სუპერმძიმე წონაში WBA-ის ჩემპიონმა დევიდ ჰეიმ კრივის მოყვარულები დააწყნარა - კლიჩკოსთან ბრძოლა აუცილებლად გაიმართება
სუპერმძიმე წონაში WBA-ის ჩემპიონმა დევიდ ჰეიმ დააწყნარა კრივის მოყვარულები - ბრიტანელის ბრძოლა IBF-სა და WBO-ის ჩემპიონ ვლადიმერ კლიჩკოსთან აუცილებლად გაიმართება. ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლის თაობაზე აჟიოტაჟი მას შემდეგ ატყდა, რაც გაუქმდა ამ კვირას მომავალი ჩხუბისადმი მიძღვნილი ორი პრესკონფერენცია, რომელიც ლონდონსა და ჰამბურგში უნდა ჩატარებულიყო.

აი რა დაწერა Twitter-ზე თავის მიკრობლოგში ჰეიმ: "ამ კვირას დაგეგმილი პრესკონფერენციები მომავალი კვირისთვის გადაიდო. ბრძოლა აუცილებლად ჩატარდება!!!"

შეგახსენებთ, რომ ბრძოლამდე ჯერ კიდევ ორი თვეა დარჩენილი და ბევრს კიდევ არ სჯერა, რომ ნამდვილად იხილავს სუპერმძიმე წონაში ყველაზე აქტუალურ დაპირისპირებას.

სამაგიეროდ, უკვე დანამდვილებით არის ცნობილი, რომ უახლოეს უქმეებზე ორ საინტერესო ბრძოლას ვნახავთ. 48 წლის ლეგენდარული ამერიკელი ევანდერ ჰოლიფილდი უკვე კოპენჰაგენშია ჩასული და იქ 7 მაისს შეხვდება 46 წლის ადგილობრივ ვეტერანს ბრაიან ნილსენს. აქ მოყვანილი ფოტო ბრძოლის აფიშის ფონზეა გადაღებული.

რა თქმა უნდა, იმავე 7 მაისს განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიპყრობილი ფილიპინელი მენი პაკიაოსა და ამერიკელი შეინ მოზლის შეხვედრისკენ.

ამ ბრძოლისადმი მიძღვნილ ვიდეორგოლში შეინ მოზლისთან ერთად მონაწილეობა მიიღო ამერიკელის მეგობარმა გოგონამ, ფოტომოდელმა და მსახიობმა ბელა გონსალესმა. ამ უკანასკნელმა Fighthype.com-თვის მიცემულ ინტერვიუში თამამად განაცხადა, რომ მისი შეყვარებული ნოკაუტით დაამარცხებს ფილიპინელს.

"ვფიქრობ, მენი ძალიან კარგი მოკრივეა, მაგრამ მე ვნახე მისი ბრძოლები მარგარიტოსთან და კოტოსთან და მიმაჩნია, რომ შეინს გამარჯვების კარგი შანსები აქვს, - განაცხადა გონსალესმა - არ ვამბობ, რომ ეს იოლი ბრძოლა იქნება, მაგრამ ჩემი პროგნოზით შეინი მერვე რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვებს".

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა