ბარსელონურ დერბის "ბარსა" პირველ ადგილზე ხვდება, თუმცა ჩემპიონის ლიდერობა არ არის ძველებურად დამაჯერებელი. "ესპანიოლიც" ცხრილის ზედა ნაწილშია - 21 ქულით მე-8 ადგილზეა...

თუმცა, რომ არა ბოლოდროინდელი ჩავარდნა, "ესპანიოლი" გაცილებით წინ იქნებოდა, რადგან რუბის გუნდმა ლა ლიგაში ბოლო სამი მატჩი დათმო. ის კი არა, შუა კვირაში "ესპანიოლს" დიდი ბრძოლა გადახდა - სამეფო თასზე "კადისს" ძლივს სძლია მეორე ტაიმში ერნან პერესის მიერ გატანილი გოლით და ორი მატჩის ჯამში მხოლოდ მეტოქის მოედანზე გატანილი გოლის წყალობით გავიდა (1:0, 1:2).

"ბარსამ" ლა ლიგის ბოლო ტურში წააგო, ფრედ ითამაშა და მოიგო. მოკლედ, სუპერფორმაში არც ერნესტო ვალვერდეს გუნდია, მაგრამ თასზე მას არ გასჭირვებია - "ლეონესას" სათადარიგოებმაც იოლად სძლიეს (4:1, პირველი მატჩი - 1:0). დენის სუარესმა, რომელიც პირველ გუნდში მივიწყებულია, დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი მუნირისა და მალკომის ანგარიშზეა.

ვალვერდეს გუნდი დასვენებული ხვდება დერბის, რადგან იმ შემადგენლობიდან სასტარტოში მოხვედრის სერიოზული შანსი მხოლოდ რაკიტიჩსა და ბუსკეტსს აქვთ, რუბის გუნდი კი გადაღლილია.

"ესპანიოლს" არ ეყოლება ნალდო და სერხიო გარსია, "ბარსას" არტური, რაფინია, სერხი რობერტო, ლუის სუარესი და სამუელ უმტიტი დააკლდებიან.

სავარაუდო შემადგენლობები

ესპანიოლი (4-3-3): დ. ლოპესი - ხ. ლოპესი, დ. ლოპესი, ერმოსო, ვილა - დარდერი, როკა, გრანერო - პერესი, იგლესიასი, პიატი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ვიდალი - დემბელე, მესი, კოუტინიო

ფაქტები

ლა ლიგაში ბოლო 38 თამაშიდან "ბარსელონამ" 35 არ წააგო.

"ესპანიოლისა" და "ბარსელონას" ბოლო 10 დაპირისპირებიდან 9-ში "ელ პრატზე" 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

"ბარსელონას" "ესპანიოლთან" ბოლო 22 დაპირისპირებიდან (ყველა შეჯიბრეაში) არ წაუგია 20-ში.

"ესპანიოლმა" ლა ლიგაში ბოლო სამ მატჩში წააგო და თან თითოეულში, სულ მცირე, 2 გოლი გაუშვა.

"ბარსამ" ლა ლიგის ბოლო 6 მატჩიდან 5-ში სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაიტანა.

ძალზე საინტერესო მატჩი გაიმართება "მესტალიაზე", "ვალენსია" "ბარსას" მდევარ "სევილიას" მასპინძლობს, ამ გუნდების დაპირისპირება მუდამ საინტერესო და დაძაბულია.

სატურნირო თვალსაზრისით, ტურის ცენტრალური თამაშიც "ვანდა მეტროპოლიტანოზე" უნდა გაიმართოს - "ატლეტიკო" "ალავესს" მასპინძლობს. დიეგო სიმეონეს გუნდი მესამე ადგილზეა, ხოლო ბასკებს მასზე მხოლოდ ქულით ნაკლები აქვთ (მე-4 ადგილი). დაბოლოს, "რეალი"...

"სამეფო კლუბი" ლა ლიგის უცუდეს გუნდს, "უესკას" სტუმრობს და ამ დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტია.

ლა ლიგა. XV ტური

პარასკევი, 7 დეკემბერი

ლეგანესი-ხეტაფე 1:1

გოლები: 0:1 ლეანდრო კაბრერა (39), 1:1 ალან ნიომი (64)

შაბათი, 8 დეკემბერი

ატლეტიკო-ალავესი 16:00

ვალენსია-სევილია 19:15

ვილიარეალი-სელტა 21:30

ესპანიოლი-ბარსელონა 23:45

კვირა, 9 დეკემბერი

ეიბარი-ლევანტე 15:00

უესკა-რეალი 19:15

სოსიედადი-ვალიადოლიდი 21:30

ბეტისი-რაიო ვალეკანო 23:45

ორშაბათი, 10 დეკემბერი

ბილბაო-ჟირონა 23:59

ბომბარდირები: 11 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 10 - იაგო ასპასი (სელტა); 9 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა); 8 - ბორხა იგლესიასი (ესპანიოლი), ანდრე სილვა (სევილია), მარტი როხერი (ლევანტე).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნონა
წარმატება ბარსა! აუცილებლად მოგება! გულშემატკივრების გახარება!
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა