საფრანგეთი. ლიგა 1. XXXIII ტური
შუა კვირაში “მარსელმა” “ლილის” ბოლოდროინდელი არასტაბილურობით ისარგებლა, “ნიცას” გადადებული მატჩი 4:2 მოუგო და გასულ უქმეებამდე ლიდერობა ხელთ იგდო. საკითხავი ის იყო, შეძლებდნენ თუ არა ზღვისპირელები მოპოვებულის შენარჩუნებას. ყველაფერი, ბუნებრივია, მათზე იყო დამოკიდებული, მაგრამ დიდიე დეშამმა და მისმა შეგირდებმა გუშინ საკუთარ კედლებში “ოსერს” ვერ აჯობეს და კვლავ მეორეობას დასჯერდნენ.

“ველოდრომზე” საკმაოდ თვალსასეირო სანახაობა გაიმართა, “მარსელმა” ბლომად საგოლე მომენტები ანიავა, მაგრამ ვერავინ იტყვის, “ოსერს” ქულა არ დაუმსახურებიაო. სტუმრებმა თამაში კონტრშეტევებზე ააგეს და მათმა ტაქტიკამ შედეგი გამოიღო. მასპინძელთა უპირატესობა კი ვახსენეთ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მატჩის მიწურულს “ოსერის” მორიგი მწვავე კონტრიერიში კინაღამ გამარჯვების გოლით დასრულდა.

“დღევანდელი თამაშის შედეგმა გული ძალიან დაგვწყვიტა, მაგრამ ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება და მგონია, რომ ბოლო ტურამდე არაფერი გადაწყდება. დღევანდელი დღისთვის კი ჩემს ბიჭებს მადლობას ვუხდი. მათ გამარჯვებისთვის თავი დადეს და მიზანს მხოლოდ უიღბლობის გამო ვერ მივაღწიეთ”, - განაცხადა “მარსელის” დამრიგებელმა დიდიე დეშამმა.

თუკი “მარსელს” მეტოქედ კერკეტი კაკალი ჰყავდა, “ლილი” თავისი შეხვედრის აშკარა ფავორიტი იყო - მაჩანჩალა “არლის” მწვრთნელ-ფეხბურთელებმა ხომ დიდი ხნის წინ დაკარგეს ელიტაში დარჩენის იმედი, ამ ცოტა ხნის წინ კი გუნდმა ოფიციალურად დაკარგა ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნების შანსი.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი “ლილის” აშკარა უპირატესობით წარიმართა. მასპინძლებმა სტუმრებისგან ქვა-ქვაზე არ დატოვეს და ცოტა მეტი მობილიზებით რომ ეთამაშათ, ორნიშნა სხვაობითაც მოიგებდნენ. სწრაფი გოლის შემდეგ “ლილი” ცოტა მოდუნდა, მაგრამ ზედ შესვენების წინ მეორეც გაიტანა, მეტოქეს თამაშის გადარჩენის ყოველგვარი იმედი მოუსპო და მეორე ტაიმში მაყურებელს უკეთესი სანახაობა შესთავაზა.

“ძალიან გვიხარია, ლიდერობა რომ დავიბრუნეთ. გასაგებია, რომ დღეს არცთუ ძლიერი მეტოქე გვყავდა, მაგრამ პირველ ადგილს სეზონის განმავლობაში ნაჩვენები შედეგებითაც ვიმსახურებთ. კარგია ისიც, რომ გავიუმჯობესეთ გატანილ-მიღებული ბურთების ბალანსი. შესაძლოა, სეზონის ბოლოს ამასაც დიდი მნიშვნელობა მიექცეს. არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ “ლილი” ჩემპიონობას იმსახურებს”, - თქვა ნამატჩევს “ლილის” თავკაცმა რუდი გარსიამ, რომელსაც მეორე დღეს “მარსელმა” და “ოსერმა” კარგი საჩუქარი გაუკეთეს და “ლილი” ცხრილის სათავეში მხოლოდ ერთი დღით კი არა, ერთი კვირით მოექცა. არც ისაა გამორიცხული, ჩემპიონატის დასასრულამდეც...

“ლილმა”, რომელმაც ბოლო დროს სერიოზული ჰანდიკაპი გაანიავა, მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის, ტრავმირებული მუსა სოვის გარეშე ითამაშა და წინა ხაზში პრობლემები მაინც არ შეჰქმნია. თუმცა სჯობს, უფრო შორსმიმავალი დასკვნები შემდეგი მატჩებისას გავაკეთოთ, “არლის” განადგურება ხომ ამ სეზონში კიდევ არაერთმა გუნდმა შეძლო.

ამ ტურამდე “ლიონს” ჯერ კიდევ ჰქონდა შემორჩენილი ჩემპიონობის მცირე შანსი, მაგრამ კლოდ პიუელის გუნდი ტულუზში დამარცხდა და არათუ ოქროს მედლებზე ოცნებას დაემშვიდობა, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაც სათუო გაიხადა. შეგახსენებთ, უპრესტიჟულეს ევროტურნირზე საფრანგეთიდან სამი გუნდი გადის. “ლიონმა” “პარი სენ ჟერმენს” წამოწევის საშუალება მისცა, მომავალ ტურში კი “მარსელს” მასპინძლობს და ტურის ცენტრალური მატჩიც ესაა - ფრე ხელს არავის აძლევს და შესაბამისად, “სტად ჟერლანზე” კარგ სანახაობას უნდა ველოდოთ.

“ლიონს” “ტულუზთან” თამაშის გადასარჩენად ცდა არ დაუკლია, მაგრამ სტუმრებმა თამაში გადაჭარბებული მონდომების გამოისობით ცხრა კაცის შემადგენლობით ჩაამთავრეს. შემდეგ ტურში ბასტოსისა და სისოხოს სრულფასოვანი შეცვლა იოლი არ უნდა იყოს.

“ლიონისა” და პსჟ-ის გარდა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსს ინარჩუნებს “რენი”, თუმცაღა “ბორდოსთან” ვერმოგებამ ფრედერიკ ანტონეტის გუნდი, რომელიც კვირების წინ გაცილებით მეტზე აცხადებდა პრეტენზიას, კონკურენტებს კიდევ უფრო დააშორა. “რენის” ბოლო მატჩების სტატისტიკასა და გაჭიანურებულ მოუგებელ სერიას თუ გავითვალისწინებთ, მისი საჩემპიონთალიგო შანსები ძალიან უიმედოდ მოჩანს...

სამაგიეროდ, აშკარაა პარიზელთა პროგრესი, რომელთაც ბოლო ხუთ მატჩში ოთხ გამარჯვებას მიაღწიეს, დაუმარცხებელი სერია კი უფრო შთამბეჭდავი აქვთ. სეზონის პირველი ნახევარი უფრო მაღალ დონეზე რომ ჩაეტარებინა, პსჟ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი იქნებოდა.

“არლის” კვალად, ქვედა ლიგის საგზურს მალე გამოუწერენ “ლანსსაც”, რომელმაც შაბათს, როგორც ჩანს, ელიტაში დარჩენის ბოლო შანსი გაანიავა. რაც შეეხება მესამე უიღბლოს, იგი ალბათ ბოლო ტურამდე არ გაირკვევა. ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე დაქვეითების საფრთხე ერთბაშად რვა გუნდს ემუქრება და კაცმა არ იცის, რა მოხდება ფინიშზე.

მომდევნო ტური:

7 მაისი: არლი-სენტ ეტიენი, ოსერი-მონპელიე, ბორდო-სოშო, ბრესტი-ნიცა, კაენი-ლანსი, ლორიანი-ტულუზი, მონაკო-პსჟ, ნანსი-ლილი;

8 მაისი: ვალანსიენი-რენი, ლიონი-მარსელი.

ლანსი-ლორიანი 2:3

გოლები: 0:1 გამეირო (20), 1:1 დემონი (34), 2:1 ედუარდო (35), 2:2 გამეირო (83), 2:3 ამალფიტანო (90. პენ.)

ლილი-არლი 5:0

ლილი: ლანდრო, დებუში (75. ემერსონი), ბერია, რამი, შეჯუ (22. როზენალი), მავუბა (86. გუეიე), კაბაიე, ჟერვინიო, ობრანიაკი, ჰაზარდი, ტულიო.

გოლები: 1:0 ჟერვინიო (5), 2:0 ჟერვინიო (45), 3:0 დებუში (49), 4:0 კაბაიე (84), 5:0 როზენალი (89)

გაძევება: კორესე (57. არლი)

რენი-ბორდო 0:0

სოშო-ნანსი 1:0

გოლი: 1:0 ბუტინი (11)

პსჟ-ვალანსიენი 3:1

პსჟ: ბეტე, სეარა, ტიენე, არმანი, სახო, ბოდმერი (70. კლემანი), მაკელელე, შანტომი, ნენე (90. ს. ტრაორე), ჟიული (70. ბაებეკი), ოარო.

გოლები: 1:0 ნენე (10), 2:0 ბოდმერი (23), 2:1 გ. პუიოლი (44), 3:1 სახო (88)

მარსელი-ოსერი 1:1

მარსელი: მანდანდა, ფანი, ტაივო, დიავარა, ჰაინცე, ე. სისე, ბენ. შეირუ (62. კაბორი), ლ. გონსალესი, ა. აევუ, ჯ. აევუ, ვალბუენა.

გოლები: 1:0 ვალბუენა (56), 1:1 იუნგი (77)

მონპელიე-ბრესტი 0:0

ნიცა-კაენი 0:4

გოლები: 0:1 ჰამუმა (34), 0:2 მოლო (45), 0:3 ჰამუმა (89), 0:4 ელ არაბი (90)

გაძევება: სიველი (45. ნიცა)

ტულუზი-ლიონი 2:0

ლიონი: ლორისი, რევეიერი, ა. სისოხო, დიაკატე (79. ლაკაზეტი), ლოვრენი, კალსტრიომი (46. გომისი), გონალონი, ბასტოსი, დელგადო, გურკუფი (62. კლემანი), ლისანდრო ლოპესი.

გოლები: 1:0 ჩეტო (28), 2:0 ა. სისოხო (68. ს.კ.)

გაძევება: ბასტოსი (63. ლიონი), ა. სისოხო (86. ლიონი)

სენტ ეტიენი-მონაკო 1:1

გოლები: 1:0 პაიე (11), 1:1 ველქამი (30)

გაძევება: კურზავა (59. მონაკო)

1. ლილი 33 17 12 4 59-31 63

2. მარსელი 33 17 11 5 51-30 62

3. ლიონი 33 15 11 7 55-33 56

4. პსჟ 33 15 11 7 50-34 56

5. რენი 33 14 10 9 33-36 52

6. ლორიანი 33 12 11 10 42-39 47

7. სოშო 33 13 7 13 48-40 46

8. ბორდო 33 10 15 8 40-35 45

9. სენტ ეტიენი 33 11 12 10 41-50 45

10. მონპელიე 33 11 11 11 29-36 44

11. ტულუზი 33 12 6 15 34-35 42

12. ბრესტი 33 10 11 12 34-37 41

13. ვალანსიენი 33 8 15 10 38-37 39

14. მონაკო 33 8 15 10 33-33 39

15. ოსერი 33 7 18 8 37-38 39

16. კაენი 33 10 9 14 40-47 39

17. ნიცა 33 9 12 12 27-41 39

18. ნანსი 33 10 8 15 32-45 38

19. ლანსი 33 6 12 15 32-51 30

20. არლი 33 1 11 21 16-63 14

ბომბარდირები: 21 - სოვი (ლილი), 20 - გამეირო (ლორიანი), 16 - ელ არაბი (კაენი), 15 - ლ. ლოპესი (ლიონი), გ. პუიოლი (ვალანსიენი).

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა