ფაჩულიას გუნდმა ნახევარფინალური სერიის გახსნითი შეხვედრა სტუმრად "ჩიკაგოს" 103:95 მოუგო
"ატლანტა ჰოუქსი" აღარ ხუმრობს. მას შემდეგ, რაც ზაზა ფაჩულიას გუნდმა პლეი ოფის პირველი რაუნდიდან აღმოსავლეთ კონფერენციის შარშანდელი ჩემპიონი "ორლანდო" გამოაგდო, დღეს, გამთენიისას, ნახევარფინალური სერიის გახსნითი შეხვედრა სტუმრად "ჩიკაგოს" 103:95 მოუგო. ეს კი ის "ჩიკაგოა", რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში 82 მატჩიდან 62 გამარჯვება მოიპოვა და ამ შედეგით NBA -ში ყველას აჯობა.

ეს "ჩიკაგოა", რომლის თავკაცი ტომ ტიბოდუ ორი დღის წინ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ახლა კი გაირკვა, რომ NBA-ს ყველაზე პრესტიჟული პერსონალური ჯილდოც ჩიკაგოელისაა - ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ სეზონის უძვირფასესი მოთამაშის პრიზს "ბულსის" ფეხმარდი გამთამაშებელი დერიკ როუზი მიიღებს.

NBA-ში ასეა, სანამ ლიგა ოფიციალურად გამოაცხადებდეს რომელიმე კონკრეტული პრიზის მფლობელს, პრესაში თითქმის ყოველთვის ჟონავს გამარჯვებულის ვინაობა. ეს უფრო უძვირფასეს მოთამაშეს ეხება, რაც უფრო პრესტიჟულია პრიზი, მით უფრო უტყუარია წინასწარი ინფორმაცია მის მფლობელზე. რაც შეეხება ტომ დიბოდუს, მან სეზონის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი "ატლანტასთან" სერიის გახსნითი მატჩის წინ ჩაიბარა.

აი, ასეთ მრისხანე გუნდს, შუაგულ ჩიკაგოში, 20 ათასამდე ჩიკაგოელის თვალწინ მოუგო "ატლანტამ", რომელმაც რეგულარულ სეზონში 44 მოგების წილ 38 მარცხი განიცადა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5, ხოლო სრულიად ლიგის მასშტაბით მე-13 ადგილი დაიკავა. ამ გამარჯვებით ატლანტელებმა სერიაში მოედნის უპირატესობა მოიპოვეს და აღმოსავლურ ფინალში გასასვლელადაც "ჩიკაგოზე" უკეთეს სიტუაციაში არიან.

რაც შეეხება მატჩს, ის არ ყოფილა ისეთი დაძაბული, როგორიც წინა საპლეიოფო სერიაში "ატლანტა"-"ორლანდოს" ბრძოლათა უმეტესობა. მართალია, პირველ მეოთხედში მოპოვებული ათქულიანი უპირატესობა ატლანტელებმა მეორეში გაანიავეს და დიდ შესვენებაზე მხოლოდ ქულიანი უპირატესობით (51:50) გავიდნენ, თუმცა მეორე ნახევარში შეუდარებლად ათამაშდნენ. ჯორჯიელთა ლიდერმა ჯო ჯონსონმა 34 ქულა დააგროვა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ისევე როგორც ჯამალ კრაუფორდმა - შორი სროლების დიდოსტატმა სათადარიგო მოთამაშემ.

ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე პლეი ოფში ყველაზე ცოტა ხანს ითამაშა, თუმც აქამდელ გამოსვლებთან შედარებით ყველაზე შედეგიანი იყო. ქართველმა ცენტრმა "ორლანდოსთან" გასულ მატჩებში 20, 23, 26 წუთიც კი დაჰყო მოედანზე, თუმცა 4 ქულაზე მეტი არ დაუგროვებია. "ჩიკაგოსთან" დღევანდელ მატჩში კი 8 წუთში 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ზაზამ სროლები ასპროცენტიანი შედეგიანობით შეასრულა: 2-დან 2 საჯარიმო და 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. სერიის მომდევნო მატჩიც ჩიკაგოში, ჩვენი დროით 5 მაისს, გამთენიისას გაიმართება.

www.gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა