ახალგზარდა ბორჯღალოსან გურამ გოგიჩაშვილს, რომელიც პარიზულ "რასინგ 92"-ს ზაფხულში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდა, მსოფლიოს საუკეთესო ბურჯობას უწინასწარმეტყველებენ. ფრანგულმა სარაგბო პორტალმა Rugbyrama.fr-მ მას სპეციალური სტატია მიუძღვნა სათაურით - „გურამ გოგიჩაშვილი, მსოფლიოს მომავალი საუკეთესო ბურჯი?", სადაც 20 წლის მორაგბის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებენ "რასინგის" მწვრთნელი, სპორტული დირექტორი და კაპიტანი.

„გურამ გოგიჩაშვილი რასინგელთა რიგებს მხოლოდ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა, თუმცა, მოკლე ხანში გუნდის როტაციაში მყარად ჩაჯდა. ილ-დე-ფრანსის ხელმძღვანელობასა და პერსონალს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს ბიჭი თავის პოზიციაზე სიტყვას მსოფლიო დონეზე იტყვის.

რამდენმა ადამიანმა იცოდა გურამის შესახებ ტოპ 14-ს მიმდინარე სეზონის დაწყებამდე? ცხადია, მას იცნობდნენ საქართველოში და თვალყურს ადევნებდნენ ახალგაზრდული ნაკრებების დონეზე. გოგიჩაშვილს ბოდენ ბარეტისა და ჯონ სექსტონის დარი პოპულარობა ჯერ არ მოუპოვებია, მაგრამ რამდენიმე თვეში ადგილი მყარად დაიმკვიდრა ვარსკვლავებით სავსე ტოპ 14-ში (9 მატჩი, აქედან 6 სასტარტოში) და ეს მხოლოდ 20 წლის ასაკში, ბურჯის ურთულეს პოზიციაზე.

"რასინგ 92"-ში ის პირველივე ნახვით შეუყვარდათ: „ეს ის მოთამაშეა, რომელზე აქტიური დაკვირვებაც 20-წლამდელთა მსოფლიო პირველობის დროს დავიწყეთ. გურამთან კონტრაქტი სწორედ ამ ტურნირის მიმდინარეობისას გაფორმდა, ყველაზე დიდი სამუშაო კი მისივე სამშობლოში გავწიეთ, სადაც "რასინგმა" წინასასეზონო შეკრება გაიარა (ზახულისთასი 2018). ამან გოგიჩაშვილზე ძალიან კარგად იმოქმედა. მშობლიურ კედლებში მყოფმა ადაპტაცია სწრაფად გაიარა და გუნდთან მორგება არ გასჭირვებია" - აცხადებს პარიზელთა შერკინების მწვრთნელი ლორენ ტრავერი, რომელმაც გურამი თავიდან ესპუართათვის (დუბლები) შეარჩია, თუმცა ახალ გუნდში მისვლის დღიდან მხოლოდ პირველ გუნდში ვარჯიშობს.

გურამის უსწრაფესი პროგრესი მით უფრო გასაკვირია იმ ფონზე, რომ ის მხოლოდ ქართულ ენაზე საუბრობს. ამჟამად, გურამს კონტაქტი მხოლოდ თანამემამულე ვასილ კაკოვინთან შეუძლია, თუმცა, ეს ხელს არ უშლის თანაგუნდელეთან ერთად ჰარმონიულად იმოქმედოს და მოედანზე ერთ-ერთი შესამჩნევი ფიგურა იყოს, როგორც დაცვაში, ასევე ბურთით ხელში შეტევაში.

"გარდა იმისა, რომ თავის საქმეში, სტატიკაში უძლიერესია, ბურთსაც შესანიშნავად ფლობს. თამაშის წაკითხვა კარგად ეხერხება და ძალიან აქტიურია, განსაკუთრებით დაცვაში თამაშისას" - ამბობს "რასინგის" კაპიტანი დმიტრი შარჟევსკი.

ნოემბერში გოგიჩაშვილმა სამოასთან მოგებულ (27:19) მატჩში პირველად ითამაშა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, თანაც იმ პოზიციაზე, რომელზეც ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი კონკურენციაა.

"ვხედავთ, რომ გოგიჩაშვილს მსოფლიო დონეზე უდიდესი პოტენციალი აქვს. როდესაც ვხედავთ რისი კეთება შეუძლია 20 წლის ასაკში... გურამი რომ ახალ ზელანდიელი იყოს, მასზე ალბათ კიდევ უფრო ბევრს ისაუბრებდნენ. გოგიჩაშვილი ძალიან მაგრად ვითარდება და მტკიცედ შემიძლია განვაცხადო: თუკი ის გადაწყვეტს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ბურჯი იყოს, ეს ასეც იქნება" - ამბობს "რასინგის" სპორტული დირექტორი იანიკ ნიანგა.

9 დეკემბერს "რასინგ 92" ჩემპიონთა თასზე "ლესთერს" ეთამაშება და გოგიჩაშვილს საკუთარი უზარმაზარი ნიჭის წარმოჩენის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნება".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

კოკა
მართალია, აქვს ნამდვილად იმის პოტენციალი რომ ნარიაშვილი ამოაგდოს ძირითადიდან, ვინაიდან დინამიკაში აქვს ნამდვილად უპირატესობა. საერთოდ კიდე პირველ ნომერზე ყველაზე დიდი კონკურენციაა და კარგია ქართული რაგბისთვის, ნარიაშვილი ასეიშვილი ჟვანია გოგიჩაშვილი კაკოვინი მატარაძე
დიმა
ასე თუ გააგრძელა ნარიაშვილსაც ამოაგდებს ძირითადიდან ნაკრებში. მიუხედავად იმისა რომ სტატიკაში ნარიაშვილი უძლიერესია ბურთით ასევე გამორჩეული ვერ არის და უკვე ცხადია რომ ეს ახალგაზრდა მორაგბე ამ კომპონენტში სჯობს ნარიაშვილს, რაც სამოასთან მატჩშიც კარგად გამოჩნდა. ნარიაშვილი, ჟვანია, გოგიჩაშვილი უდიდესი კონკურენციაა ამ პოზიციაზე
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ხვალ შეიძლება სლოტს კარისაკენ მიუთითონ - მისი შესაძლო შემცვლელი ცნობილია
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა