდებმა ურთიერთობის გარკვევა. აღმოსავლეთში ორივე ფავორიტმა წააგო, დასავლეთში "სან ხოსემ" უმნიშვნელოვანეს მატჩში აჯობა "დეტროიტს", "ვანკუვერმა" და "ნეშვილმა" კი უკვე მეორე თამაშის ჩატარება მოასწრეს

აღმოსავლეთი

ვაშინგტონი-ტამპა ბეი 2:4

1:1, 1:2, 0:1

გოლები: 0:1 ბერგენჰაიმი-4 (დაუნი-7, ლუნდინი-2), 1:1 სიომინი-4 (შტურმი-2), 2:1 ფერი-1 (ჩიმერა-1, მ. იოჰანსონი-3), 2:2 დაუნი-2 (ლეკავალიე-5, პურსელი-5), 2:3 სტემკოსი-3 (ბრიუერი-5, ლეკავალიე-6), 2:4 მური-2 (ა. ჰოლი-2, ჰედმანი-2).

სერია: 0-1

"ტამპა ბეიმ" წინა სერიაში "პიტსბურგის" დამარცხებით დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მეტოქის გამწარება შეუძლია. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა აღმოსავლეთის საუკეთესო გუნდთან - "ვაშინგტონთან" სერიის პირველ შეხვედრაში.

ბრწყინვალედ გამოიყურება ბოლო მატჩებში შონ ბერგენჰაიმი, რომელმაც "პიტსბურგთან" მეშვიდე მატჩში გაიტანა გამარჯვების გოლი, ახლა კი "კეპიტალზთან" სერიის დებიუტშივე აიღო ნოივირტის კარი. მასპინძლები არ დაიბნენ და მალე ინციატივა მათ ხელში გადავიდა. რუსმა ალექსანდრ სიომინმა ანგარიში გაათანაბრა, მეორე პერიოდის სტარტზე კი ერიკ ფერმა ფავორიტი წინ გაყვანა.

მაგრამ "ვაშინგტონის" სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. ამოქმედდნენ მატჩის საუკეთესო მოთამაშე სტივ დაუნი (1+1) და სტივენ სტემკოსი - მათ ორჯერ მოიგეს ნოივირტის კარის სიახლოვეს დუელი და ზედიზედ ორი გოლი გაიტანეს, რამაც თამაში სურათი თავდაყირა დააყენა.

"ვაშინგტონი" ამ შოკიდან მატჩის ბოლომდე ვეღარ გამოვიდა. ბოლო პერიოდში დიდი ბრძოლა იყო, მაგრამ გი ბუშეს შეგირდებმა გაუძლეს მასპინძლების შეტევებს, სირენამდე 40 წამით ადრე კი დომინიკ მურმა ცარიელ კარში გაიტანა და პირველ მატჩში ყველაფერი ცხადი გახდა.

"ტამპა ბეი" დაწინაურდა სერიაში და საკუთარი მოედნის უპირატესობა მოიპოვა, "კეპიტალზი" კი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა - პირველივე შეხვედრის შინ წაგება კარგი ნიშანი ნამდვილად არ არის.

ფილადელფია-ბოსტონი 3:7

1:2, 1:3, 1:2

გოლები: 0:1 კრეისი-2 (ჰორტონი-1, საიდენბერგი-3), 1:1 ბრიერი-7 (ქობურნი-2, ლეინო-2), 1:2 ჰორტონი-4 (კრეისი-1, საიდენბერგი-4), 1:3 რეკი-2 (პ. ბერჟერონი-6, მარშანი-5), 1:4 კრეისი-3 (მაკუეიდი-3), 1:5 მარშანი-2 (პ. ბერჟერონი-7, ფერენსი-4), 2:5 ვან რიმსდიკი-5 (ო'დონელი-2, ჟირუ-9), 3:5 მ. რიჩარდსი-1 (ტიმონენი-4, ჟირუ-10), 3:6 მარშანი-3 (პ. ბერჟერონი-8), 3:7 გ. კემპბელი-1 (კრეისი-2, პეი-1).

სერია: 0-1

"ბოსტონს" "ფილადელფიასთან" პირადი ანგარიში აქვს გასასწორებელი და სერიის პირველივე მატჩიდან დაიწყო შურისძიება. ალბათ, გახსოვთ ამ გუნდების შარშანდელი სერია, როცა "ბრუინზი" 3:0 იყო დაწინაურებული სერიაში და მოახერხა ზედიზედ ოთხი მატჩის წაგება.

შეხვედრა უხვგოლიანი გამოვიდა, რაც დაცვის უხეში შეცდომებით იყო გამოწვეული. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ფილადელფიელებმა, გარდა ამისა, ბრაიან ბუშემ გაუშვა რამდენიმე არააუცილებელი შაიბა, რითაც კიდევ ერთხელ დავინახეთ "ფლაიერზში" მეკარის პრობლემა.

"დათვები" უფრო დამაჯერებლად და ორგანიზებულად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ძირითადად მეტოქის შეცდომებზე თამაშობდა. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ბოსტონის" პირველი სამეულის წევრმა კრეისიმ, ვინც ოთხ საგოლე (2+2) კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა. სხვათა შორის, შარშანდელ სერიაში კრეისიმ ბოლო ოთხი მატჩი გამოტოვა - სწორედ ის თამაშები, რომლებშიც "ბრუინზმა" წააგო.

დასავლეთი

სან ხოსე-დეტროიტი 2:1 (ო)

0:1, 0:0, 1:0, 1:0

გოლები: 0:1 ლიდსტრიომი-1 (დაციუკი-5), 1:1 პაველსკი-4 (ჯ. ტორნტონი-4, დ. ბოილი-4), 2:1 ფერეირო-1 (კუტური-4, დ. ბოილი-5).

სერია: 1-0

ამ სერიაში ფავორიტი უბრალოდ არ არსებობს და პრინციპში ნებისმიერი შედეგი კანონზომიერად ჩაითვლებოდა. "სან ხოსე" სერიას შინ გადაჭედილი ტრიბუნების ქვეშ იწყებდა და ეს ერთგვარი ზეწოლა იყო "ზვიგენებზე". "შარქსმა" გაუძლო ამ მძიმე გამოცდას და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

არადა, მაკლელანის შეგირდებს თავიდანვე მდევრის როლში ყოფნა მოუწიათ - სტუმრების კაპიტანმა ნიკლას ლიდსტრიომმა მეათე წუთზე შორი მანძილიდან გაუტანა ანტი ნიემის. "სან ხოსეს" სიტუაციის გამოსწორებისთვის დრო თავსაყრელი ჰქონდა, მაგრამ "დეტროიტმა" პირველი სერიოზული შეცდომა მხოლოდ მესამე პერიოდში დაუშვა. ტოდ ბერტუცის გაძევებამ ამერიკელი ჯო პაველსკის გოლი გამოიწვია. ოვერტაიმს წინ აღარაფერი ედგა.

დამატებით დროში "დეტროიტს" ისევ მოუწია რიცხობრივ უმცირესობაში თამაში (გუნდი დააღალატა აბდელკადერმა). ამჯერად სტუმრებმა მოიგერიეს შტურმი და მოდუნდნენ. შედეგად ბენ ფერეიროს აქტიურობა გამოეპარათ და ამ უკანასკნელმა გამარჯვება მოუტანა "ზვიგენებს". ამ ჰოკეისტზე ცალკე უნდა ვთქვათ. ის იუბილარი იყო - მატჩის დღეს 24 წელი შეუსრულდა, პირველად ითამაშა პლეი ოფის მატჩში და პირველი მოთამაშე გახდა ისტორიაში, ვინც სადებიუტო შეხვედრის ოვერტაიმში გამარჯვების შაიბა გაიტანა. არადა, ფერეირომ მოედანზე ჯამში მხოლოდ 5 წუთი და 33 წამი დაჰყო.

ვანკუვერი-ნეშვილი 1:2 (2ო)

0:0, 1:0, 0:1, 0:0, 0:1

გოლები: 1:0 ბაროუზი-4 (კესლერი-5), 1:1 რ. სატერი-1 (ერატი-3, ჯ. უორდი-3), 1:2 ჰალიშჩუკი-2 (სპალინგი-3, რ. სატერი-4).

სერია: 1-1

ძალიან მძიმედ მიმდინარეობს ეს პლეი ოფი რეგულარული ჩემპიონატის ლიდერ "ვანკუვერისთვის". სანამ ძმები სედინების წყვილი შედეგიანად თამაშობდა, "კენაქსი" კარგ შედეგს აღწევდა. პირველ სამ მატჩში შვედურმა წყვილმა ცხრა ქულა მოიპოვა, მაგრამ ბოლო ექვს მატჩში (ორი მოგება და ოთხი წაგება, შაიბების სხვაობა - 9:19) დანიელმა ორი გოლი გაიტანა, ჰენრიკის მონაგარი კი ერთი პასი იყო. თავისი ვარსკვლავების ასეთი შედეგიანობით "ვანკუვერს" გაუჭირდება წინსვლა. მთელი იმედი მეკარე ლუონგზეა, რომელმაც "ჩიკაგოსთან" კოშმარული მატჩების შემდეგ ფორმა აკრიფა.

ეს მატჩიც შეიძლება ისეთივე ანგარიშით დასრულებულიყო, როგორც პირველი, მაგრამ კანადურ კლუბს ზუსტად 67 წამი არ ეყო 1:0-ის შესანარჩუნებლად. რაიან სატერმა საპასუხო გოლი გაიტანა და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა. იქ "ნეშვილის" მთავარმა გმირმა, მეკარე პეკა რინემ ერთი სასწაული შაიბა მოიგერია, მეორე ოვერტაიმში მეტ ჰალიშჩუკმა სტუმრების კონტრშეტევა გოლით დაასრულა და "ნეშვილმა" სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

იაგრს NHL-ში აბრუნებენ

30 აპრილს ამოიწურა ლეგენდარული ჩეხი ფორვარდის იარომირ იაგრის კონტრაქტი რუსულ კლუბ "ავანგარდთან". იმის გათვალისწინებით, რომ თავდამსხმელი არ აპირებს დიდი სპორტის მიტოვებას, ყველას აინტერესებს სად გააგრძელებს კარიერას ვეტერანი ვარსკვლავი. ბოლო დროს გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იაგრის სამსახურით NHL-ის კლუბი "მონრეალ კანადიენსია" დაინტერესებული.

"ბევრი წინადადება მაქვს - "ავანგარდიდან", სხვა რუსული კლუბებიდან, ჰოკეის ეროვნული ლიგიდან... ვფიქრობ, ჯერ კიდევ შემიძლია უმაღლეს დონეზე თამაში. სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მივიღებ", - განაცხადა იაგრმა, რომელიც სლოვაკეთში პლანეტის პირველობაზე გამოდის. პირველ მატჩში ლატვიის წინააღმდეგ იარომირმა ქულა ვერ შესძინა თავის გუნდს.

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება