ქართული ლეგიონის მიმოხილვა: მოლდოვა, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, აზერბაიჯანი და ფინეთი
მოლდოვის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ტიტულის ფავორიტად ქართული ტრიოს (ლევან კორღალიძე, დავით გამეზარდაშვილი და მამუკა ლომიძე) "დაჩია" გამოიკვეთა.

კიშინიოვური გუნდი უკვე 7 ქულით უსწრებს ვაჟა თარხნიშვილის "შერიფს". ქვეყნის მუდმივ ჩემპიონს ამჯერად ხელიდან ეცლება ტიტული, ბოლო ტურში "შერიფი" "აკადემიასთან" 0:1 დამარცხდა. ამ შეხვედრაში თარხნიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

"დაჩიამ" სტუმრად ასეთივე ანგარიშით მოუგო "ტირასპოლს". ლევან კორღალიძე "დაჩიას" ნამდვილი ლიდერია 27 თამაშში 12 გოლითა და 17 საგოლე პასით. ვასილ ღუჭაშვილის (90 წუთი) "ზიმბრუ" შინ 0:0 დაუზავდა "ოლიმპიას". "ზიმბრუ" 66 ქულით მე-4 ადგილზეა.

ლიტვის ჩემპიონატის მე-7 ტურში გოჩა ტვილდიანის "შიაულიაი" "სუდოვას" ესტუმრა და 0:0 დაუზავდა, ქართველი ფორვარდი მე-2 ტაიმში შეცვალეს. "შიაულიაი" 14 ქულით მე-4 ადგილზეა.

ლატვიაშიც მე-7 ტურის მატჩები გაიმართა. თამაზ პერტიას "დაუგავამ" სტუმრად 3:1 "იურმალას" მოუგო. აღსანიშნავია, რომ "დაუგავას" ქართველებიდან მხოლოდ ბიძინა ცინცაძემ ითამაშა. ქართველთა კიდევ ერთი გუნდი, რიგის "ოლიმპსი" სტუმრად "გულბენესთან" დამარცხდა - 1:2. კოტე ზარნაძემ, პაატა ბალაძემ, გიორგი ჩხიკვიშვილმა და თომა ტაბატაძემ სასტარტოში ითამაშეს. "ოლიმპსი" ძალიან სუსტი გუნდია - ხუთი თამაშის შემდეგ ჯერ ქულაც არ აქვს.

ესტონურ მეისტრილიგაში ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორა" "ვილანდის" დაუზავდა - 0:0. ქართველი 77-ე წუთზე შეცვალეს.

აზერბაიჯანში კი ჩემპიონი გამოვლინდა - "ნეფთჩიმ" უკვე გაინაღდა ტიტული, თუმცა ამ გუნდში ქართველი ლეგიონერი არ ირიცხება (ტურნირის მსვლელობისას სულ 1 მატჩი ითამაშა ლადო ბურდულმა). კახა ცხადაძის "ინტერი" შინ 1:1 ეთამაშა "ხაზარს". ამ შეხვედრაში ცხადაძემ თანამემამულეებიდან მხოლოდ გიორგი ლომაია და ვალერი აბრამიძე ათამაშა. ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა "ყარაბახის" ფორვარდმა გიორგი ადამიამ. "ბაქის" კარში მან მე-60 წუთზე 0:2-ზე გაიტანა. საბოლოოდ კი "ყარაბახმა" ქულა იხსნა - 2:2.

ფინეთში დაიწყო რანგით მეორე, იუკონენლიგის გათამაშება. პირველ ტურში გიორგი ოსიტაშვილის (90 წუთი) "კოტეპე" სტუმრად პკ-35-თან დამარცხდა - 0:1. ირაკლი სირბილაძისა და ნიკა კილაძის კპვ-მ 1:0 მოუგო პოპა-ს. კილაძემ და სირბილაძემ შეუცვლელად ითამაშეს.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა