მოტოსპორტი. მსოფლიოს ჩემპიონატი
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი პორტუგალიაში გაიმართა და ამ რბოლის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია საერთო ჩათვლაში - სხვაობა პირველ და მეორე ადგილს შორის 4 ქულამდე დავიდა.

პოულის მფლობელმა ხორხე ლორენსომ დამაჯერებლად შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია, მის უკან კი დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა. ყველაზე წარუმატებელი სტარტი ჰქონდა მარკო სიმონჩელის - თავიდან მან ორი პოზიცია დაკარგა სწორ მონაკვეთზე, შემდეგ კი პირველი წრის გავლისას დაეცა.

მეორე ადგილზე გადავიდა დანი პედროსა, მას მიჰყვა სტოუნერი, "ჰონდას" ამ წყვილის უკან კი ვალენტინო როსი იმყოფებოდა, რომელმაც სტარტზე ერთბაშად ხუთი პოზიცია მოიგო. მაგრამ ამის შემდეგ რბოლა შედარებით მშვიდ ვითარებაში გაგრძელდა. ლორენსომ და პედროსამ ლიდერთა წყვილი შექმნეს, რომელსაც თანდათან ჩამორჩა სტოუნერი, როსი კი კიდევ უფრო უკან დარჩა და მას დოვიციოზოსგან თავის დაცვა უწევდა.

თავიდან პედროსა თავის მეწყვილესთან აქტიურ ბრძოლაზე არ წავიდა. დანი ცდილობდა სწორ მონაკვეთზე გაესწრო ლორენსოსთვის, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ ხორხეს "იამაჰა" გაცილებით გვიან ამუხრუჭებდა და ამიტომაც "ჰონდას" მოტომრბოლს მისი გავლის ნაკლები შანსი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, პედროსა იმედს არ კარგავდა და აგრძელებდა ზეწოლას რბოლის ლიდერზე.

ბოლოს მან მაინც მიიღო შანსი. ფინიშამდე ოთხი წრით ადრე პედროსამ სასტარტო სწორ მონაკვეთზე შეუტია ხორხეს, გვიანი დამუხრუჭება გამოიყენა და გაასწრო მას. ბოლო წრეებზე კი დანიმ საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა და პოდიუმზე ძლივს იქნევდა მარცხენა ხელს. შეგახსენებთ, რომ პედროსამ სულ ცოტა ხნის წინ ტრავმირებულ ხელზე ოპერაცია გადაიტანა და ეს მკურნალობის შემდეგ მისი პირველი რბოლა იყო.

ვალენტინო როსიმ ვერ შეძლო მეოთხე პოზიციის შენარჩუნება. დოვიციოზო მას ბოლომდე ავიწროებდა და ზედ ფინიშს სწორზე ამ მონდომებამ შედეგი მოიტანა.

პორტუგალიის გრან-პრი

1. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 28 წრე; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +3,051; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - +7,658; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - +16,530; 5. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +16,555; 6. კოლინ ედვარდსი (აშშ, "იამაჰა") - +32,575...

საერთო ჩათვლა

1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 65 ქულა; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 61; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 41; 4. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 31; 5. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 30; 6. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 30...

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...