"მანჩესტერ სიტიმ" პირველი მატჩი წააგო წლევანდელ პრემიერლიგაში. ლიდერის ძლევა "ჩელსიმ" მოახერხა, რომლის მთავარ მწვრთნელს, მარიციო სარის არასოდეს ჰყავდა დამარცხებული პეპ გვარდიოლა და მატჩის წინ ამბობდა, რომ არ იცის, როგორ მოუგოს ესპანელს.
ეს პირველ ტაიმშიც ჩანდა - ლონდონელებმა საშინლად ითამაშეს, უამრავი მომენტი შეაქმნევინეს მეტოქეს და სასწაულით შეინარჩუნეს საკუთარი კარი "მშრალად". უფრო მეტიც: ბურთის 38 პროცენტის ფლობისა და ერთადერთი ზუსტი დარტყმის მიუხედავად, ტაიმის მოგება შეძლეს - ედენ აზარის ერთადერთმა აჩქარებამ ნ'გოლო კანტეს გოლი მოიტანა.
მეორე ტაიმში "ჩელსიმ" მოუმატა, ერთი-ორჯერ სახიფათოდ დაარტყა და 78-ე წუთზე კუთხურიდან მეორე გოლიც გაიტანა. ბოლოსკენ "სიტიმ" შტურმის მოწყობაც ვერ შეძლო და გამოჩნდა, რომ თურმე გვარდიოლას გუნდიც მოკვდავია.
08.12.18 ჩელსი - მანჩესტერ სიტი 2:0
"ლივერპულმა" გაანადგურა "ბორნმუთი" - 4:0. ჰეთ-თრიკი შეასრულა მოჰამედ სალაჰმა, რასაც მეტოქის ავტოგოლიც დაემატა. სალაჰმა კლუბის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაიტანა 40 გოლი პრემიერლიგაში. მას ამისთვის 52 მატჩი დასჭირდა (ფერნანდო ტორესს - 60 მატჩი, ლუის სუარესს - 78).
თამაშის შემდეგ დიდსულოვანმა ეგვიპტელმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მისცა ჯეიმს მილნერს, რომელმაც პრემიერლიგაში მე-500 მატჩი ჩაატარა. "წითლები" სათავეში ჩაუდგნენ გათამაშების ცხრილს და ახლა ერთი ქულით უსწრებენ "სიტის".
08.12.18 ბორნმუთი - ლივერპული 0:4
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონში პირველად გაიტანა ოთხი გოლი - დაზარალდა "ფულჰემი". ლონდონური კლუბი უკვე პირველ ტაიმში 0:3-ს აგებდა, მეორეში "გაცოცხლდა", პენალტით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ერთ წუთში სულელური გაძევება მიიღო.
ბოლო 10 წუთში რეშფორდმა, რომელმაც ორი საგოლე პასი შეასრულა, ულამაზესი გოლით დაასრულა მატჩი. კლაუდიო რანიერის "ფულჰემმა" მე-40 გოლი გაუშვა ჩემპიონატში და განწირული ჩანს. რანიერის მორიგი საოცრებისთვის ნახევარი წელი აქვს.
08.12.18 მანჩესტერ იუნაიტედი - ფულჰემი 4:1
"არსენალი" 83-ე წუთამდე წვალობდა "ჰადერსფილდთან", სანამ ტორეირამ ვარდნაში არ გაიტანა. ლონდონელები 2007 წლის შემდეგ პირველად, 21 მატჩია არ აგებენ.
08.12.18 არსენალი – ჰადერსფილდი 1:0
ჰეონ-მინ სონმა თავად გაიტანა, ალისაც გაატანინა და "ტოტენჰემმა" 2:0 მოუგო "ლესტერს". "ტოტენჰემს" საკლუბო ისტორიაში საუკეთესო სტარტი აქვს.
08.12.18 ლესტერი - ტოტენჰემი 0:2
ფაქტები
ხუან მატამ პრემიერლიგაში 50-ე გოლი გაიტანა. ის მეხუთე ესპანელია ფერნანდო ტორესის, დავიდ სილვას, დიეგო კოშტასა და სესკ ფაბრეგასის შემდეგ, ვინც ამ ზღვარს მიაღწია.
ლუკაკუმ შეწყვიტა ოფიციალურ მატჩებში 997-წუთიანი უგოლო სერია.
"არსენალს" ყველა ტურნირზე 21-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ბოლოს ასეთი სერია გუნდს 2007 წელს ჰქონდა - მაშინ გუნდი 28 მატჩი არ მარცხდებოდა.
ედენ აზარი რვა შედეგიანი პასით ლიგის ლიდერია.
დელე ალიმ 50-ე გოლი გაიტანა "ტოტენჰემის" შემადგენლობაში.
პეპ გვარდიოლამ მესამედ წააგო პრემიერლიგაში "ჩელსისთან". ესპანელი მწვრთნელი ინგლისში ყველაზე ხშირად "არისტოკრატებთან" აგებს.
"არსენალისა" და "ჰადერსფილდის" მატჩში მხოლოდ ორი ზუსტი დარტყმა იყო.
სესარ ასპილიკუეტამ "ჩელსის" შემადგენლობაში 300 მატჩი ჩაატარა.
"ვესტ ჰემის" ფორვარდ ხავიერ ერნანდესს ინგლისის ჩემპიონატში 49 გოლი აქვს გატანილი და ყველა - მეტოქის საჯარიმოდან დარტყმით.
პრემიერლიგა. XVI ტური
ბორნმუთი-ლივერპული 0:4
გოლები: 0:1 სალაჰი (25), 0:2 სალაჰი (48), 0:3 კუკი (68-საკ. კარში), 0:4 სალაჰი (77)
ლივერპული (4-3-3): ალისონი - მილნერი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი - კეიტა (65. ლალანა), ფაბინიო, ვეინალდუმი - შაჩირი (65. მანე), ფირმინო (81. ჰენდერსონი), სალაჰი.
არსენალი-ჰადერსფილდი 1:0
გოლი: 1:0 ტორეირა (83)
არსენალი (3-4-1-2): ლენო - ლიხტშტაინერი (46. მხითარიანი), მუსტაფი (66. ნაჩო მონრეალი), პაპასტატოპულოსი - ბელერინი, ტორეირა, ჯაკა, კოლაშინაცი - გენდუზი - ლაკაზეტი (46. ივობი), ობამეიანგი.
ბარნლი-ბრაიტონი 1:0
გოლი: 1:0 ტარკოვსკი (40)
მანჩესტერ იუნ-ფულჰემი 4:1
გოლები: 1:0 იანგი (13), 2:0 მატა (28), 3:0 ლუკაკუ (42), 3:1 კამარა (67-პენ), 4:1 რაშფორდი (82)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - დალოტი, ჯოუნსი, სმოლინგი (58. როხო), იანგი - მატიჩი, ერერა - რაშფორდი (84. მაკტომინი), მატა, ლინგარდი (73. ფრედი) - ლუკაკუ.
კარდიფი-საუთჰემპტონი 1:0
გოლი: 1:0 პეტერსონი (74)
ვესტ ჰემი-კრ. პალასი 3:2
გოლები: 0:1 მაკარტური (6), 1:1 სნოდგრასი (48), 2:1 ხავიერ ერნანდესი (62), 3:1 ფელიპე ანდერსონი (65), 3:2 შლუპი (76)
ჩელსი-მანჩესტერ სიტი 2:0
გოლები: 1:0 კანტე (45), 2:0 დავიდ ლუიზი (78)
ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილკუეტა, რიუდიგერი, დავიდ ლუიზი, ალონსო - კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (65. ბარკლი) - პედრო, ვილიანი (75. ლოფტუს-ჩიკი), აზარი (90. ჟირუ).
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, სტოუნზი, ლაპორტი, დელფი - ბერნარდო სილვა, ფერნანდინიო, დავიდ სილვა (68. გიუნდოგანი) - მაჰრეზი (84. ფოდენი), სანე (53. გაბრიელ ჟეზუში), სტერლინგი.
ლესტერი-ტოტენჰემი 0:2
გოლები: 0:1 სონი (45+1), 0:2 ალი (58)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ორიე (78. უოლკერ-პიტერსი), ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ბ. დევისი - დაიერი, უინქსი - სისოკო, ალი, სონი (74. კეინი) - ლუკას მოურა (67. ერიკსენი).
ნიუკასლი-ვულვზი 1:2
გოლები: 0:1 ჟოტა (17), 1:1 პერესი (23), 1:2 დოჰერტი (90+4)
გაძევება: იედლინი (57. ნიუკასლი)
ორშაბათი, 10 დეკემბერი
ევერტონი-უოტფორდი 23:59
ბომბარდირები: 10 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 9 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 8 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), გლენ მარეი (ბრაიტონი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი).
მომდევნო ტური
15 დეკემბერი: მანჩესტერ სიტი-ევერტონი, კრისტალ პალასი-ლესტერი, ჰადერსფილდი-ნიუკასლი, ტოტენჰემი-ბარნლი, უოტფორდი-კარდიფი, ვულვზი-ბორნმუთი, ფულჰემი-ვესტ ჰემი
16 დეკემბერი: ბრაიტონი-ჩელსი, საუთჰემპტონი-არსენალი, ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედი
გიორგი თვალია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს