თანამემამულე მეტოქის ფეხის ტრავმის გამო ნოვაკ ჯოკოვიჩმა მიმდინარე სეზონის ზედიზედ 29-ე გამარჯვება უბრძოლველად იზეიმა
ქალებისგან განსხვავებით, კაცები შაბათს მხოლოდ ნახევარფინალში არკვევდნენ ურთიერთობას. ეშტორილში მონაწილეები უამინდობამ გააწამა. მაგალითად, ხუან მარტინ დელ პოტროსა და პაბლო კუევასის ნახევარიფნალი წვიმის გამო რამდენჯერმე შეწყდა, თუმცა ამ პაუზებს მატჩის მსვლელობაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.

არგენტინელმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი ძალიან დამაჯერებლად მოიგო. მეორე პარტიაში ურუგვაელმა, რომელსაც მთელი მატჩის განმავლობაში ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია, მოულოდნელად რვა ბრეიკ-პოინტი მოიგერია და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, მაგრამ იქ ბოლო რვა გათამაშებიდან ექვსი წააგო და ფინალში დელ პოტრო გაუშვა.

მეორე ფინალისტი გახდა ფერნანდო ვერდასკო, რომელიც, როგორც ჩანს, ნელ-ნელა გამოდის კრიზისიდან. ესპანელს მხოლოდ ერთი სეტის ჩატარება მოუწია კანადელი მილოშ რაონიჩის წინააღმდეგ. პირველი პარტიის წაგების შემდეგ ჩრდილოამერიკელმა ტრავმის გამო შეხვედრის გაგრძელებაზე უარი თქვა.

ბელგრადში დიდ ინტერესს იწვევდა სერბული ნახევარფინალი ნოვაკ ჯოკოვიჩსა და იანკო ტიპსარევიჩს შორის, მაგრამ ეს უკანასკნელი კორტზე საერთოდ ვერ გავიდა, რისი მიზეზიც მარცხენა ფეხის ტრავმა იყო. ასე მოიგო "ჯოკერმა" მიმდინარე სეზონში ზედიზედ 29-ე (!) შეხვედრა.

მეორე ნახევარფინალში ფელისიანო ლოპესმა ფილიპო ვოლანდრი დაამარცხა და ახლა ესპანელი ფინალში ჯოკოვიჩს შეხვდება. ამ შეხვედრაში იტალიელმა 11 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ ორი გამოიყენა, ამასთან, ვერ მოიგერია ოთხიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი. ასეთი თამაშით ვოლანდრის წარმატების იმედი არ უნდა ჰქონოდა.

მიუნხენში ფავორიტის სტატუსს ადასტურებს მასპინძელი ფლორიან მაიერი. გერმანულ დერბიში მან ფილიპ პეტცშნერი დაამარცხა. საინტერესოა, რომ აქამდე მაიერმა სამჯერ ითამაშა მიუნხენის ტურნირში და არც ერთი მატჩი არ ჰქონდა მოგებული, მაგრამ წელს მას მასპინძელ ჩოგბურთელებს შორის ყველაზე მაღალი განთესვის ნომერი ჰქონდა და ამან, როგორც ჩანს, მის განწყობაზე დადებითად იმოქმედა.

ეს ფლორიანის კარიერაში მეოთხე ფინალი იქნება და კიდევ ერთი შანსი, როგორმე გატეხოს ნავსი და პროფესიულ ტურში პირველი ტიტული მოიპოვოს. ამისთვის მას ფინალში ნიკოლაი დავიდენკოს დამარცხება მოუწევს. რუსი ფერნანდო ვერდასკოს მსგავსად გამოდის ღრმა კრიზისიდან. დიდხნიანი შესვენების შემდეგ დავიდენკომ ATP-ის ტურნირის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

რადეკ შტეპანეკთან ნახევარფინალში ბრძოლა არ შედგა. პირველი სეტის მოგების შემდეგ დავიდენკომ მეორეში ზედიზედ ოთხი საწყისი გეიმი აიღო, რასაც ჩეხმა ბრძოლის გაგრძელებაზე უარით უპასუხა. ამის მიზეზი მარცხენა ფეხის ტრავმა იყო. თუმცა შეხვედრა შეიძლება სულ სხვა შედეგით დასრულებულიყო - პირველი სეტის მეორე გეიმში რუსმა ფეხი გადაიბრუნა, მაგრამ მცირე პაუზის შემდეგ შეძლო თამაშის გაგრძელება.

ATP

BMW Open

მიუნხენი (გერმანია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 500 ევრო

1/4 ფინალი

ნიკოლაი დავიდენკო (რუს, 7)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 3) 7:5, 6:3; ფლორიან მაიერი (გერ, 5)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 7:6(4), 3:6, 6:4; რადეკ შტეპანეკი (ჩეხ)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 8) 6:4, 6:0; ფილიპ პეტცშნერი (გერ)-პოტიტო სტარაჩე (იტა) 7:6(3), 7:6(6).

1/2 ფინალი

ფლორიან მაიერი (გერ, 5)-ფილიპ პეტცშნერი (გერ) 6:3, 6:4; ნიკოლაი დავიდენკო (რუს, 7)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ) 6:3, 4:0 შტეპანეკის უარი.

Serbia Open

ბელგრადი (სერბეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 373 200 ევრო

1/4 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ) 6:3, 6:2; ფელისიანო ლოპესი (ესპ)-ალბერტ მონტანიესი (ესპ) 6:4, 6:2; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 7)-სომდევ დევარმანი (ინდ) 6:3, 3:6, 6:4; ფილიპო ვოლანდრი (იტა)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 6:2, 6:4.

1/2 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 7) ტიპსარევიჩის უარი; ფელისიანო ლოპესი (ესპ)-ფილიპო ვოლანდრი (იტა) 7:6(3), 6:2.

Estoril Open

ეშტორილი (პორტუგალია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

1/4 ფინალი

ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 8)-რობინ სიოდერლინგი (შვედ, 1) 6:4, 7:5; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 2)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 7) 6:7(2), 6:2, 6:3; პაბლო კუევასი (ურუ)-ტომას ბელუჩი (ბრა, 6) 6:4, 6:2; მილოშ რაონიჩი (კან, 5)-ჟილ სიმონი (საფ, 4) 7:6(4), 4:6, 6:3.

1/2 ფინალი

ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 2)-მილოშ რაონიჩი (კან, 5) 6:4 რაონიჩის უარი; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 8)-პაბლო კუევასი (ურუ) 6:2, 7:6(6).

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა