ჰოკეი. NHL. პლეი ოფი. 1/4 ფინალი
სტენლის თასის მეოთხედფინალური ეტაპის ორ წყვილში ფავორიტი გამოიკვეთა - "ვაშინგტონს" ვერ შველის მისი მთავარი ვარსკვლავი, რუსი ალექსანდრ ოვეჩკინი და აღმოსავლეთის ჩემპიონი კრახის პირას მივიდა. ასეთივე მდგომარეობაშია "დეტროიტი" "სან ხოსესთან" სერიაში.

ვაშინგტონი-ტამპა ბეი 2:3 (ო)

0:1, 1:0, 1:1, 0:1

გოლები: 0:1 ლეკავალიე-3 (სენტ ლუისი-5, მელოუნი-2), 1:1 ლეიჩი-1 (ბექსტრიომი-2, ერსკინი-1), 1:2 სენტ ლუისი-5 (პურსელი-6), 2:2 ოვეჩკინი-4 (არნოტი-3, ლეიჩი-5), 2:3 ლეკავალიე-4 (პურსელი-7, ჯონსი-1).

სერია: 0-2

"ვაშინგტონმა" ორი საშინაო მატჩი წააგო "ტამპა ბეისთან" და ეჭვქვეშ დააყენა თავისი სათასო გეგმები.

როგორც მოსალოდნელი იყო, აღმოსავლეთის პირველმა გუნდმა სწრაფ ტემპში დაიწყო შეხვედრა, რასაც სტუმრებმა ფეხი ვერ აუწყვეს და ამის შედეგი იყო ორი გაძევება. თუმცა ეს შანსი მასპინძლებმა ვერ გამოიყენეს, რასაც ოვეჩკინის ორწუთიანი ჯარიმა მოჰყვა და ლეკავალიემ სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ გაითამაშა ზედმეტი მოთამაშე.

კვლავ ბრწყინვალე იყო ამ მატჩში "ტამპას" ვეტერანი მეკარე როლოსონი - მისი დამსახურებაა, რომ "კეპიტალზი" დიდი ხანი ვერ ახერხებდა ანგარიშის გათანაბრებას. მხოლოდ მეორე პერიოდის ბოლოს სტუმრები შემადგენლობის შეცვლისას შეცდნენ, მეტოქემ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და ლეიჩმა დამატებაზე აჯობა ყველას - 1:1.

მესამე პერიოდში სენტ ლუისის გოლის შემდეგ "ტამპას" შეეძლო ყველაფერი ძირითად დროში მოემთავრებინა, მაგრამ 68 წამი ვერ გაძლო, ოვეჩკინისგან შაიბა გაუშვა და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა. ფსიქოლოგიური უპირატესობის წყალობით დამატებითი დროის პირველმა შვიდმა წუთმა მასპინძლების დომინირებით ჩაიარა, მაგრამ როლოსონი ისევ მაგრად იდგა. ბოლოს შეტევაში გართულებს მეტოქის კონტრშეტევა გამოეპარათ - სტუმრებმა ლეკავალიე გაიყვანეს მეკარესთან პირისპირ. "ტამპას" ფორვარდი არავის შეუწუხებია - უამრავი დრო ჰქონდა შაიბის დასამუშავებლად და ზუსტად დასარტყმელად.

სან ხოსე-დეტროიტი 2:1

1:0, 0:0, 1:1

გოლები: 1:0 უაიტი-1 (ჰიტლი-3, ქლოუ-4), 2:0 ვალინი-1 (ქლოუ-5, კუტური-5), 2:1 ზეტერბერგი-1 (დაციუკი-6, ჰოლმსტრიომი-3).

სერია: 2-0

"სან ხოსე" დამსახურებულად უგებს სერიას სტენლის თასის ერთ-ერთ ფავორიტს. პირველ ორ მატჩში "რედ უინგზის" რიგებიდან საუკეთესოდ მეკარე ჰოვარდი აღიარეს - წინა ხაზის მოთამაშეებიდან არავის გამორჩევა არ შეიძლება.

პირველ პერიოდში მეტოქეებს სამ-სამი მოთამაშე გაუძევეს, მაგრამ გუნდებმა მხოლოდ ერთხელ გაითამაშეს ზედმეტი მოთამაშე. ეს "სან ხოსემ" გააკეთა, კერძოდ მცველმა იან უაიტმა შორიდან გაუტანა ჰოვარდს. მატჩის მეორე ნახევარმა მთლიანად "ზვიგენების" უპირატესობით ჩაიარა. კარგი მომენტები ვერ გამოიყენეს ტორნტონმა, ქლოუმ და მიურეიმ. ყველაფერი კი მესამე პერიოდში გადაწყდა. კიდევ ერთი მცველის ნიკლას ვალინის დარტყმა მხარზე მოხვდა ჰოვარდს და ისე ჩაეშვა კარში. სტუმრებმა დაციუკისა და ზეტერბერგის მონდომებით ერთი გოლი გაქვითეს (რიცხობრივ უპირატესობაში), მაგრამ მეტის გასაკეთებლად "დეტროიტს" არც დრო ეყო და არც ოსტატობა.

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა