საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 3 დეკემბერს სპორტის სასახლეში, დრამატულ შეხვედრაში ისრაელი ოვერტაიმში ბოლო წამებზე გიორგი შერმადინის ჩაგდებული ორქულიანით საბოლოოდ ანგარიშით 71:69 დაამარცხა.

ილიას ზუროსის შეგირდებს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის ჯგუფში 5 გამარჯვება დაუგროვდათ.

3 დეკემბერს ჩვენს ჯგუფში ასევე მატჩი გამართა სერბეთის ნაკრებმა, რომელმაც შინ საბერძნეთს, რომელსაც აქამდე მარცხი არ ჰქონია, 84:61 მოუგო.

ამ შეხვედრამ გული დაგვწყვიტა, რადგან სერბეთის წაგება ძალიან გვჭირდებოდა.

ახლა კი შევეცდებით, მარტივად აგიხსნათ, რა შანსები დაგვრჩა ჯგუფიდან გასასვლელად.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები L ჯგუფში იმყოფება:

შეგახსენებთ, რომ პირველი შესარჩევის ჯგუფში, სადაც გერმანია, სერბეთი და ავსტრია გვყავდა, საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა და მეორე შესარჩევის ჯგუფში გერმანიასთან და სერბეთთან ერთად გადავიდა. მეორე შესარჩევში ჩვენს ჯგუფს დაემატა ისრაელი, საბერძნეთი და ესტონეთი.

პირველ შესარჩევში საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან ორივე შეხვედრა წააგო. ამიტომ მას ქულებით უნდა გადავასწროთ.

მეორე შესარჩევის ჯგუფიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ნაკრები გადის. ამ დროისთვის ესენი საბერძნეთი, გერმანია და სერბეთი არიან.

საქართველოს ნაკრებს საგზურის მოპოვების მცირე შანსი აქვს. ამისთვის კი მას სჭირდება:

ორივე დარჩენილი მატჩის მოგება

სერბეთმა ორივე მატჩი უნდა წააგოს

ილიას ზუროსის შეგირდები 21 თებერვალს სტუმრად უმოტივაციო საბერძნეთს დაუპირისპირდებიან, მაგრამ საბერძნეთი, რაც უნდა უმოტივაციო იყოს, მაინც ძლიერი გუნდია და ამაზე სატურნირო მდგომარეობაც მეტყველებს.

ამავე დღეს სერბეთი ჯგუფის აუტსაიდერს, ესტონეთს შეხვდება და დიდი ალბათობით, მოიგებს კიდეც. აქ სასწაულის იმედი თუ გვექნება და მაინც, თუ ეს სასწაული მოხდა, 24 თებერვალს საქართველო ესტონეთს უმასპინძლებს და აუცილებლად უნდა მოუგოს, ხოლო სერბეთი ისრაელს უმასპინძლებს. ისრაელი ხელწამოსაკრავი ნაკრები არაა და ებრაელები სერბებს დიდ ბრძოლას გაუმართავენ.

თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჩვენ გვინდა, საბოლოო შედეგი ასეთი იქნება:

საქართველო ორი მოგების შემთხვევაში 4 ქულას მიიღებს

ხოლო სერბეთი ორ წაგებაში 2 ქულას აიღებს

თუ არ იცით, გეტყვით, რომ მოგებისთვის 2 ქულა იწერება, ხოლო წაგებისთვის - 1. ასეთი პროგნოზით საქართველოს ნაკრები 19 ქულას დააგროვებს, ხოლო სერბეთი - 18-ს და საგზურს "ჯვაროსნები" მოიპოვებენ.

ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზია, მაგრამ რეალობა სხვაა და როგორც უკვე გითხარით, სასწაულის იმედად უნდა ვიყოთ.

ჯუმბერი
კი გადაწყვეტილი ყოფილა. დერიუგინი და ქორქია ბრუნდებიან. მწვრთნელად ლევან მოსეშვილი ინიშნება.
ხვიჩა
რაც შეეძლოთ გააკეთეს და მეტი მართლა არ შეუძლია ამ ნაკრებს, მთელი სული და გული დადეს ყველა თამაშში, კი ცინცაძის შეცდომის გამო წავაგეთ საბერძნეთთან ფაქტიურად მოგებული თამაში, მაგრამ ეს კალათბურთელი ასეთ შეცდომებს უშვებს უკვე ასე ვთქვათ ბევრი წლებია, ეს ყველამ ვიცით, ამ თამაშში თავი დადო და შესანიშნავად ითამაშა ეს ყველამ ვნახეთ, ერთი რაღაცა აუცილებელია, ყველა ქალაქებში უნდა გაიხსნას ისეთი საკალათბურთო აკადემიები როგორიც არის ზაზას ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია, ვფიქრობ ამ გუნდს აქვს პერსპექტივა და აუცილებელია რომ ყველა ჩვენმა ნიჭიერმა კალათბურთელებმა ითამაშონ წამყვან ევროპულ საკალათბურთო გუნდებში, სხვანაირად ნაკრები წარმატებას ვერ მიაღწევს, აუცილებელია ერთი ან ორი კალათბურთელი გვყავდეს ნბაში, მხოლოდ ამის მერე შეიძლება გქონდეს პრეტენზია ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატებში წარმატებულ გამოსვლაზე.
მახო
მესამე პირშუ მოლაპარაკე ქართველებო, სადაურები ხართ?
ჰმ!
დერიუგინს კალათბურთში აბრუნებენო და ფაჩულიას მაგივრად ნაკრებში უნდათო გავიგე. მართალია ნეტა? თუ ვინმემ იცის დაწერეთ.
ვალიკო რევაზოვიჩი
ფრეზე ნახევარი ქულა იწერება მაგრამ ფრე აღარ გვაწყობს. მარტო მოგება! მიდით ბიჭებო! ფრე არ გამაგონოთ!
დდდ
მადლობის მეტი რა გვეთქმის ამ ბიჭებისთვის თავი დადეს ბოლომდე იბრძოლეს და მოვიგეთ.კიდევ კარგად გადაგვაქვს თაობათა ცვლის პროცესი გავიხსენოთ ვინ წავიდა ნაკრებიდან ფაჩულია სანიკიძე მარკოიშვილი ამას დავუმატოთ დიქსონი ხოდა ამ ხალხის მერე ესე ბრძოლას რომ გავუმართავთ თუმდაც ისრაელს რომელსაც ევროლიგის კალათბურთელები ყავს კიდევ დიდი მიღწევაა ასე რომ მჯერა ამ ბიჭების რომ დიდ კალათბურთს ითამაშებენ და ბევრჯერ გვასახელებენ!
სიმართლე
განგებ იქლიავებ თავს თუ სერიოზულად კითხულობ?!
ozeki.
-ავოეეე, სად დაფრინავთ. სულ ოცნებებში როგორ აცხოვრებთ ამ გაუბედურებულ მოსახლეობას.
Irakliy
ჯგუფში ჩარჩით რას ნიშნავს? შენ ამ ქვეყნის შვილი არ ხარ? მაშინ კი არ ჩარჩით, არამედ ჩავრჩით. და თუ ამ ქვეყნის შვილად არ მიგაჩნია თავი, რაღას წერ ამ კომენტარებს? წადი და ვისზეც გული შეგტკივა იმაზე წერე.
Dadu
ჩემი აზრით ძალიან მაგარი, ღირსეული და ბრძოლისუნარიანი ნაკრები გყვავს, უმცირესი შანსის პირობებშიც კა ჯიგრით და გულით თამაშობენ. ბითაძის ანთებულ თვალებს რომ ვუყურებ მჯერა ამ ნაკრების წარმატების. მსოფლიოზე ვერ გავალთ მაგრამ ევროპის ჩემპიონატისთვის უკვე უძლიერესი გუნდი გვეყოლება. ბრავო ბიჭებო ასეთი ბრძოლისათვის, ამას ვაფასებთ პირველ რიგში.
gigilo
მაგარი გათვლააDDDD
123
რას გიქვიათ უმოტივაციო საბერძნეთი? მოგება რომ გჭირდებათ იმიტომ? თქვენ ხართ მოტივირებული და ისინი არა? მაგათ პირველი ადგილი ძაან აწყენდათ თქვენი აზრით.ასე რომ ფიქრობთ მადიტომაც ჩარჩით ჯგუფში
xx
ბებია ქალი რომ არ ყოფილიყო ბაბუა იქნებოდა
გიზოგ
ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ახალი ფორმაციის ნაკრებიც ჩამოყალიბდა ბოლომდე მებრძოლ გუნდად, ისე როგორც რაგბის და ბოლო დროს ფეხბურთის ნარებები. თუ ასე გავაგრძელებთ წარმატებები აუცილებლად მოვა.
bs
საბერძნეთთან მოგებული თამაში წავაგეთ, ხოლო სერბეთმა გადაგვიარა, თან შენგელიაც გვყავდა და ჯენინგიც. სადაც სამართალია არ გვეკუთვნის გასვლა და ვერც გავალთ, გამორიცხულია! სამაგიეროდ მომავალი შესარჩევისთვის ანგარიშგასაწევ და ძლიერ გუნდად ვყალიბდებით და ამის იმედი ნამდვილად საფუძვლიანად გვაქვს!
pandora
მადლობა ამომწურავი ინფორმაციისთვის, წარმატება ბიჭებს და რა მაინტერესებს: მოგებაზე თუ ორი ქულა იწერება და წაგებაზე ერთი, ფრეზე რამდენი იწერება???
მახო
ძალიან მაგარი ნაკრები გვყავს. ასეთი პერსპექტიული შემადგენლობა არასოდეს გვყოლია. მწვრთნელი ხომ საერთოდ. ალბათ ევროპაში საუკეთესოა. ეს ეტაპი ევროპის ჩემპიონატის მზადებაა, სადაც მაღალი შედეგი უნდა დადონ. წარმატება ბიჭებს.
სოსო
შესაძლოა შანსი აღარც არის,მაგრამ ღირსებისათვის ბრძოლა, ყოველთვის პატივისცემას იმსახურებს.ჩვენს ნაკრებში კი, ღირსეული ბიჭები თამაშობენ.დარწმუნებული ვარ, ბერძნებთან ბოლომდე დაიხარჯებიან და რაც იქნება,იქნება.
siko
ასეთი რამ სამწუხაროდ მხოლიდ ზრაპრებში თუ ხდება. საბერძნეთთან ის დრამატული თამაში რომ მოგვეგო, მაშინაც მიზერული, მაგრამ რაღაც შანსი იყოს, ახლა მხოლოდ ილუზიაა და მეტი არაფერი. თუმცა ოცნებას კაცი არ მოუკლავს. ვიოცნებოთ!!!
პესიმისტი ფანი
ყურებზე ხახვი არავის დავაჭრათ, სამწუხაროდ
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
პსჟ-ში ტრავმირებულები ბრუნდებიან - დემბელესა და მარკინიოსს "ლევერკუზენთან" თამაში შეეძლებათ
[VIDEO] "რა დაემართა ჩვენს გუნდს?! ეს სასაცილო აღარაა!" - "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ გაბრაზებულმა ალექსანდერ-არნოლდის ძმამ მიმართვა გაავრცელა
პირველი შეხვედრა უკვე შედგა - "იუვენტუსმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?
[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას