გასული უქმეების შემდეგ პრემიერლიგას ახალი ლიდერი ჰყავს - "ლივერპული", რომელიც ძალიან კარგად უძლებს უაღრესად დაძაბულ რიტმს და პრემიერლიგის დარად, ნაყოფიერად ირჯება ჩემპიონთა ლიგაშიც, სადაც იურგენ კლოპის გუნდმა პლეი ოფში გააღწია.

"ლივერპული" ახლა ფავორიტია "მანჩესტერ იუნაიტედთანაც", რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში საგარეო მარცხი იწვნია "ვალენსიასთან". "წითელი ეშმაკების" დამრიგებელი ჟოზე მოურინიო დაცვითი ფეხბურთის აპოლოგეტად ითვლება, კლოპი კი - პირიქით.

"ლივერპულს" გარკვეული პრობლემები აქვს დაცვაში. კარგა ხანია, დაშავდა ჯო გომესი. ასევე დაიწერა იმის თაობაზე, რომ "ნაპოლისთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო ცენტრალურმა მცველმა ჟოელ მატიპმა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის გამოჯანმრთელებას.

"სიტი" ეთამაშება "ევერტონს" და, რა თქმა უნდა, ფავორიტია. ეგაა, ლივერპულელები ყველა შეხვედრაში შმაგად იბრძვიან, თუნდაც ფავორიტებთან და პეპ გვარდიოლას გუნდსაც არ ელოდება იოლი თამაში. თან "სიტის" ხასიათის გამოკეთება მართებს, რადგან წინა ტურში საგარეო მარცხი "ჩელსისთან", ლიდერობის დათმობად დაუჯდა.

წესით, წარმატებული სერია უნდა გააგრძელოს "ჩელსიმ". ბოლო დროს მაურიციო სარის გაწვრთნილ გუნდს შედარებით არასტაბილურობა კი დასჩემდა, მაგრამ "ბრაიტონს" უნდა აჯობოს. სარი ბოლო დროს ძალიან თავმდაბლობს, მაგრამ თქმა რად უნდა იმას, რომ ამჯერადაც მხოლოდ 3 ქულა ექნება დაგეგმილი.

რთული გასვლითი შეხვედრა ელის "არსენალს" "საუთჰემპტონთან", მით უმეტეს, თუ "მეთოფეთა" დაცვაში არსებულ პრობლემებს გავითვალისწინებთ. გუნდს ხანგრძლივი ვადით გამოაკლდა ცენტრალური მცველი რობ ჰოლდინგი. "საუთჰემპტონი" მიმდინარე სეზონში ვერაფერი ბედენაა, მაგრამ ამ ტრადიციულმა კლუბმა ოდესმე უნდა მოუმატოს. თან არ დაგვავიწყდეს. "წმინდანებს" ახალი მწვრთნელი ჰყავთ - "ლაიპციგის" ექსბოსი რალფ ჰაზენჰუტლი. ახალი მწვრთნელის ფაქტორი კი ძალიან ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს.

ფაქტები

"სიტისა" და "ევერტონის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ორი გოლი მაინც.

"კრისტალ პალასმა" ბოლო 2 შეხვედრაში მოახერხა "ლესტერის" დამარცხება.

"ჰადერსფილდისა" და "ნიუკასლის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

"ტოტენჰემმა" ბოლო შეხვედრაში 3:0 მოუგო "ბარნლის".

"უოტფორდისა" და "კარდიფის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ შეაგდო.

"ვულვზი" და "ბორნმუთი" ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ოთხივეჯერ ორივემ გაიტანა.

"ჩელსი" სულ ორჯერ შეხვდა "ბრაიტონს" და ორივე თამაში მოუგო.

"საუთჰემპტონისა" და "არსენალის" ბოლო 2 მატჩში ორივემ გაიტანა.

ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა "ლივერპულისა" და "მანჩესტერის" შემთხვევაში.

პრემიერლიგა. XVII ტური

შაბათი, 15 დეკემბერი

მანჩესტერ სიტი-ევერტონი 16:30

კრ. პალასი-ლესტერი 19:00

ჰადერსფილდი-ნიუკასლი 19:00

ტოტენჰემი-ბარნლი 19:00

უოტფორდი-კარდიფი 19:00

ვულვზი-ბორნმუთი 19:00

ფულჰემი-ვესტ ჰემი 21:30

კვირა, 16 დეკემბერი

ბრაიტონი-ჩელსი 17:30

საუთჰემპტონი-არსენალი 17:30

ლივერპული-მანჩესტერ იუნ 20:00

ბომბარდირები: 10 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 9 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 8 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), გლენ მარეი (ბრაიტონი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი), რიჩარლისონი (ევერტონი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს