ტურის მთავარი შეხვედრა ტურინში შედგება. ტოპ 5-ის რეკორდსმენი "იუვენტუსი" "რომას" დაუხვდება და აშკარა ფავორიტიც არის. ამ შეხვედრაში თუ რომაელებს თავს ფარცაგი გადახდათ, დიდი შანსია, ეუსებიო დი ფრანჩესკოს საბოლოოდ მიუთითონ კარისკენ.

"რომამ" წინა შეხვედრაში კი მოუგო "ჯენოას", მაგრამ ვაი ამ მოგებას. რომაელებმა ათასი შეცდომა დაუშვეს უკანა ხაზში. ყველაფერს ემატება ედინ ჯეკოს არყოფნა. თუ ბოსნიელი "ბებერ ქალბატონთან" დაპირისპირებისთვის ვერ გამოჯანმრთელდა, ძალები კიდევ უფრო არათანაბარი იქნება.

"იუვენტუსი" ყველაფერს იგებს, მაგრამ გუნდის თამაში შორსაა იდეალურისგან. ასე, მაგალითად, წინა ტურში მასიმილიანო ალეგრის ბიჭებმა წვალებით მოიგეს ტურინული დერბი. ვინც ის თამაში იხილა, დაგვეთანხმება, რომ "ტორინო" წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდა.

რა თქმა უნდა, "იუვენტუსი" თითქმის ჩემპიონია, მაგრამ "ნაპოლი" მაინც არ ნებდება ბოლომდე. წინა ტურში კარლო ანჩელოტის გაწვრთნილებმა უკანასკნელ წამს მოიგეს და ახლაც ყველანაირი წინა პირობა აქვთ, რომ 3 ქულა ჩაიწერონ აქტივში, რადგან სპალ-ი დიდი ვერაფერი მოწინააღმდეგეა.

ჩემპიონთა ლიგაში განცდილი ფიასკოს შემდეგ "ინტერს" საზრუნავად მხოლოდ სერია A დარჩა. აუტსაიდერმა "კიევომ" რამდენიმე სენსაცია კი შემოგვთავაზა, მაგრამ ფავორიტთან გამკლავება მაინც უნდა გაუჭირდეს.

"მილანისა" და "ფიორენტინას" შეხვედრაში დიდ ბრძოლას უნდა ველოდოთ. "როსონერიმ" დასანანი ქულები დაკარგა "ბოლონიასთან" გასვლით შეხვედრაში. ჯენარო გატუზოს გაწვრთნილები ძალიან არათანაბრად თამაშობენ და ეს თუ არ გამოსწორდა, მაშინ გუნდს გაუჭირდება ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. ასეთ შემთხვევაში კი, გამორიცხული სულაც არ არის, კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელის შეცვლაზე იფიქროს. განსაკუთრებით უჭირს გუნდს შეტევაში, რადგან გონსალო იგუაინი ვერა და ვერ შევიდა კარგ ფორმაში.

ფაქტები

"ლაციოსა" და "კალიარის" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"მილანსა" და "ფიორენტინას" შორის ბოლო 3 მატჩში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

"ემპოლისა" და "სამპდორიას" ბოლო 7 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

"ატალანტამ" ბოლო 5 თამაშში აჯობა "ჯენოას".

"ნაპოლიმ" იტალიის ჩემპიონატში 2-დან 2 მატჩი მოუგო სპალ-ს.

"სასუოლოსა" და "ტორინოს" ბოლო მატჩი ფრედ მორჩა.

"ინტერმა" უკანასკნელ 3 შეხვედრაში დაჯაბნა "კიევო".

"პარმასა" და "ბოლონიას" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

"იუვენტუსისა" და "რომას" ბოლო მატჩი 0:0 დასრულდა.

სერია A. XVII ტური

შაბათი, 22 დეკემბერი

ლაციო-კალიარი 15:30

მილანი-ფიორენტინა 18:00

ემპოლი-სამპდორია 18:00

ჯენოა-ატალანტა 18:00

ნაპოლი-სპალ 18:00

სასუოლო-ტორინო 18:00

უდინეზე-ფროზინონე 18:00

კიევო-ინტერი 21:00

პარმა-ბოლონია 21:00

იუვენტუსი-რომა 23:30

ბომბარდირები: 12 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 11 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 10 - ჩირო იმობილე (ლაციო); 9 - მაურო იკარდი (ინტერი), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 8 - არკადიუშ მილიკი (ნაპოლი), ფრანჩესკო კაპუტო (ემპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
"ნაპოლიმ" სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
სატრანსფერო ციებ-ცხელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
ბოვე, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა, ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია