"ბარსელონას" ნახევარმცველის თქმით, კატალონიელებს ამ მატჩში დამატებითი მოტივაცია არ სჭირდებათ
"ბარსელონას" ნახევარმცველ ჩავისთვის ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი "რეალთან" ევროპულ არენაზე 131-ე იქნება.

ორი ესპანური გრანდი მოკლე ხნის განმავლობაში მეოთხე დაპირისპირებას გამართავს. 31 წლის ფლეიმეიქერი დარწმუნებულია, რომ "კამპ ნოუზე" თამაში იოლი არცერთი გუნდისთვის იქნება, მიუხედავად იმისა, რომ "ბლაუგრანამ" მადრიდში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.

"გუნდს და პირადად მეც ამ მატჩისათვის არანაირი დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება. ძალიან კარგია, რომ ნახევარფინალში გავედით და პირველ მატჩში მადრიდში შესანიშნავ შედეგს მივაღწიეთ. გვსურს, რომ ხალხმა ამ ისტორიული დაპირისპირებისგან სიამოვნება მიიღოს. ფეხბურთელებსაც მატჩისგან სიამოვნების მიღება გვსურს და იმედი გვაქვს, ის გულშემატკივარსაც მოეწონება. ჩვენ ფინალში გასვლის ამოცანა უნდა გადავწყვიტოთ."

ევროპის და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა დასძინა: "ყველა ზედმეტ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რასაც უშუალოდ თამაშთან არანაირი შეხება არ აქვს. მიმაჩნია, რომ ხალხი ყურადღებას ისეთ რამეებს აქცევს, რაც არცთუ მნიშვნელოვანია, რადგან უშუალოდ ფეხბურთთან არანაირი შეხება არ აქვს."

ჩემპიონთა ლიგის 2010/11 წლის სეზონის ფინალი "უემბლიზე" გაიმართება, სადაც "ბარსელონამ" არენის რეკონსტრუქციამდე, 1992 წელს თავისი პირველი ჩემპიონთა თასი მოიგო. ჩავი მაშინ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში არ ყოფილა და ამას დღემდე ნანობს:

"ჩემს უფროს ძმებს ლონდონში წასვლის უფლება მისცეს, მე კი მშობლებმა არ გამიშვეს და ფეხბურთს ტელევიზორში ვუყურე. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. რა თქმა უნდა, "ბარსელონას" ყველა გულსემატკივრისთვის ძალიან სასიხარულო იქნება, თუ ამ წელს "უემბლიზე" დავრუნდებით. მითუმეტეს, თუ ფინალისკენ მიმავალ გზაზე ჩვენს მოსისხლე მტერს ჩამოვიცილებთ."

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა