ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"ბარსა" უემბლიზე, "რეალი" სახლში [+VIDEO]

"ბარსა" უემბლიზე, "რეალი" სახლში [+VIDEO]

ჩემპიონთა ლიგა. ნახევარფინალი. საპასუხო მატჩი. "ბარსელონა"-"რეალი" 1:1
ყველაზე კარგი ამ წვიმითა და უხეშობით გაჯერებულ თამაშში სულ უკანასკნელ წუთზე მოხდა - მოედანზე გამოვიდა ერიკ აბიდალი, "ბარსელონას" ფრანგი მცველი, რომელმაც ამით დიდი გამარჯვება მოიპოვა - ადამიანმა აჯობა სასტიკ სენს და არა მარტო გამოჯანმრთელდა, არამედ ფეხბურთსაც დაუბრუნდა. მან სულ რამდენიმე წამი ითამაშა, თუმცა თავისი ცხოვრების უდიდესი გამარჯვება კი მოიპოვა.

უნდა ვაღიაროთ, რომ საგაზაფხულო "კლასიკოების" 4 სერიიდან (17 დღეში!) გაცილებით მეტს ველოდით - არა, "რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებებს სკანდალი და დაძაბულობა არ დაჰკლებია, მაგრამ საფეხბურთო ზეიმი არ შედგა. ორი-სამ გაელვებას თუ არ ჩავთვლით, ამ სერიამ ფეხბურთს ბევრიც ვერაფერი შემატა - ლეო მესის სუპერგოლს თუ გავიხსენებთ პირველ ნახევარფინალურ მატჩში.

განსაკუთრებით დიდი იმედგაცრუება წუხელ გველოდა - "რეალი" თითქმის განწირული იყო ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალის წინ, მწვრთნელისა და ორი მოწინავე ფეხბურთელის გარეშე "სამეფო კლუბს" 0:2 წაგების აღმოფხვრა ნაკლებად ხელეწიფებოდა.

ბრძოლა არც ამ თამაშს დაკლებია, თუმცა ორი მიზეზის გამო ის ნაკლებად ჰგავდა საფეხბურთოს - პირველი კოკისპირული წვიმაა, რომელმაც "კამპ ნოუს" მინდორი ერთ დიდ გუბედ აქცია, მეორე კი ფეხბურთელთა ზღვარსგადასული უხეშობაა, განსაკუთრებით კი სტუმართა მხრიდან. წარმოიდგინეთ, "რეალი" 31-ჯერ დაჯარიმდა თამაშის მსვლელობისას ანუ ყოველ 2,9 წუთში ერთხელ! თამაში კი ყოველ 2,1 წუთში ერთხელ ჩერდებოდა ("ბარსაც" ხომ ჯარიმდებოდა).

და მაინც, ყველაფერი სულ სხვაგვარად შეიძლება განვითარებულიყო, ფრანკ დე ბლეეკერეს 47-ე წუთზე გონსალო იგუაინის გოლი რომ ჩაეთვალა, ბელგიელმა არბიტრმა ბოლო პასის გამკეთებელი კრიშტიანო რონალდო დააჯარიმა. საოცარია, მაგრამ ფაქტია - უეფას ოფიციალური საიტის მიმოხილვაში ეს ეპიზოდი საერთოდ არ მოხვდა, ხოლო "ცოცხალ" კომენტარში წაიკითხავთ: "47-ე წუთი: რონალდო ჯარიმდება მასკერანოსთან ორთაბრძოლაში".

სულ მალე კი ყველაფერი გადაწყდა - 54-ე წუთზე ანდრეს ინიესტამ დიდებული პასი მისცა პედროს და ამ უკანასკნელმაც დააწინაურა "ბარსელონა". ისედაც განწირული "რეალი" 3 გოლს, რომ ვერ გაიტანდა, ცხადი იყო, თუმცა ჟოზე მოურინიოს ფეხბურთელები არ დანებდნენ და ათ წუთში გათანაბრება შეძლეს - დი მარიამ ძელს გაარტყა ბურთი, უკან გამოვარდნილი ისევ თავად ჩაიგდო და მარსელოს გაატანინა - 1:1. "ბარსელონა" ფინალშია - 28 მაისს "უემბლიზე" ითამაშებს, მისი მეტოქე დღეს გაირკვევა, თუმცა დიდი ალბათობით, ის მეტოქე "მანჩესტერ იუნაიტედია".

ისე, კაცმა რომ თქვას, გაზაფხულის 4 "კლასიკოდან" გუნდებმა თითო მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს, თუმცა ცხადზე უცხადესია, რომ "ბარსელონა" გამარჯვებული გამოვიდა ამ სერიალიდან - ჩემპიონატში მანამდე თითქმის მოგებული, ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვა, ჩემპიონთა ლიგიდან გააგდო "რეალი", რომელსაც მხოლოდ ქვეყნის თასი "დაუთმო".

საინტერესო ფაქტი: ლეო მესის წინააღმდეგ წუხელ 11-ჯერ დაჯარიმდნენ. ლასანა დიარამ კი 8-ჯერ დაარღვია სულ თამაშის წესი.

ქვესათაურში ოთხი ადამიანის სახელი გამოვიტანეთ, რომლებიც ჩვენი აზრით, 4 "კლასიკოს" 4 გმირია (ქრონოლოგიურად): პირველში მართლაც საუცხოოდ ითამაშა პეპემ, მეორე "რეალმა" ჟოზეს გამართული ტაქტიკით მოიგო, მესამე - მესი უკომენტაროდ და ბოლოს - აბიდალი. ამასთან, პირველმა ორმა გმირმა მერედამერე ანტიგმირობაც მოასწრო.

ჩემპიონთა ლიგა. ნახევარფინალი. საპასუხო მატჩი

ბარსელონა (ესპანეთი)-რეალი (ესპანეთი) 1:1 (2:0)

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, პიკე, პუიოლი (90. აბიდალი) - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ვილია (74. კეიტა), მესი, პედრო (92. აფელაი).

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, რიკარდო კარვალიო, ალბიოლი, მარსელო - ლ. დიარა, ჩაბი ალონსო - რონალდო, კაკა (60. იოზილი), დი მარია - იგუაინი (55. ადებაიორი).

გოლები: 1:0 პედრო (54), 1:1 მარსელო (64)

მაყურებელი: 95 000

არბიტრი: ფ. დე ბლეეკერე (ბელგია)

სტატისტიკა

მატჩი დაიწყო: ბარსელონა

პირველი კუთხური: ბარსელონა

პირველი ჯარიმა: რეალი

პირველი გაფრთხილება: რეალი

11 (6) დარტყმა 3 (1)

10 ჯარიმა 31

3 კუთხური 2

1 გაფრთხილება 5

64% ბურთის ფლობა 36%

• kopala

რა ბოღმით ხართ ეს ხალხი სავსე,ვერ ხედავთ რომ ბარსა ერთი საუკუნით წინაა Fეხბურთის თამაშით?

• levani

ბრასა ძლერი, მაგრამ სიმულანტი და პროვოკატორი არაკაცების (ალვეში, პედრო, ბუსკეტსი, მესიც) გუნდია. ჩაეთვალა იმ რეგვენ მსაჯს წესებით გატანილი გოლი და მერე ვნახავდით. მსაჯებმა მაგრად იმუშავეს! არა უშავს, მანჩესტერი აიღებს თასს!

• levani

მსაჯებმა ბარსაზე მაგრად იმუშავეს. ჩაეტვატა იმ რეგვენ მსაჯს რეალის წესებით გატანილი გოლი და მერე ვნახავდით. ბარსა ძალიან ძლიერი, მაგრამ არაკაცი სიმულანტებით გატენილი გუნდია. მანჩესტერი კუდით ქვას ასროლინებს!

• Dato

ბარსელონა დამსახურებულად გავიდა ფინალში, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მსაჯების დახმარების გარეშე შეიძლება ვერ გასულიყო და რეალი გასულიყო დაუმსახურებლად.

[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა

"ვინისიუსი პროვოკატორია - ესაა დეგრადაციის დონე" - ყოფილი მსაჯი პრესტიანის დასჯის გამო აღშფოთებულია

იმედს არ კარგავენ - "ბენფიკამ" პრესტიანი მადრიდში მაინც ჩაიყვანა

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო

გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია

[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა