ერთა ლიგის მეექვსე ტურში ყაზახეთთან ნამატჩევს (2:1) პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

- მინდა მადლობა გადავუხადო ფედერაციას, რომ ნდობა გამოგვიცხადეს და სასიხარულოა, რომ შევძელით ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა. პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით, საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ და ასეთ ქვეყანაში ხალხს მიანიჭო სიხარული, ძალიან ბევრს ნიშნავს. ცხადია, შემდეგი წელი უფრო რთული იქნება, რადგან უკეთეს გუნდებს უნდა ვეთამაშოთ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი შორსაა, გულშემატკივარი საქართველოს ნახევარფინალში იხილავს.

მხოლოდ და მხოლოდ ორი ნაბიჯი გვაშორებს საქართველოს ოცნებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, მისი დიდი დამსახურებაა ეს წარმატება და მთელმა შესარჩევმა ციკლმა მის მხრებზე გადაიტანა. რაც შეეხება სატრანსფერო ფასის გაზრდას, ახალგაზრდა ბიჭია და მოდით, ნუ შევეხებით ფინანსურ მხარეს. მან ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა „გენტში“ გადასვლით და მისი კარიერა ძალიან კარგი მიმართულებით ვითარდება. ცხადია, თუ პროგრესი გააგრძელა და თამაშის ხარისხი გააუმჯობესა, „გენტი“ ვერ შეინარჩუნებს და ეს იქნება მისი კარიერული წინსვლის საწინდარი. უხეშად ნუ ჩავერევით ჩაკვეტაძის ტრანსფერში. 19 წლის ტალანტია და დიდი ნიჭი აქვს, მაგრამ ისიც გავითვალისწონოთ, რომ ეს მოხდა D დივიზიონში და მაღალ დონეზე ვნახოთ როგორ წარმოაჩენს საკუთარ თავს. ფაქტია, მსოფლიო დონის ტალანტებს შორისაა და არ მინდა, ამდენი საუბრით მასზე ცუდი გავლენა ვიქონიოთ. მინდა, დიდი ფეხბურთი ითამაშოს და მშვიდად გააგრძელოს პროგრესი.

კანკავას გარეშე ნაკრები წარმოუდგენელია, რადგან ფაქტობრივად მასზე დგას გუნდი. მან ვერ ითამაშა ანდორაში სამწუხაროდ და არ იყო ის სულისკვეთება, რომელიც მას შემოაქვს გუნდში.

რა თქმა უნდა, ავთო ებრალიძეს თვალს ვადევნებთ, რომელიც ძლიერ ლიგაში თამაშობს. დაახლოებით 40 ფეხბურთელი გვყავს მხედველობის არეალში და მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ. ამ სიაში შედის, არაბიძეც, ზარანდიაც... ძალიან ბევრი ფეხბურთელი იყო ტრავმირებული, ანანიძე, მჭედლიძე, ქვილითაია, ოქრიაშვილი, კიტეიშვილიც დაშავდა და ყოველთვის ვცდილობ შესაძლებლობიდან გამომდინარე, საუკეთესო შემადგენლობა გამოვიძახო. კონკურენცია მაღალია და ნაკრებში ადგილი გარანტირებული არავის აქვს.

რაც შეეხება მთლიანად ჯგუფურ ეტაპს, ანდორაში ყველაზე ცუდი მატჩი გვქონდა, რაღაც ვერ გავითვალისწინეთ. დღეს შესვენებაზე ფეხბურთელებს სხვაგვარად დაველაპარაკე, ცოტა ხმასაც ავუწიე და ნახეთ, რომ ამან შედეგი გამოიღო, ვნახეთ, რომ ორი გოლი გავიტანეთ. განვლილი 6 მატჩიდან კი უკმაყოფილო მხოლოდ ანდორასთან სტუმრად ჩატარებული მატჩით ვარ.

ჩემს კონტრაქტს რაც შეეხება, პლეი-ოფამდე ისევ მე ვიქნები საქართველოს ნაკრებში ვიცით ის ამოცანა, რომელიც უნდა შევასრულოთ. იმ დონეზე სხვა ფეხბურთი იქნება, ამიტომ, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.

ტრავმები? - ყველაფერი ხდება, ეს ფეხბურთია და მთავარი ისაა, რომ ასეთი სიტუაციიდან თავს ვერ დავიცავთ. ქვილითაიამ, კიტეიშვილმა ტრავმები უწყინარ სიტუაციაში მიიღეს, მაგრამ სამწუხაროდ ამისგან დაზღვეულები არ ვართ. ამხანაგური თამაშები აღარ გვექნება, რადგან მარტში ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლი იწყება და ის ნომებრამდე გასტანს, ხოლო შემდეგ ერთა ლიგის პლეი-ოფიც დაიწყება. ამიტომ, სპარინგებისთვის თავისუფალი დღეები არ გვაქვს.

რა თქმა უნდა, ახალგაზრდულ ნაკრებსაც ვადევნებთ თვალს. ნავალოვსკიმ წინა მატჩში ტვინის შერყევა მიიღო, ხარაბაძე ავსტრიის შეკრების დროს მყავდა და არ ჰქონდა ადაპტაციის შესაძლებლობა.

დათო
ბრავო ვაისს, გაიხარეთ ბიჭებო,
Andro
გალაკტიონი ერთია მეგობარო, ტაბიძე... და ყველა გალაკტიონი ვერ იქნება, მაგას მართლწერა კი არა გენია უნდა. ამიტომ მაგაში მაინც მართალია ეს კაცი თავმდაბლად გალაქტიონი რომ ქვია და მაგასაც დიდი დამსახურება უნდა.
gg
რას ერჩით ამ ვაისს ხალხო 6 თამაში 5 მოგება ერთი ფრე 2 გაშვებული ბურთი ესეთი შედეგი გვქონია როდესმე ისტორიაში? მაგრამ ბევრი კლავიატურშიკები ისეთი ექსპერტები ხართ ალბათ ქვედა დინებებს ამჩნევთ.
გიორგი
ბატონო გალაკტიონ:ა)არა მეხუთე ტურში, არამედ მეექვსე ტურში! ბ)არა ნამატჩევს, არამედ მატჩის შემდეგ! გ) არა გალაქტიონ, არამედ გალაკტიონ (გალაკტიონ ტაბიძის ხათრით მაინც)!!!
ზ.კალორია
აი ეხლა უნდა წახვიდე ვაის სანამ გადაგითხრით დედის ბოსტანს უმადური ქართველები ცოტა ხანში.
შოთა
ბრავო ვაის! ძლივს ნაკრები ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომელსაც ვითხოვდით გულშემატკივრები. ჯერჯერობით 9-ს დავუწერდი ვაის, 10 ბალიანი სისტემით)) ბიჭებს მადლობა ამ სიხარულის მონიჭებისთვის! კანკავა შეუდარებელი კაპიტანია, ჩაკვე პროფესორი. დანარჩენებიც კარგები ხართ და ზოგს ბევრად მეტიც შეუძლია.
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაბრუნდება მუდრიკი ნაკრებში და ითამაშებს საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ამ კითხვას უპასუხა
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება
[VIDEO] ჭანტურიშვილმა "რეინჯერსს" ულამაზესი გოლი გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა და კონფერენს ლიგაზე გავიდა
სომხეთში ზეიმია. გოლი 90+8-ე წუთზე - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" "არარატ-არმენიამ" სძლია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
"იაგელონიასთან" მატჩს "იბერია 1999" შემდეგი შემადგენლობით იწყებს
ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის
უკრაინელი ფეხბურთელი "ჟირონადან" "აიაქსში" გადავიდა
"ნოტინგემმა" "ჩელსისგან" თავდამსხმელი 50 მილიონ ევროდ შეიძინა
"კვარას" მატჩის დღე! - მიქაუტაძეც პარასკევს და სხვა ქართველები
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია - ბარკოლას მომავალი თითქმის გარკვეულია
"ის და მისი ხალხი იმბეცილები არიან" - დიუგარმა ალვარესი მიწასთან გაასწორა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი