მადრიდის მასტერსის მეორე ორი ამერიკელი განთესილი ჩოგბურთელისთვის დღე უიღბლო გამოდგა
მადრიდის მასტერსის მეორე დღე უიღბლო გამოდგა ორი ამერიკელი განთესილი ჩოგბურთელისთვის. მარდი ფიშმა, რომელმაც განთესვის მე-11 ნომერი მიიღო, თავის თანამემამულესთან ჯონ ისნერთან წააგო.

ამერიკელებმა გრუნტის კორტზეც კი მოახერხეს ჰარდის საფარისთვის დამახასიათებელი თამაში, რომელიც ორ ტაი-ბრეიკს შეიცავდა. ორივე "შემოკლებული" გეიმი ისნერს დარჩა, რომელმაც მთელი მატჩის განმავლობაში ექვსი ბრეიკ-პოინტიდან ვერც ერთი ვერ გამოიყენა, მისმა მეტოქემ კი ოთხიდან ერთი ასეთი შანსი გარდასახა ბრეიკში, მაგრამ ეს მხოლოდ მეორე სეტის მოსაგებად ეყო.

ენდი როდიკი დიდად არ გამოირჩევა გრუნტის კორტებზე კარგი თამაშით, მაგრამ, ალბათ, ვალდებული იყო გაევლო იტალიელი ფლავიო ჩიპოლას ბარიერი. ამ მატჩში, რომელიც თითქმის სამი საათი გაგრძელდა, მეტოქეებს 10-10 ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ, მაგრამ აქედან ამერიკელმა მხოლოდ ორის რეალიზება მოახერხა, იტალიელმა - ორჯერ მეტის.

მარკოს ბაღდატისსაც რთული მატჩი ჰქონდა, მაგრამ მან მაინც მოიგო სამ სეტში ალეხანდრო ფალასთან. ასევე იმ დღეს გამარჯვება მოიპოვა გაელ მონფილსმა, რომელმაც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა ივო კარლოვიჩს.

როდიკის გავარდნის გარდა, დღის მთავარი მოულოდნელობა იყო ვეტერანი ხუან კარლოს ფერეროს მარცხი. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა და ATP-ის 15 ტიტულის მფლობელმა ჰოლანდიელ ტიემო დე ბაკერთან წააგო, რომელმაც ათი ეისის ჩაწოდება შეძლო.

ქალებს შორის ასევე ბევრი იყო სამსეტიანი მატჩები. ამ დღეს პირველი წრე სრულდებოდა და პარალელურად მეორე რაუნდში დაიწყო ურთიერთობის გარკვევა.

ტურნირზე უაილდ-ქარდით მოხვედრილმა დინარა საფინამ მოგებით დაიწყო მადრიდში გამოსვლა. თუმცა მისი მატჩი ესპანელ ნურია ლაგოსტერა ვივესთან ორი საათი და 40 წუთი გაგრძელდა. მასპინძელმა პირველი სეტის აღება შეძლო, მაგრამ რუსს ჯერჯერობით იმდენი ოსტატობა მაინც აქვს შემორჩენილი, ლაგოსტერას დონის მოთამაშეები მაინც დაამარცხოს. მეორე და მესამე სეტშიც ბრძოლა იყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში დინარა უფრო ზუსტი აღმოჩნდა.

კიდევ ერთმა ესპანელმა და უაილდ-ქარდის მფლობელმა, წინა კვირას ეშტორილის ტურნირის ჩემპიონმა ანაბელ მედინა გარიგესმა უკვე პირველი წრის შემდეგ ჩაალაგა ბარგი და შინ დაბრუნდა. ლუსი საფაროვასთან მატჩი სამ სეტში გაიწერა. მასპინძელმა მესამე სეტის ტაი-ბრეიკამდე გაძლო, მაგრამ იქ ძალები გამოელია.

მეორე წრის ოთხი მატჩიდან ყველაზე იოლი გამარჯვება ვიქტორია აზარენკას ერგო. როგორც ჩანს, ბელარუსი კარგად მომზადებული შეხვდა მადრიდის ტურნირს. პირველ წრეში მან 6:0, 6:0 დაამარცხა რუსი ვერა დუშევინა, ხოლო შვედ სოფია არვიდსონს თითო სეტში თითო გეიმი დაუთმო და 45 წუთში გაიმარჯვა.

მოულოდნელი იყო გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩის წაგება ესპანელ არანჩა პარა სანტონხასთან, რუსებმა მარია შარაპოვამ და ვერა ზვონარევამ კი სამ-სამი სეტი მოანდომეს თავიანთი მატჩების მოგებას, თანაც ორივემ საკუთარი თანამემამულე დაამარცხა. ტურნირის მეორე ნომერმა ზვონარევამ ერთი სეტი 0:6 წააგო ელენა ვესნინასთან, თუმცა მომდევნო ორ პარტიაში დაამტკიცა ფავორიტის სტატუსი.

WTA

Mutua Madrid Open

მადრირი (ესპანეით). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 ევრო

I წრე

ნა ლი (ჩინ, 6)-მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ) 6:4, 7:6(6); ალისა კლეიბანოვა (რუს)-შაარ პეერი (ისრ, 9) 6:3, 6:2; ლუსი საფაროვა (ჩეხ)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ) 6:2, 2:6, 7:6(3); რობერტა ვინჩი (იტა)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ) 6:4, 6:0; ივეტა ბენეშოვა (ჩეხ)-ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ) 6:3, 6:2; დინარა საფინა (რუს)-ნურია ლაგოსტერა ვივესი (ესპ) 5:7, 6:4, 6:3.

II წრე

ვერა ზვონარევა (რუს, 2)-ელენა ვესნინა (რუს) 0:6, 6:3, 6:3; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 4)-სოფია არვიდსონი (შვედ) 6:1, 6:1; მარია შარაპოვა (რუს, 8)-ეკატერინა მაკაროვა (რუს) 6:3, 3:6, 6:1; არანჩა პარა სანტონხა (ესპ)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 13) 6:2, 7:6(5).

ATP

Mutua Madrid Open

მადრირი (ესპანეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 ევრო

I წრე

ჯონ ისნერი (აშშ)-მარდი ფიში (აშშ) 7:6, 4:6, 7:6; გაელ მონფილსი (საფ)-ივო კარლოვიჩი (ხორ) 6:3, 7:6; მარინ ჩილიჩი (ხორ)-პოტიტო სტარაჩე (იტა) 7:6, 6:4; სერგეი სტახოვსკი (უკრ)-ალბერტ მონტანიესი (ესპ) 7:6, 3:6, 7:6; მიკაელ ლოდრა (საფ)-სემ კუერი (აშშ) 6:2, 6:3; ქსავიე მალისე (ბელ)-ვიქტორ ჰანესკუ (რუმ) 3:6, 6:4, 7:5; მარკოს ბაღდატისი (კვიპ)-ალეხანდრო ფალა (კოლ) 6:3, 3:6, 7:6; პეპე რიბა (ესპ)-კეი ნიშიკორი (იაპ) 6:2, 6:4; ადრიან მანარინო (საფ)-ხუან იგნასიო ჩელა (არგ) 4:6, 6:4, 6:4; ფლავიო ჩიპოლა (იტა)-ენდი როდიკი (აშშ) 6:4, 6:7, 6:3; ტიემო დე ბაკერი (ჰოლ)-ხუან კარლოს ფერერო (ესპ) 2:6, 7:5, 6:4.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა