21 წლის ანა ტატიშვილს მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის პირველ ასეულამდე სულ 5 ადგილი აშორებს

რაღა რჩება ასეულამდე? სულ 5 ადგილი და 21 წლის ანა ტატიშვილი საჩოგბურთო ელიტას შეუერთდება. ჩვენს თანამემამულეს გუშინ გამოქვეყნებული რეიტინგ-ლისტის მიხედვით, 636 ქულა აქვს და ის მსოფლიოს 105-ე ჩოგანია.

ანამ ერთ კვირაში სამი საფეხურით წაიწია წინ. 2011 წლის რბოლაში ჩვენებური სულაც 73-ე ადგილზეა და ეს ძალიან გვახარებს. წლეულს ტატიშვილმა ტურნირებზე 37,6 ათასი დოლარი გამოიმუშავა, კარიერის საჰონორარო მარაგი კი უკვე 247,2 ათას დოლარს შეადგენს. სხვა ქართველი ჩოგბურთელები რეიტინგში: 187 (+5) ოქსანა კალაშნიკოვა - 310 ქულა; 221 (+13) მაკა ჩახნაშვილი - 251; 280 (+13) სოფიო შაფათავა - 188; 304 (+1) თათია მიქაძე - 162; 429 (+22) სოფიო ქვაცაბაია - 162; 508 (-4) ეკა გორგოძე - 64; 777 (-53) მანანა შაფაქიძე - 22. როგორ ხედავთ, ჩვენებურთა უმრავლესობას მცირე პროგრესი აქვს კლასიფიკაციაში. ვაჟები: 669 (+2) ნიკოლოზ ბასილაშვილი - 25 ქულა; 827 (-) ლადო ჩიხლაძე - 13.

ანა ფრანგულ კან-სურ-მერშია, სადაც 100-ათასიანი ტურნირი იწყება. ქართველის პირველი მეტოქე მე-8 ნომრად განთესილი ბრიტანელი ენ კეტავონგია (96). ანა წყვილებშიც ითამაშებს, რუს ვალერია სავინიხთან (144) დუეტში.

უზბეკურ ბუხარაში 25-ათასიანი ტურნირის მე-2 ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვაა. მისი პირველი მეტოქე "უაილდ ქარდით" მიწვეული ბულგარელი ანი ვანგელოვაა. ოქსანა ბელარუს პოლინა პეხოვასთან (457) ერთად წყვილებშიც მე-2 ნომრად არის განთესილი. თურქულ ანთალიაში 10-ათასიანი ტურნირის პირველი ჩოგანი სოფიო ქვაცაბაიაა. ის პირველ წრეში ყახაზ ეკატერინა საგიტოვას ხვდება. ამ ტურნირის საკვალიფიკაციო წრეში პროფესიულ ასპარეზზე დებიუტი ჰქონდა ვიქტორია ჟორჟოლიანს, მაგრამ 16 წლის ქართველმა პირველივე თამაში 0:6, 0:6 (რუმინელ ისტრატესთან) წააგო.

tengo
ანა-კეტოვანგი 2-0(6/3.6/4)გაიხარე ანა!!!
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა