რეკორდმაისტერს მეკარეების საკითხში სხვა სიახლე აქვს: ჰანს-იორგ ბუტმა კონტრაქტი გააგრძელა, თომას კრაფტმა კი გაწყვიტა
მანუელ ნოიერი მიუნხენის „ბაიერნში“, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია. სამაგიეროდ, რეკორდმაისტერს მეკარეების საკითხში სხვა სიახლე აქვს: ჰანს-იორგ ბუტმა კონტრაქტი გააგრძელა, თომას კრაფტმა კი გაწყვიტა. ეს ორი ინფორმაცია მიუნხენურმა გრანდმა გუშინ გაავრცელა. შესაბამისად, გაირკვა, რომ ბუტი ზაფხულში აქტიურ სპორტულ კარიერას არ დაამთავრებს.

ბუტმა, რომელიც 28 მაისს 37 წლის ხდება, „ბაიერნთან“ მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. „იორგ ბუტი უმაღლესი კლასის მეკარეა და ძალიან მიხარია, რომ მომდევნო სეზონშიც ჩვენთან ერთად იქნება. მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებით, პირველ რიგში „ბაიერნის“ მომავალი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის სურვილი შესრულდა,“ - ეს რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია.

რაკი მიუნხენელები ნოიერის ყიდვა დგას დღის წესრიგში, გამოდის, რომ ბუტი თანახმაა, მომავალ სეზონში სათადარიგოთა სკამზე დაჯდეს. მანუელის ტრანსფერი რომ არ შედგეს, ვეტერანი კიპერი პირველ ნომრად დარჩება. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ 22 წლის კრაფტს მიუნხენში აღარ დაედგომება. ამ უკანასკნელს „სკამის ხეხვის“ პერსპექტივა არ ხიბლავს.

„თომას კრაფტის მიზანი პირველობაა, ჩვენ კი ამის გარანტიას ვერ ვაძლევთ. შესაბამისად, თომასი ზაფხულში დაგვტოვებს,“ - აცხადებს „ბაიერნის“ სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი. „კიკერის“ ინფორმაციით, კრაფტს ბერლინის „ჰერტა“ ეპატიჟება – ლევან კობიაშვილის გუნდი, რომელმაც უკვე გაინაღდა პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნება, მომავალი სეზონისთვის ელიტისთვის შესაფერის კიპერს ეძებს.

აქვე გეტყვით, რომ გადაწყვეტილია სანკტ პეტერბურგის „ზენიტთან“ ამხანაგური მატჩის ჩატარება – შეხვედრა 18 მაისს გაიმართება. შეგახსენებთ, „ზენიტი“ ის გუნდია, რომელმაც სამი წლის წინ, უეფას თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში „რეკორდმაისტერი“ 4:0 დაამარცხა...

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა