"ანოეტაზე" ტიაგო ალკანტარას გოლი ამ სეზონში "ბარსელონასთვის" საგარეო მატჩებში 45-ე იყო, რაც კლუბის სარეკორდო მაჩვენებელია
"რეალის" შემდეგ შოკი "ბარსელონას" ელოდა, რომელიც სექტემბრის შემდეგ პირველად დამარცხდა ჩემპიონატში. სან სებასტიანში "რეალ სოსიედადმა" გამოგლიჯა მოგება ლიდერს, რომელიც ტიაგო ალკანტარას გოლით იგებდა კიდეც.

ხოსეპ გვარდიოლამ რამდენიმე ახალგაზრდა ათამაშა ბასკეთში, 20 წლის მარტინ მონტოიასთვის კი ყველაფერი ძალზე ცუდად დასრულდა - მატჩის მე-10 წუთზე მას ბასკთა ვეტერანი ფორვარდი რაულ ტამუდო ისე ეუხეშა, რომ ლავიწის ძვალი ჩაუმსხვრია და მარცხენა მხარი ამოუგდო. "ბარსელონას" ექიმთა მტკიცებით, მონტოია ფეხბურთს 4-6 კვირის განმავლობაში ვერ გაეკარება.

მონტოია მარჯვენა მცველია, მას თებერვალში ჰქონდა დებიუტი "ბარსელონაში", ახლა კი პირველად თამაშობდა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში. ახალი სეზონიდან მონტოია, შესაძლოა, 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ვალენსიაში" გადავიდეს.

ამავე მატჩში დაიმტვრა არგენტინელი მცველი გაბრიელ მილიტო, რომელმაც მატჩის ბოლოსკენ გოლი კი გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაუთვალეს. ექიმებმა მილიტოს სეზონის ბოლომდე იძულებითი დასვენება გამოუწერეს.

"ანოეტაზე" ტიაგო ალკანტარას გოლი 45-ე იყო ამ სეზონში კლუბისთვის საგარეო მატჩებში. ეს კი კლუბის სარეკორდო მაჩვენებელია. აქამდე რეკორდი 2008/09 წლების სეზონზე მოდიოდა, როცა "ბარსელონამ" სტუმრად 44 გოლი გაიტანა. სამაგიეროდ, ერთი რეკორდი ხელუხლებელი დარჩა - 1979/80 წლების სეზონში "ბარსამ" ზედიზედ 32 თამაში არ წააგო. ახლა კი კატალონიურ გრანდს წაგება მოუწია 11 სექტემბრის შემდეგ პირველად, ანუ 231 დღის შემდეგ. დანი ალვეშისთვის "რეალ სოსიედადთან" მატჩი 150-ე იყო კატალონიურ კარიერაში.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა