2018 წლის ეროვნული ლიგა დასრულდა და საკმაოდ დაძაბული სეზონი გამოვიდა. გთავაზობთ მიმდინარე სეზონის სამ საუკეთესო მწვრთნელს SPORTALL.GE-ს ვერსიით.

3. სოსო ფრუიძე - 19 მოგება, 7 ფრე, 5 წაგება

ეროვნული ლიგის დასაწყისში საჩხერის "ჩიხურას" შემადგენლობა ნამდვილად არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ გუნდი მარათონის ბოლოს მე-4 ადგილზე აღმოჩნდებოდა. ამაში დიდი წვლილი, რა თქმა უნდა, გუნდის თავკაცს, სოსო ფრუიძეს ეკუთვნის.

თავიდანვე "ჩიხურას" შემადგენლობა ბევრ ისეთ გუნდზე სუსტად გამოიყურებოდა, რომლებიც ახლა საჩხერლების ქვემოთ არიან. ამის მიუხედავად, ფრუიძის შეგირდებმა მოახერხეს მთავარი მწვრთნელის დარიგებების შესრულება და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვეს.

"ჩიხურა", სავარაუდოდ, ტრადიციულად თავს არ შეირცხვენს ევროთასებზე, ხოლო ფრუიძე თავის სამწვრთნელო ხარისხს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს.

ეროვნული ლიგის კვალობაზე, საჩხერლები ზედმეტად კარგ დაცვას თამაშობდნენ - ერთ-ერთ საუკეთესოსაც კი, რისი შედეგიცაა დაგროვებული ქულები და მშრალად შენახული მატჩების რაოდენობა.

ამავდროულად, ფრუიძის ხელში შეტევაში ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ჩამოყალიბდა: გიორგი გაბედავა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ეროვნულ ლიგაში - ის ბუდუ ზივზივაძესთან ერთად 22-22 გოლით ბომბარდირი გახდა და ირაკლი ბუღრიძე, რომელიც პერსპექტიულობის თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეულია.

ალბათ, ფრუიძის გუნდის მთავარი პრობლემა ის არის, რომ სეზონის ბოლოს ფეხბურთელთა გარკვეულ ნაწილს კარგავს. ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად ასე არ მოხდება და იმერულ კლუბს გაცილებით მეტი შესაძლებლობა ექნება.

2. კახა ჩხეტიანი - 20 მოგება, 9 ფრე, 7 წაგება

22-მატჩიანი წაუგებელი სერია - ეს ყველაფერზე მეტყველებს! ალბათ, ჩხეტიანი პირველ ადგილზეც იქნებოდა, ქუთაისელებს სეზონის პირველი ნახევარი რომ არ ჩაეგდოთ. ჩხეტიანის ხელში "ტორპედო" გუნდად ჩამოყალიბდა, რომელიც საკმაოდ სერიოზული ძალაა და ამ გადმოსახედიდან ჩანს, რომ მომავალი ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

ჩხეტიანის ხელში გუნდმა ისწავლა ბურთთან ურთიერთობა. მათ იციან, როგორ აკონტროლონ ის და გაუაზრებლად არ დაკარგონ. შემცირდა ინდივიდუალიზმი და აქცენტი გაკეთდა სწორ და დალაგებულ ფეხბურთზე, რაც ეროვნულ ლიგაში, ტექნიკური ფეხბურთელების რაოდენობიდან გამომდინარე, იშვიათი შემთხვევაა. დირიჟორის როლი კი კარგად მოარგო მათე ცინცაძეს. ამავდროულად, მასთან სრულ თანხვედრაში მოიყვანა სხვა ფეხბურთელებიც.

კიდევ ერთი პლუსი ფეხბურთელთა პოზიციონირებაა. მაგალითად, გიორგი ქიმაძე ორ სრულიად განსხვავებულ პოზიციაზე ათამაშა და არ შემცდარა. არც ლეგიონერებს მიანიჭა განსაკუთრებული უპირატესობა, მაგალითად, მარეკ გლინკას, რომელიც დასვა სკამზე და მასზე უკეთესად მოთამაშე მერაბ გიგაური დააბრუნა მოედანზე, იმ ფონზე, როცა სლოვაკს გაცილებით დიდი ფინანსური სარგებელი აქვს.

"ტორპედო" და მისი დამრიგებელი სწორ გზას ადგანან. ამავდროულად, გაძლიერების შემთხვევაში ეროვნული ლიგიდან გაფრენის შანსიც აქვს!

1. გიორგი ჭიაბრიშვილი - 24 მოგება, 7 ფრე, 5 წაგება

ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს გუნდის განვითარებასთან. გიორგი ჭიაბრიშვილთან ერთად "საბურთალო" გაიზარდა და ეროვნული ლიგის საუკეთესო კლუბი გახდა. ჭიაბრიშვილის მიერ სწორად გაკეთებულმა აქცენტებმა თბილისელებს შეაძლებინა ის, რომ ყველა გუნდთან საუკეთესოები და გამორჩეულები ყოფილიყვნენ.

ჭიაბრიშვილის გუნდი ერთ რომელიმე კომპონენტში გამორჩეული არ ყოფილა. ეს იყო დაბალანსებული გუნდი, რომელიც თავის საუკეთესო კომპონენტს მეტოქის სუსტ წერტილთან ავლებდა. ჭიაბრიშვილმა მოიგო არა იმით, რომ ყველაზე კარგი გუნდი ჰყავდა, არამედ იმით, რომ მეტოქის მიხედვით არჩევდა ტაქტიკას, რასაც შესაბამისად, შედეგიც მოჰქონდა. იტყვით ალბათ, ყველა ეგრე აკეთებდაო, თუმცა არა! თუ დავაკვირდებით ეროვნული ლიგის გუნდების სათამაშო სქემებს, ხშირად ერთფეროვნება შეინიშნება, ხოლო "საბურთალოს" შემთხვევაში ასე არ იყო, რადგან მეტოქეზე მორგებული სათამაშო სქემით გამოდიოდნენ მოედანზე.

ჭიაბრიშვილმა მოიგო ლიგა და აჩვენა, რომ მიმდინარე სეზონში საუკეთესო იყო. მისთვის ევროთასები არახალია, მას გამოცდილება აქვს საერთაშორისო არენაზეც. ვნახოთ, როგორ იბურთავებს "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში. მას ჰყავს პერსპექტიული ფეხბურთელები, თუმცა გაცილებით მეტი დასჭირდება, რადგან თითოეული რგოლი სათანადოდ არის შესავსები.

emigranti
სოსო ფრუიძე პირველზე უნდა იყოს...და არა მხოლოდ წელს. საუკეთესო მწვრთნელია დღევანდელ საქართველოში.
pepe
ეგ ევროტურნირებზე იკითხეთ რა ჩიტებიც ხართ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-2 მეშახტე. სენსაცია ქუთაისში! ჩხეტიანმა წარსულზე გაიმარჯვა
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო