2018 წლის ეროვნული ლიგა დასრულდა და საკმაოდ დაძაბული სეზონი გამოვიდა. გთავაზობთ მიმდინარე სეზონის სამ საუკეთესო ფორვარდს SPORTALL.GE-ს ვერსიით.

3. მიკოლა კოვტალიუკი - "დილა". 21 გოლი - 2 საგოლე გადაცემა

უკრაინელი 2017 წლის სეზონში თბილისის "დინამოში" ვერ გაიხსნა, ბევრმა გულშემატკივარმა მის შესაძლებლობებს ხაზი გადაუსვა, თუმცა გორში გადაბარგების შემდეგ ის სულ სხვა ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. "დილაში" სხვა ფეხბურთელებსაც რომ იმ დონეზე ეთამაშათ, როგორც მიკოლა ბურთაობდა, ევროთასებზე მოხვედრა არც იქნებოდა პრობლემა. მეტიც, რომ შეეწყოთ კოვტალიუკისთვის ხელი, ის ბომბარდირი გახდებოდა და გუნდსაც უკეთესი შედეგი ექნებოდა, თუმცა, მწვრთნელის მიერ მოედანზე ძალების გადანაწილების მხრივ, რიგი შეცდომები იყო.

2. ბუდუ ზივზივაძე - "დინამო". 22 გოლი - 8 საგოლე გადაცემა

ძალიან რთული იყო ბუდუსთვის მეორე ადგილის მინიჭება, თუმცა პირველი ადგილის წარმოდგენისას ავხსნით ამ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ზივზივაძეს, ის მეორეჯერ გახდა ეროვნული ლიგის ბომბარდირი, ამჯერად თანაბომბარდირი, თუმცა სტატისტიკა სტატისტიკაა.

მისი კარიერული შეცდომა იყო, როცა საუკეთესო ფორმაში მყოფი ეროვნული ლიგიდან დანიის სუპერლიგაში ლიგაში გადავიდა, სადაც თავი ვერ დაიმკვიდრა. ზივზივაძეს გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე 22 გოლი. მას წინ აქვს ყველაფერი, თუმცა კარგი იქნება, რომ მეტად სტაბილური იყოს. იყო შეხვედრები, როცა თავს კარგად წარმოაჩენდა, თუმცა იყო მატჩები, როდესაც უამრავ შეცდომას უშვებდა და ამავდროულად, საგოლე მომენტებს ვერ იყენებდა.

ზივზივაძეს ფრთა მოტეხეს, როცა ოთარ კიტეიშვილი "დინამოდან" წავიდა. ეს ორი ფეხბურთელი ძალიან კარგ ტანდემს ქმნიდა. კიტეიშვილის წასვლის შემდეგ ზივზივაძეს ლიდერობის გადაბარება მოუწია. მისი საუკეთესო მატჩი "სიონთან" იყო, როდესაც პოკერი შეასრულა და ფაქტობრივად, ცალი ფეხით დაამარცხა მეტოქე. ვიმედოვნებთ, რომ ბუდუ სრულფასოვნად დაიბრუნებს საუკეთესო ფორმას და თავის შესაძლებლობებს არამარტო ეროვნულ ლიგაში გამოავლენს.

1. გიორგი გაბედავა - "ჩიხურა". 22 გოლი - 4 საგოლე გადაცემა

ჰქონდა თუ არა გაბედავას კარიერის პიკი, ეს მომავალ სეზონში გაირკვევა, მაგრამ 29 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ეროვნულ ლიგაში. რა გამოარჩევდა მას? ბრძოლა! ის ბურთს არ ელოდებოდა, დარბოდა მის მოსაპოვებლად და მთელი შეხვედრის განმავლობაში არ ჩერდებოდა. გოლეადორობასთან ერთად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი იყო. მის თამაშს გარკვეულწილად ნახევარდაცვა ბოლომდე ვერ უბამდა მხარს, თორემ გაცილებით უკეთესი შედეგიც იყო შესაძლებელი.

რითი აჯობა მან ბუდუს? ბუდუს ზურგს უკან უკეთესი მეპასეები ჰყავდა, ვიდრე გაბედავას. თუნდაც ნახევარი სეზონი ზივზივაძეს ზურგს ოთარ კიტეიშვილი უმაგრებდა, ხოლო გაბედავას ნახევარდაცვაშიც ბრძოლა უწევდა ბურთის მოსაპოვებლად. თუნდაც ავიღოთ ევროთასები, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ გაბედავა ყველა ბურთისთვის იბრძოდა.

"ჩიხურას" სჭირდება გაბედავა და გაბედავასაც სჭირდება გუნდი, რომელიც მას სრულ ნდობას უცხადებს. საფეხბურთო კარიერა არც ისეთი ხანგრძლივია და არც გიორგია პატარა. მან მომავალი რამდენიმე სეზონი ნაყოფიერად უნდა გამოიყენოს. იმედია, გაბედავა ერთი სეზონის ფეხბურთელად არ ჩამოყალიბდება, რომელიც ერთ წელს გაიბრწყინებს და მეორე წელს ჩავარდნა ექნება.

cotne
samokvarulo ligis mfrinavebi)))))))
ბაირონი
მფრინავი არა ისსს...
თავისუფალი სიტყვა
ავტორს მინდა მივმართო . ბატონო გალაქტიონ . უბრალოდ მინდა შეგისწოროთ სტატიაში რამოდენიმე შეცდომა . პირველი ბუდუ ზივზივაძე დანიაში მეორე ლიგაში არ გადასულა , არამედ როცა გადავიდა პირველ ლიგაში იყო. მეორე ზივზივაძეს 8 საგოლე პასი აქვს , გაბედავას 4 . მესამე ბუდუს 1 პენალი აქვს გატანილი და გაბედავს 5 . ეხლა გისვამთ კითხვას , მათემატიკაში გაქვთ პრობლემა თუ გაბედავა თქვენი ნათესავია ?
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
გორის "დილაში" უკრაინელი ფორვარდი დაბრუნდა
გაბედავას კონტრაქტი დაუსრულდა და "საბურთალო" დატოვა
გიორგი გაბედავა თბილისის "დინამოში" გადავიდა
მიკოლა კოვტალიუკი ყაზახეთის უმაღლეს ლიგაში დაწინაურებულ გუნდში გადავიდა
მიკოლა კოვტალიუკს "ზორია" იწვევს
გაბედავა: გვაქვს შანსი დავამტკიცოთ, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"საბურთალო" გიორგი გაბედავას აზერბაიჯანულ გუნდში შესაძლო გადასვლას უარყოფს
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
უკრაინელი ლეგიონერი "დილასგან" 2,5 თვის ხელფასის გადახდასა და გათავისუფლების ფურცელს ითხოვს
"ჩვენთვისაც გაუგებარია, რა ხდება კოვტალიუკის თავს" - გორის "დილა" უკრაინელ ფეხბურთელს პასუხობს
გიორგი გაბედავა: ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
თბილისის "დინამო" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო