საქართველოს ძიუდოს ფედერაცია "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს, სადაც ძიუდოისტების ტრავმების შესახებ წერს.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად.

"ტრავმიანობა საქართველოს ნაკრებში.

ბოლო დროს საქართველოს ნაკრების წამყვანი ძიუდოისტები ტრავმების გამო ვერ ახერხებენ ტურნირებზე ასპარეზობას და საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას. ჰააგის გრან პრიზე სამი ძიუდოისტი ზებედა რეხვიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი დაშავდა.

ისინი ჰოლანდიიდან პირდაპირ იაპონიაში ოსაკას გრან სლემზე საასპარეზოდ უნდა გამგზავრებულიყვნენ, მაგრამ ავთანდილ ჭრიკიშვილს საქართველოში დაბრუნება მოუწია. მას ფეხის ტრავმა აწუხებს და დაახლოებით ერთი თვე მაინც მოუწევს რეაბილიტაცია.

შედარებით მსუბუქი ჩანდა ზებედა რეხვიაშვილის და ვარლამ ლიპარტელიანის ტრავმები (რეხვიაშვილს ფეხი აწუხებდა, ლიპარტელიანს - ნეკნი), ამიტომ ისინი იაპონიაში გაემგზავრნენ, თუმცა რეხვიაშვილს ტრავმა გაურთულდა და ის ოსაკას გრან სლემზე ვეღარ იასპარეზებს.

უკვე იაპონიაში ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო გრან სლემზე ვეღარ გამოვიდა ლუხუმ ჩხვიმიანი, ასევე ტრავმა მიიღო ლაშა შავდათუაშვილმა და გართულებების თავიდან ასაცილებლად ოსაკაში ისიც ვერ გამოვა ტატამზე. საქართველოს ნაკრების ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ნაკრების ძიუდოისტები ჯანრთელნი შეხვდნენ წლის ბოლო შემაჯამებელ შეჯიბრს ჩინეთში გასამართ მასტერსს.

ჩინეთში შესაძლებელია იასპარეზოს ტრავმამოშუშებულმა ბექა ღვინიშვილმა, რომლის რეაბილიტაცია საკმაოდ სწრაფად მიდის. ჯანმრთელადაა და მასტერსისთვის ემზადება ამირან პაპინაშვილი", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოსაკას გრანდ სლემზე ოთხივე ქართველი ძიუდოისტი მედლის გარეშე დარჩა.

bego
ძიუდოს ფედერაციაში იგივე ხდება, რაც მთლიანად საქართველოში. სრული ვარხანალია და განუკითხაობა. ვინმეს გჯერავთ, რომ ასე ერთბაშად ამდენმა სპორცმენმა მიიღო ტრამვა? თქვე მატყუარებო,დაწყებული ფედერაციიდან, დამთავრებული ლიპარტელიანითა და მისი დამქაშებით, აიბარგეთ ძიუდოდან თქვენი ტიტულებით და მედლებით, თან ისე შეინახეთ არსად დაკარგოთ. თუმცა თუ დაგეკარგებათ არაუშავს, მაინც ჩალის ფასი აქვს უკვე მასეთ ჯილდოებს. ყველაზე მეტად ტყუილებმა გამაგიჟა. ოხ..............
lelo
დააფინანსეთ ქალების ნაკრები ტურნირებზე მათ შეწევთ ძალა იბრძოლონ ლიცენზიის მოსაპოვებლათ და შედეგებსაც დადებენ!
gurami
მიეცით ახალგაზრდებს თავის გამოჩენის უფლება! ახალკაცი მაისურაძე 81-ში. ნინიაშვილი ნაგლკიაშვილი 66-ში. 90-ში მიხეილ ქავთარაძე. მძიმეში ზაალიშვილი. გააორმაგეთ წონები ამ ახალგახრდები და გაზარდეთ კონკურენცია სანებლიძე 100-ში.
ssd
დააბრუნეთ მერე უკან საქართველოში , სახლში მოიშუშონ ტრამვები და მაგათ ადგილზე ახალგაზრდები გაუშვით
პაატა
ამოვიდა ყელში თქვენი უაზრო თავის მართლებები!!! წლები ისე გადის რომ ეფექტურ მართვას ვერაფერით სწავლობთ, ვინმე ჭკვიანი, ერთი ადანიანი მაინც მიიწვიეთ ფედერაციაში! სხვა საკითხია ის დანაშაული რასაც წლებია ჩვენი ძიუდოს წინაშე სჩადიოდით (ახალგაზრდების გადინებას ვგულისხმობ) და წელს უკვე წამოვიდა მაგის შედეგები, მაგაზე თავსაც ნაღდად ვეღარ იმართლებს ვერც ქევხიშვილი და ვერც სხვა! აგერ გუშინ და დღეს ორი მედალი აიღეს ჩვენებურებმა, ჩვენი ნაკრებიდან კიდე 5-დან სამმა საერთოდ არ იჭიდავა. თქვენ, რომ არაფრის აზრზე არ ხართ გასაგებია, ვინც ფულს გირიცხავთ იმათაც რომ ტვინში პრობლემები აქვთ ეგეც ნათელია, როგორ დავიჯერო ქართული ძიუდოს საზოგადოებაში ვერ მოიძებნა იმის ძალა რომ წინ აღუდგეს ამ უმსაგვსობას რაც ფედერაციაში ხდება?!
guru
ტრამვა არა დაღლილი მასტერსზე მოსამზადებლად წავიდნენ და ვითომ ტრამვები აწუხებდათ არ კადრულობენ საქართველოში მომზადებას
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა