ლიგა 1. XXXIII ტური. გამოხმაურება
ნება გვიბოძეთ, ტურის მატჩად დავასახელოთ ისეთი დაპირისპირება, რომელიც ალბათ ცოტა მოულოდნელიც იქნება თქვენთვის. ეს არ იყო უბრალო 90 წუთი 3 ქულის ასაღებად - ეს იყო სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. მართალია “ლანსს” ასეთი და უარესი პრობლემებიც შეუქმნია საკუთარი თავისთვის, მაგრამ გულშემატკივარი გადამწყვეტ მომენტში მაინც იმედოვნებს, რომ ეს აღარ მოხდება, თუმცა ის მეორდება კიდევ და კიდევ.

“ლანსმა” “ლორიანთან” მატჩი შეტევებით დაიწყო. თუმცა გოლი სტუმართა პირველივე სერიოზულ მცდელობას მოჰყვა - ვინ გაიტანდა, თუ არა კევინ გამეირო, თავდამსხმელი, ვისაც ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მუსა სოვი ახლა ერთი ბურთითღა უსწრებს. მისი დარტყმა მოულოდნელი და ტექნიკური იყო. ისეთი, რომ მეკარეს რეაქციაც არ ჰქონია. ამან “ლანსი” გააბრაზა, რასაც მატჩის სადავეების ხელში ჩაგდება და პირველივე ტაიმში გატანილი ორი გოლი მოჰყვა. თანაც ორი გოლი ერთი წუთის ინტერვალით გავიდა.

მატჩის ბოლოს მოხდა ის, რამაც “ლანსი” ლიგა 2-ის საგზურის გაფორმების რეალურ კანდიდატად აქცია. “ლორიანის” 20 წლის სწრაფმა გარემარბმა ჟილეს სუნუმ მეტოქის საჯარიმოში გამეირო მონახა და მანაც მშვიდად გაათანაბრა ანგარიში. ლიგა 1-ის ერთ-ერთმა უმთავრესმა ვარსკვლავმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თავის გუნდს პენალტიც მოუპოვა, რომელიც გოლად მორგან ამალფიტანომ გარდასახა.

თამაშის დასრულების შემდეგ ფრანგი ჟურნალისტები ლამის ერთხმად სვამდნენ შეკითხვას, მერამდენედ უნდა გადახდეს “ლანსის” თავს მსგავსი ისტორიაო. საქმე ის არის, რომ ლასლო ბოლონის შეგირდებს შეუძლიათ კარგად თამაში, მაგრამ კონკრეტულ მომენტში ისინი მთლიანად კარგავენ კონცენტრაციას და რა შედეგსაც იმკიან, ამის ნახვა ცხრილში შეგიძლიათ.

ტურის გმირი

სიმართლე ითქვას, ტურის გმირის დასახელება ძნელი სულაც არ ყოფილა. ის, რომ პარიზულმა კლუბმა ნენეს სახით კარგი ფეხბურთელი შეიძინა, ამის თქმა დიდი ხნის წინ შეიძლებოდა, მაგრამ ბრაზილიელი ამ ბოლო დროს მართლა საოცრად ათამაშდა. ცოტა უცნაური კი იყო, მაგრამ პსჟ პირველ წრეში არასტაბილურად ასპარეზობდა, სამაგიეროდ ნენე ბრწყინავდა, მეორეში პირიქით მოხდა, დედაქალაქურმა გუნდმა თავისი თამაში იპოვა და ახლა ნენე აღარ აქტიურობდა.

აი, ბოლო ტურებში კი ყველაფერი კარგად არის - გუნდიც და ფეხბურთელიც ხმაშეწყობილად გამოიყურებიან. ასე იყო “ვალანსიენთანაც”. 30 წლის ფეხბურთელმა თავისი წილი გოლის გარდა გუნდის ყველა შედეგიან კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა და მის მიერ შექმნილი ბევრი ხიფათიც უშედეგოდ დასრულდა. მოკლედ, ნენე საუკეთესო იყო და არამხოლოდ “პარკ დე პრენსის” მინდორზე, მთლიანად ტურშიც. ფრანგი ჟურნალისტების მტკიცებით, სწორედ მან გაიტანა 33-ე ტურის ყველაზე ლამაზი გოლიც. სტუმართა მცველმა ბურთი თავით მოიგერია და მისდა სამწუხაროდ ნენეს ზუსტად მარცხენა ფეხზე დაასვა. მანაც არც აცია, არც აცხელა და მეტად ეფექტური გოლი გაიტანა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მცირე შედევრიც კი იყო.

ბუნებრივია, ტრადიციას ვერ დავარღვევთ და ტურის სიმბოლურ ნაკრებს გაგაცნობთ:

რიშე (სოშო) - კარლაო (სოშო), სახო (პსჟ), მანგა (ლორიანი) - აკალე (ლანსი), კაპუ (ტულუზი), ჟორდან აიუ (მარსელი), ჰამუმა (კაენი), ნენე (პსჟ) - გამეირო (ლორიანი), ჟერვინიო (ლილი)

ტურის მოვლენები

გასაკვირი არაფერია იმაში, რომ “არლმა” “ლილისგან” 5 ბურთი მიიღო, მაგრამ ამდენს გატანა ხომ უნდა? თანაც, როცა შეხვედრის მოგების შემდეგ გუნდი ცხრილში პირველ ადგილს იბრუნებს, შეუძლებელია ასეთ სამ ქულას განსაკუთრებული სტატუსი არ მიანიჭო. ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტური დარჩა და თუკი დარჩენილ შეხვედრებს თვალს გადავავლებთ, აშკარაა, რომ “მარსელს” ბევრად უფრო რთული კალენდარი აქვს დარჩენილი. მარტო ის რად ღირს, რომ მოქმედ ჩემპიონებს “ლიონთან” და “ლორიანთან” გასვლითი შეხვედრები აქვთ დარჩენილი. მაშ ჩრდილოელთა ნახევარსაუკუნოვანი ოცნება ჯერ კიდევ ცოცხალია? როგორც ჩანს კი.

იმაში, რომ “ლილი” ისევ პირველ ადგილზეა,” მარსელის” დიდი დამსახურებაც არის, ვინც შინ “ოსერს” ვერ მოუგო. მოქმედმა ჩემპიონებმა სტუმრებს მატჩში შექმნილი ერთადერთი მომენტის გატანის საშუალება მისცეს და ამით თავი საფრთხეში ჩაიგდეს. თავის მხრივ კი “ველოდრომის” მკვიდრი თავდამსხმელები მომენტს მომენტზე აფუჭებდნენ. წესით, დიდიე დეშამს თავის შეგირდებთან მატჩის შემდეგ უამრავი პრეტენზია უნდა გასჩენოდა.

გარდა გმირებისა, ტურს რამდენიმე ანტიგმირიც ჰყავდა. ბუნებრივია, ყველაზე წერას აქ ვერ მოვყვებით. რუბრიკის გამარჯვებულის დასახელება კი დიდი ჭოჭმანის გარშე შეიძლება - ალი სისოკო “ლიონიდან”. ამ ფეხბურთელმა ჯერ პოზიციური შეცდომა დაუშვა, ჰაერში ბურთისთვის ბრძოლა წააგო და მეტოქეს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მისცა. მეორე ტაიმში ალიმ გოლი თავის კარებში გაიტანა, თუმცა ეს ყველაფერი არ იყო - 23 წლის ფრანგს ეტყობა ნერვებმა უმტყუნა და მსაჯს წითელი ბარათი გამოსტყუა. ფეხბურთელი რაც მალე დაივიწყებს “ტულუზთან” შეხვედრას, მით უკეთესი იქნება მისთვის.

ტურის ციფრები

“რენს” აგერ უკვე 7 მატჩია აღარ მოუგია, თანაც ამ მატჩებში ფრედერიც ანტონეტის შეგირდებმა სულ რაღაც ორი გოლი გაიტანეს. “ბორდოსთან” შეხვედრაში კი გუნდმა უნიკალურ შედეგს მიაღწია: მეტოქის კარის მიმართულებით ერთხელაც არ დაურტყამს!!!

ტურის ფრაზა

“კიდევ ერთი წარუმატებელი მატჩის შემდეგ ჩვენ გადარჩენის შანსი თითქმის აღარ შეგვრჩა. თეორიულად კიდევ შეიძლება 15 ქულის აღება, მაგრამ ეს უკვე სასწაულების რუბრიკიდან არის,” - განაცხადა “ლორიანთან” წაგებული მატჩის შემდეგ ლასლო ბოლონიმ.

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა