ბრიტანეთში 76 წლის ასაკში ლეგენდარული მძიმეწონოსანი ჰენრი კუპერი გარდაიცვალა
ბრიტანეთში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული მძიმეწონოსანი ჰენრი კუპერი. ბოლო წლებში მოკრივე ინგლისის სამხრეთით, თავისი ვაჟის სახლში ცხოვრობდა და მძიმედ იყო ავად.

კუპერმა პროფესიული კარიერა 1954 წელს დაიწყო. ბრიტანელმა სულ 55 ბრძოლა ჩაატარა. მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო 1963 წელი - ის ამერიკელ მოჰამედ ალის შეხვდა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ კასიუს კლეის სახელით გამოდიოდა.

მეოთხე რაუნდში კუპერმა კლეი ნოკდაუნში გაუშვა. მიაჩნიათ, რომ მაშინ ამერიკელის სეკუნდანტებმა ფანდს მიმართეს: კასიუსის ხელთათმანი გახიეს, რათა მოკრივეს ძალების აღდგენისთვის მეტი დრო ჰქონოდა. სანამ სეკუნდანტმა გასახდელიდან ახალი ხელთათმანი ამოიტანა, კლეი უკვე მზად იყო ბრძოლის გასაგრძელებლად.

მეხუთე რაუნდში კუპერს წარბი გაუსკდა, რის შემდეგაც რეფერიმ შეხვედრა შეწყვიტა და კლეის ტექნიკური გამარჯვება ჩაუთვალა. თუმცა კუპერის თაყვანისმცემლებს მიაჩნდათ, რომ კლეის გუნდის ფანდი რომ არა, გამარჯვებული ბრიტანელი გამოვიდოდა.

კუპერმა სპორტული კარიერა 1971 წელს დაასრულა. მოგვიანებით ის ხშირად ჩნდებოდა ტელევიზიაში, აგრეთვე დაკავებული იყო ქვემოქმედებით. 2000 წელს პირველი მოკრივე გახდა ისტორიაში, ვისაც "სერის" ტიტული მიანიჭეს.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა