ამ ზაფხულს "ლაციოს" მესვეურებს გაძლიერებაზე მეტად, შემადგენლობის შენარჩუნებაზე მოუწევთ ზრუნვა
ისეთი პირი უჩანს, რომ ამ ზაფხულს "ლაციოს" მესვეურებს გაძლიერებაზე მეტად, შემადგენლობის შენარჩუნებაზე მოუწევთ ზრუნვა. იტალიურ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მაურო სარატეს გადაბირება კვლავაც სურს მილანის "ინტერს".

არგენტინელის "ნერაძურიში" გადასვლის საკითხი გასულ ზაფხულსაც იდგა დღის წესრიგში, თუმცა მაშინ მაურომ რომში დარჩენა გადაწყვიტა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამჯერაც ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამაზე მისი კომენტარი მეტყველებს:

"პრესას უკვე აღარც ვეცნობი, რადგან უამრავი სისულელე იწერება. "ლაციოსთან" მოქმედი ხელშეკრულება მაკავშირებს და მის გაწყვეტას არ ვაპირებ. შესაძლოა, "ინტერი" მართლაც იჩენს ჩემს მიმართ ინტერესს, მაგრამ რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით ჯერ არ გადადგმულა. თანაც, ჩემთვის მთავარია სათამაშო პრაქტიკა მქონდეს და ამ მხრივ, "ლაციოში" ყველაფერი მაკმაყოფილებს. რომში მსურს დარჩენა და ეს მიუხედავად იმისა, მოვიპოვებთ თუ არა ჩემპიონთა ლიგის საგზურს. ერთი ხანობა მართლაც ვფიქრობდი გარემოს გამოცვლას, მაგრამ დღეს სხვა ვითარებაა - ედუარდო რეაია შესანისნავი სპეციალისტია, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა."

სარატეს კომენტარი "ლაციოს" გულშემატკივრებისთვის დამაიმედებელია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს მაინც არ იძლება. კლუბის პრეზიდენტის, კლაუდიო ლოტიტოს თქმით, თუ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, რამდენიმე წამყვან ფეხბურთელთან მოუწევს განშორება, რომელთა შორის შეიძლება მაურო სარატეც აღმოჩნდეს. ლოტიტო ახალი სტადიონის მშენებლობის დაწყებას აპირებს და ზოგადად, პრიორიტეტულ მიზნად ინფრასტრუიქტურული პრობლემების მოგვარება დაისახა. ანუ, უახლოეს პერიოდში არ უნდა ველოდოთ, რომ პრეზიდენტი ჯებეზე ხელს გაიკრავს და "ლაციო" ვარსკვლავებით გაძლიერდება.

პრესაში იმის შესახებაც იწერება, რომ "ბიანკოჩელესტეს" მესვეურები ვერაფრით მოურიგდნენ სტეფანო მაურის ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით. ამბობენ, ამის ნიადაგზე სერიოზულ უთანხმოებას აქვს ადგილი და არ არის გამორიცხული, იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა გუნდი გამოიცვალოსო.

"ლაციოს" სპორტული დირექტორი იგლი ტარე ამ ინფორმაციას უარყოფს: "მაურის ინტერესების დამცველთან სულ რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა და შემიძლია კომპეტენტური პასუხი გაგცეთ. არანაირი უთანხმოება არ გვაქვს და ვერ ვხვდები, საიდან ვრცელდება ასეთი ინფორმაციები. მაურის "ლაციოში" სურს დარჩენა და თუ კი რაიმე წვრილმანი დეტალი გვაქვს შესათანხმებელი, ეს უპრობლემოდ მოგვარდება. როგორც მისმა აგენტმა განაცხადა, სტეფანომ კიდევ ერთხელ ირწმუნა საკუთარი თავის და ეს სწორედ მისი ამჟამინდელი გუნდის, "ლაციოს" დამსახურებაა. შესაბამისად, წარმოუდგენელია, რომ მან სხვაგან წასვლის გადაწყვეტილება მიიღოს."

კიდევ არაერთ "ლაციალეზე" ვრცელდება ცნობები სხვა გუნდში გადაბარგებასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი ასეთი ინფორმაცია არ დადასტურებულა. პრინციპში, ჯერ ვერც დადასტურდება, რადგან სეზონის გადამწყვეტი ეტაპი დგას, "ბიანკოჩელესტეს" კი კონკრეტული მიზანი აქვს დასახული და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისთვის იბრძვის. ბევრი რამე სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული, შეინარჩუნებენ თუ არა რომაელები ადგილს ოთხეულში.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა