მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა "მეგა ბემაქსმა" - ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე სეზონის ბოლომდე პოდგორიცას "ბუდუჩნოსტში" გაანათხოვრა.

"ბუდუჩნოსტი" სიხარულით იუწყება, რომ ვუნდერკინდი კალათბურთელი მათი გუნდის ღირსებას დაიცავს.

მონტენეგრული გუნდი ადრიატიკის ლიგის გარდა ევროლიგაზეც მონაწილეობს და ბითაძე ალბათ, თებერვალში საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებში ვერ დაეხმარება.

მითუმეტეს საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი ტედ მაკფადენი ტრავმირებულია, ტენერიფეს "იბეროსტარის" რიგებში ბოლო 3 მატჩში მონაწილეობა არ მიუღია და არა გამორიცხული, ჩვენი გუნდი ლეგიონერის გარეშე დარჩეს.

"ბუდუჩნოსტი" 3 მოგებით ევროლიგაზე მე-15 ადგილზეა, ადრიატიკის ლიგაზე კი 8 მოგებით მე-2 ადგილზე.

შეგახსენებთ, Nbadraft.net-მა გაავრცელა ინფორმაცია,რომ ბითაძე სავარაუდოდ NBA-ს დრაფტზე 24-ე ნომერი იქნება და "ფილადელფია" აიყვანს.

გიოშა
ჩემის აზრით გოგა ბითაძე უფრო ძლიერ გუნდში იმსახურებს თამაშს.
America.Chicago.
Vიცი სპორტული საიტია,მაგრამ სპორტი ან კულტურა ქართული ყოფისგან რამ გაყო და ვიტყვი გულისტკივილით, სათქმელს,თუნდაც შეაყარე კედელს ცერცვი გამომივა ,ყურდახშულთა გარემოში.ხალხო! ეროვნული სენი გვჭირს, რეალური გმირების ძებნისას პრიორიტეტების მონიჭებისას და მათი ახლობლების მორალური და მატერიალური ვერ მხარდაჭერით ქვეყნის მმართველების,ხალხის მხრიდან.Kარგი ბიჭებია,მსოფლიოს დონის დიდ სპორტში მონაწილე სპორტსმენებია ფაჩულიაც,ბითაძეც,ბასილაშვილიც...ნიჭით და გარჯით და ახლობლების ზრუნვით თუ პირუკუ, მიაღწიეს სხვათაგან ანაზღაურებად შედეგებს და ღმერთმა ხელი მოუმართოთ და ყველა ჭკუათმყოფელ ქართველს უხარია ქართველზე შექებითი გაგონილი უცხოტომეულთაგან,მათ მსოფლიოს დონის პროფესიონალიზმზე, სადაც არ უნდა ირჯებოდენ,სპორტში,ხელოვნება-ხელოსნობაში,მეცნიერებაში...ნებისმიერ ქსრთველს გაუხარდება.და მათი ნებასურვილია გინდაც ზანგი რეპ მომღერალი რიკ როსი უყვარდეთ და გინდაც მონტენეგროს ბუდოჩნოსტში თამაში ეამაყებოდეთ....მაგრამ ჩემთვის ეროვნული გმირები ანწუხელიძეები და შუკვანები,......მუხათგვერდე ჩაწოლილი ღიმილის ბიჭები .მათი გამზრდელელებით უნდა ვამაყობდეთ ყოველ წამს.მათი ახლობლები კი ყოველდღიურ მატერიალურ და მორალურ დახმარებას უნდა გრძნობდნენ ქვეყნის ხელისუPალთა მხრიდან და სიდუღჭირის ზღვარს არ უნდა იყვნენ მიყვანილნი.არ არის ცუდი რომ, Kარგი სპორტსმენი თუ ხელოვანი რეგალიებით და ჩინმედლებით და თანამდებობებით ჯილდოვდება მთავრობაში დროებით მყოფთა მიერ თუნდაც უმაღლესით.დამსახტებულად თუ დაუმსახურებლად ქვეყნის წინაშე ეს სხვა საკითხია და დიდ სწორ განსჯას მოითXოვს,ამა ქვეყნის ჭკვიანთა და ხელისუფლებაში მყოფთა მიერ დაუვიწყავად იმისა ,რომ ჯერ ეროვნული სიძლიერიშთვის გვმართებს ზრუნვა,და მერმე ჩინ მენდლების სათანადოდოდ დარიგება.ჯერ უნდა ვიქართველოთ ყველაფერში ბოლომდე,გატანამდე ჩვენისა ეროვნულისადა,მეერე დანარჩენნი საქმენი ჩუენნი ამაწუთისოფლად უმოკლესი ვადებით სტუმრობისას.გლახუნას ვეთანხმები,მოკლედ სთქვა ქართველთათვის დღესდღეობით საჭირბოროტო,რაც მე გავწელე....სენი გვჭირს! ეროვნული გმირების შერჩევისას პრიორითეტები აგვერია,ნუთუ გამოუსწორებლად?"ხახადაფჩენილ"გადაგვარებამდე ძუნძულძუნძულით მიმავალთ, ნებაყოფლობითი უტვინობისა მიზეზით.
samana
თუ მარტო თებერვალში ხო მარა მომავალ წელს იგივე თუ მოხდა და რამე არ შეიცვლა ეს ნაკრებისთვის კატასტროფაა.
გლახუნას
ეგ არაფერ შუაშია, ფიბას და ევროლიგას შორის არის შეუთანხმებლობა და რადგან ბუდუჩნოსტი ევროლიგაზე თამაშობს მაგიტო ვეღარ დაეხმარება თორე ნაკრებიდან კი არ წასულა, ჯერ გაარკვიეთ და მერე დაწერეთ.
zaza
ასეა ბიძია ბაბუა მოწყობილი ეს უსამართლო სამყარო ასე ყველა გზა რომში მიდიოდა ადრე ეხლა კიდე ამერიკაში.გამიხარდა მამუკელაშვილის წარმატებებიც მაგრამ ეს უნიათო ფიბა ისეთი კორუმპირებული და დაჩაჩანაკებულია ვერაფერს ხდება ძლიერი ამაქვეყნისა წინააღმდეგ.ერთი სიტყვით წალეკა მაყუთმა მთელი მსოფლიო ნებისმიერ სფეროში.გოგას კიდე წარმატებები და ჯამრთელობა.რაც ყველაზე მთავარია.
1
ვერ დაეხმარება მსოფლიოს შესარჩევში, სადაც ჩვენ არანაირი შანსი აღარ გვაქვს ისედაც. სწორად განვითრდეს მთავარია და პროგრესი განაგრძოს და ნაკრებს ძალიან მაგრად დაეხმარება.
დათო30
ევროლიგამ და ნბა-მ დააჩმორა ფიბა. ფიბას თუ არანაირი ძალაუფლება არ ჰქონდა რატომ შეცვალა შესარჩევების სისტემა? ფიფას და უეფას რაც არ უნდა მაფია ვეძახოთ ფეხბურთს აკონტროლებენ და ფიფას და უეფას გარეშე ვერანაირ ტურნირს ვერ ჩაატარებენ. კალათბურთში ჩვენზე უფო მეტად სლოვენიელებმა და ხორვატებმა იზარალეს. მე არ მსმსნია არცერთი წამყვანი ევროპული ნაკრებების კალათბრთელებისგან რომლებიც თამაშობენ ნბა-ში და ევროლიგაში საჯაროდ გამოეხატათ პროტესტი და ეთქვათ რომ ნაკრებში თამაში სურთ.
გიოშა
რატომ ბლოკავთ ჩემს კომენტარს? არაფერი ცუდი და მიუღებელი არ მეწერა. ჩემი აზრი გამოვხატე,რომ NBA-ს და ევროლიგაზე მონაწილე კალათბურთელები თავიანთი ქვეყნის ნაკრებ გუნდშიც თამაშობენ მეთქი.გიგა ბითაძემ პირველ რიგში თავის საქმეს უნდა მიხედოს,რომ როგორმე პრესტიჟულ გუნდში მოხვდეს,კლასი აიმაღლოს და საქართველოს ნაკრებსაც უფრო მეტად გამოადგეს.წარმატებები ვუსურვოთ მას!
გლახუნა
ნაკრები და ერი ვერ თუ არ ასახელებს - რად გვინდა ამათი ქება - დიდება , კი გავიხატებთ , რომ კარიერას აკეთებენ და დიდ ფულს შოულობენ, მაგრამ ერის და ერისათვის ს ა ა მ ა ს ყ ო ნ ი ვერ იქნებიან (!)
ra
აშკარად ჭკვიანური გადაწყვეტილებაა მეგა ბიმაქსი 4ეულში ვერ შევა ბოლო მატჩებმა დაადასტურა ამიტომ სწორად მოიქცა გოგა! ბუდუჩნოსტი ადრიატიკის პლეიოფშიც გავა და ევროლიგაზეც თამაშობს ნბა დრაფტზეც მოახდენს ცვლილებას უფრო!
ნოდო
ენბიეიში თუ გადავიდა თეორიული შანსიც აღარ იქნება არც 2021 წლის და მომდევნო წლების შესარჩევებში დახმარების თუ ევროპაში დარჩა და მოაგვარეს ფიბამ და ევროლიგამ კიდე ჰო ვის რა გირჩევნიათ ამერიკაში და დავრჩეთ ცენტრის გარეშე თუ ევროპაში და ნაკრებში ?
Giguha
მართალი ხართ.თუნდ კლივლენდში ან გოლდენში წაუყვანიათ.აზრიიიი?????
გიორგი
კარგია გოგას წინსვლისთვის. წარმატებებს ვუსურვებ!
ქუთაისი
რად გვინდა ამათი ბუდუჩნოსტები და ბასკონიები,ქართველებს თუ არ გამოგვადგნენ!
qomagi
თუ გოგას ნაკრებში ვერდახმარება მხოლოდ კარსმომდგარ (თებერვლის) მატჩებზე იგულისხმება, ამას კიდევ ავიტანთ, რადგან მსოფლიოზე გასასვლელად შანსი უკვე დაკარგულია. თუმცა, თუკი მისი არყოფნა ევრობასკეტი 2021-ის შესარჩევ მატჩებზეც გავრცელდება, მაშინ საქმე გვქონია აუნაზღაურებელ დანაკლისთან!
ჭაღარა
ესღა გვაკლდა უარესი დანაკლისი ვერ გვექნებოდა
სამწუხაროა
იმდენი აპიარეთ სანამ მართლა კარგ კლუბში არ გადავიდა, და დაგვტოვეთ ნაკრებში ბითაძის გარეშე. სულ თქვენი ბრალი იქნება ევრობასკეტზე რომ ვერ მოვხვდებით.
გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
გოგა ბითაძის პერსონალურებით "ცრვენა ზვეზდამ" ისარგებლა და "მეგა ბემაქსს" მოუგო
ჯილდო NBA-ს ვარსკვლავისგან - გოგა ბითაძე სერბეთის ჩემპიონატის MVP გახდა
[VIDEOS] ბითაძეს სათამაშო დრო აღარ ეძლევა, მამუკელაშვილის სამი დაფარება "ნიუ იორკ ნიქსთან"
გოგა ბითაძე ევროლიგის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა [VIDEO]
"ორლანდო მეჯიქი" გოგა ბითაძის გასაცვლელად ემზადება
[VIDEO] ბითაძე კვლავ როტაციის მიღმა - მამუკელაშვილის 24 წუთი "ორლანდოსთან"
გოგა ბითაძე "ფიგაროა" - აშშ-დან დროებით დაბრუნდა და "ტამისს" 13 წუთში 19 ქულა (6-დან 5 სამქულიანი) ჩაუგდო
უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე თბილისის "დინამომ" "ბუდუჩნოსტს" კომპენსირებულ დროში სძლია
გოგა ბითაძემ
ბელგრადში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტს" მოედანზე შეუცვივდნენ - თამაში 1 საათის დაგვიანებით დაიწყო [VIDEO]
[VIDEO] 3-მატჩიანი უქმობის შემდეგ ბითაძე "სან ანტონიოსთან" ათამაშეს - "ორლანდო" ტეხასში დამარცხდა
[VIDEO] ბითაძე "ორლანდოს" როტაციაში დაბრუნდა - გოგამ "ფინიქსთან" 9 წუთი ითამაშა
გოგა ბითაძემ NBA-ს სკაუტებს თავისი კლასი აჩვენა - 26 ქულა და 15 მოხსნა "პარტიზანთან"!
"ბუდუჩნოსტმა" "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგობა ვერ გაუწია - გოგა ბითაძემ ევროპაში ბოლო მატჩი ჩაატარა? [VIDEO]
გოგა ბითაძის ბანერი "მეგა ბემაქსის" ე.წ. დიდების დარბაზში გამოფინეს [PHOTO]
უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე თბილისის "დინამო" "ბუდუჩნოსტთან" დამარცხდა
გოგა ბითაძემ და ჟასმინ რეპეშამ "ბუდუჩნოსტი" დატოვეს
4 დღეში ყველაფერი უნდა გაირკვეს - სად გააგრძელებს კარიერას გოგა ბითაძე?