ამ დროისთვის, პრემიერლიგაში სამი წაუგებელი გუნდია - "სიტის", "ლივერპულს" და "ჩელსის" სეზონის დაწყების შემდეგ ქედი არავისთვის მოუხრიათ. ჩვენ კი დავიწყოთ ლონდონური ჯახით, რომელშიც "ტოტენჰემი" სწორედ ერთ-ერთ ქედმოუხრელს, "ჩელსის" უმასპინძლებს.

ამ შეხვედრაში მასპინძლებს გარკვეული პრობლემები ექნებათ შემადგენლობასთან დაკავშირებით. წესით, მინდორზე ვერ უნდა გავიდნენ იან ვერტონგენი, დავინსონ სანჩესი, დენი როუზი და მუსა დემბელე. საეჭვოა კირან ტრიპიერის თამაში. და ეს მაშინ, როცა "ჩელსი" ოპტიმალური შემადგენლობით იქნება.

კარგი თამაში უნდა გამოვიდეს. სხვა რამეებთან ერთად, მატჩს ინტრიგას მატებს პრემიერლიგის ორი გამორჩეული მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოსა და მაურიციო სარის დაპირისპირება. ორივე დამრიგებელი უპირატესობას შემტევ ფეხბურთს ანიჭებს. ასე რომ, მოსაწყენად ნამდვილად ვერ მოვიცლით ლონდონური დერბის დროს.

თუ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის ტრავმას არ ჩავთვლით, "ლივერპული" ოპტიმალური თერთმეტეულით ითამაშებს "უოტფორდთან" გასვლით შეხვედრაში. რა თქმა უნდა, ეს ისედაც ფავორიტი მერსისაიდელების შანსს კიდევ უფრო ზრდის, მაგრამ მასპინძლებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მათთან ხუმრობა არ შეიძლება. უნდა ითქვას, რომ "ლივერპულის" მრისხანე შემტევი სამეული ოდინდელივით მრისხანე ვეღარ არის ბოლო მატჩებში. ვნახოთ, ამჯერად რა და როგორ იქნება.

"მანჩესტერი" ბოლო დროს სულ უგებს "კრისტალ პალასს" და, წესით, ახლაც უნდა მოუგოს. ჟოზე მოურინიოს ამ თამაშის წინ ორი პრობლემა აქვს - ჯერ საბოლოოდ არ არის ცნობილი, შეძლებენ თუ არა მინდორზე გასვლას გუნდის ფრანგი ვარსკვლავები - პოლ პოგბა და ანტონი მარსიალი. არადა, პორტუგალიელის ხელში "იუნაიტედს" ისედაც აკლია კრეატიული კადრები.

რა თქმა უნდა, ღია და შემტევი ფეხბურთის მოლოდინი გვაქვს "ბორნმუთისა" და "არსენალის" დაპირისპირებაში. ლონდონელები ფავორიტები არიან, თუმცა საშინაო ასპარეზზე "ბორნმუთი" მუდამ შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს გვიჩვენებს.

უნაი ემერიმ მოკლე ხანში საკუთარ თარგზე მოჭრა "არსენალი". რა თქმა უნდა, ჯერაც არის შეცდომები და ბლომადაც, მაგრამ ფაქტია, პრემიერლიგაში ლონდონური გრანდი სადღეისოდ ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს.

ფაქტები

"ბრაიტონისა" და "ლესტერის" ბოლო 2 მატჩში ორივეს არ გაუტანია.

"საუთჰემპტონმა", ყველა ტურნირში ერთად, ბოლო 3 თამაში მოუგო "ფულჰემს".

"მანჩესტერმა" ზედიზედ 4 პრემიერლიგური მატჩი მოუგო "კრისტალ პალასს".

"უოტფორდისა" და "ლივერპულის" ბოლო 2 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"მანჩესტერ სიტიმ" ყველა ფრონტზე მიჯრით 6 შეხვედრაში აჯობა "ლესტერს".

"ტოტენჰემმა" და "ჩელსიმ" ყველა ტურნირში ზედიზედ სამჯერ გაუტანეს ერთმანეთს.

"ბორნმუთისა" და "არსენალის" ბოლო 4 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

პრემიერლიგა. XIII ტური

შაბათი, 24 ნოემბერი

ბრაიტონი-ლესტერი 19:00

ევერტონი-კარდიფი 19:00

ფულჰემი-საუთჰემპტონი 19:00

მანჩესტერ იუნ-კრ. პალასი 19:00

უოტფორდი-ლივერპული 19:00

ვესტ ჰემი-მანჩესტერ სიტი 19:00

ტოტენჰემი-ჩელსი 21:30

კვირა, 25 ნოემბერი

ბორნმუთი-არსენალი 17:30

ვულვზი-ჰადერსფილდი 20:00

ორშაბათი, 26 ნოემბერი

ბარნლი-ნიუკასლი 23:00

ბომბარდირები: 8 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 7 - ედენ აზარი (ჩელსი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 6 - გლენ მარეი (ბრაიტონი), სადიო მანე (ლივერპული), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), კალუმ უილსონი (ტოტენჰემი), რიჩარლისონი (ევერტონი), რაჰიმ სტერლინგი (არსენალი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ანტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს