ჩემპიონატების უმრავლესობა ან ისვენებს, ან დასრულდა. შესაბამისად, ლეგიონერთა დიდი ნაწილი საქართველოში ბრუნდება და ახალი წლის სამზადისში ერთვება. რაც შეეხება დანარჩენებს, ზოგს კარგი უქმეები ჰქონდა, ზოგსაც სკამზე მოუწია დროის გატარება.

ავსტრია

ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" "ადმირა" 3:0 გაანადგურა. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 92-ე წუთზე შეცვალეს. 18 ტურის შემდეგ გრაცელები მეექვსე ადგილზე არიან.

ბელგია

ქართველების "გენტი " "შარლერუას" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. გიორგი ჩაკვეტაძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, გიორგი ქვილითაია განაცხადში არ ყოფილა. 19 ტურის შემდეგ "გენტი" მერვე ადგილზეა.

კვიპროსი

ნიკა კაჭარავასა და ბექა მიქელთაძის "ანორთოსისი" შინ "პაფოსს" 2:2 დაუზავდა. ნიკა კაჭარავამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და 23-ე წუთზე გოლი გაიტანა, მიქელთაძე კი 75-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე. ფამაგუსტელები 13 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზე არიან.

Video

15.12.18 ანორთოსისი-პაფოსი 2:2 ნიკა კაჭარავას გოლი

დანია

ლაშა პარუნაშვილის "ეისბერგმა" "ნორდსიელენდი" 3:0 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად იასპარეზა. 20 ტურის შემდეგ მისი გუნდი მეოთხე ადგილზეა.

საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" შინ "ვეილს" 2:0 სძლია. ჩვენებური შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი სუპერლიგაში მეექვსე ადგილზეა.

უნგრეთი

მურთაზ დაუშვილის "ჰალადასი" "დებრეცენს" დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. ქართველი საყრდენი ძირითად შემადგენლობაში იყო, 23-ე წუთზე ყვითელი მიიღო, მეორე ტაიმში კი სათადარიგოდ გადაინაცვლა. დაუშვილის გუნდი 18 ტურის შემდეგ ბოლო, მე-12 ადგილზეა.

ბაჩანა არაბულის "პუშკაშის აკადემიამ" "მეზოკოვესდს" 2:0 სძლია. არაბული ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრის მიწურულს შეცვალეს. აკადემიელები მეცხრე ადგილზე არიან.

გიორგი ბერიძის ''უიპეშტი" ''ჰონვედს" ესტუმრა და 2:2 ეთამაშა. ბერიძემ მეორე ტაიმის დასაწყისში, 46-ე წუთზე თავი გოლით გამოიჩინა. ეს რიგით მეოთხე გოლია მადიარების პირველობაზე. ქართველი 87-ე წუთზე შეცვალეს. ბერიძის გუნდი მეხუთე ადგილზეა.

Video

16.12.18 უიპეშტი-ჰონვედი 2:2 გიორგი ბერიძის გოლი

პოლონეთი

ვატო არველაძის "კორონა" "სლასკს" 1:1 დაუზავდა. ქართველი შემტევი სათადარიგო იყო. 19 ტურის შემდეგ კელცელები მეექვსე ადგილზე არიან.

გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" "ვისლასთან" 1:2 დამარცხდა. ერთადერთი გოლი გიორგი მერებაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც 48-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. ეს მისი მეხუთე გოლია ექსტრაკლასაში. პლოცკელები მეთორმეტე ადგილზე არიან.

Video

14.12.18. პლოცკი - ვისლა 1:2. გიორგი მერებაშვილის გოლი

ლუკა ზარანდიას "არკა" "გორნიკს" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა. ჩვენებურმა შემტევმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. გდინიელები მეცხრე ადგილზე არიან.

პორტუგალია

მორიგი მარცხი განიცადა ავთო ებრალიძის "ჩავესმა", რომელიც შინ "მორეირენსესთან" 1:2 დამარცხდა. ებრალიძე სათადარიგო იყო. მისი გუნდი 13 ტურის შემდეგ ბოლო, მე-18 ადგილზეა.

ესპანეთი

სეგუნდა დივიზიონში გიორგი აბურჯანიას "ლუგო" "ალმერიას" ესტუმრა და ფრედ, 1:1 ეთამაშა. ქართველი საყრდენი სათადარიგო იყო. 18 ტურის შემდეგ აბურჯანიას გუნდი მე-14 ადგილზეა.

შვეიცარია

ქართველების "ლუცერნმა " "სენტ გალენი" 2:1 დაამარცხა. ოთარ კაკაბაძე განაცხადში არ ყოფილა, ვაკო გვილია სათადარიგო იყო და მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა. 18 ტურის შემდეგ ლუცერნელები მეხუთე ადგილზე არიან.

ქუთაისელი
ოხ, ერთი ტორპედო შეხვდეს მერებას და კაჭარავას გუნდებს, რო ამოვტენოთ, და რო მიხვდნენ ჩვენზე უარეს გუნდში არიან ამჟამად... მარა რად გინდა, იქაც მაჩანჩალა გუნდებში არიან..
ბაჩო
კაკაბაძე განაცხადში რატო ვერ ხვდება?
Рома
ლორია- კაკაბაძე,კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი. - კანკავა, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი, მერებაშვილი. ქვილითაია.
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში საოცარი გოლი გაიტანა
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
გიორგი ბერიძის მორიგი გოლი თურქეთის სუპერლიგაში [VIDEO]
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთში საოცარი გოლი გაიტანა!
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "პრესტონს" ფრედ ეთამაშა
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
გიორგი ბერიძე "უიპეშტში" დაბრუნდა
სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
ქართველების "უოტფორდს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ