მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ქუთათურები ჩემპიონატს რიხიანად დაუბრუნდნენ და მხოლოდ ფლეი ოფში გასვლას არ დასჯერდებიან
ქუთაისი-სამედიცინო 95:88

29:15, 21:24, 25:22, 20:27

ქუთაისი: დიდია (14ქ, 6მ), კვიმსაძე (15ქ, 7მ), ბოლქვაძე (4ქ), ბარბაქაძე (12ქ, 5მ), ცეკვავა (22ქ), ბაბუნაშვილი (14ქ), ლომინაშვილი (10ქ, 5მ), კოღუაშვილი (4ქ)

სამედიცინო: გულისაბედაშვილი (9ქ), ჩაჩიბაია (8ქ, 5მ), ბექაური (5ქ), დვალიშვილი (20ქ, 9მ), როჯერსი (23ქ), ს. ლეჟავა, თავართქილაძე, კეიდია (4ქ), როდუმტა (5ქ), ჭოჭუა (14ქ), ფაიქრიძე

ფლეი ოფში გასვლაზე ვინ იოცნებებდა, როცა წლების განმავლობაში ქუთაისს საკალათბურთო გუნდი საერთოდ არ ჰყავდა. თუმცა, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ქუთათურები ჩემპიონატს რიხიანად დაუბრუნდნენ და არა გვგონია ახლა მხოლოდ ფლეი ოფში გასვლას დასჯერდნენ. ამის დასტურად გუშინდელი შეხვედრაც გამოდგება, რომელშიც მალხაზ კოხრეიძის შეგირდებმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა და გამარჯვებისკენ სწრაფვა გამოავლინეს. პრინციპული დაპირისპირებისადმი გულშემატკივართა ინტერესი გასაკვირი არ იყო. ქუთაისის სპორტის სასახლე თითქმის ბოლომდე გაივსო. ადგილობრივ ქომაგებთან ერთად დარბაზში "სამედიცინოს" გულშემატკივრებიც მრავლად იყვნენ. მათ ერთი სექტორი მთლიანად ეკავათ და კლუბის ფერებში შემოსილები ორგანიზებულად გულშემატკივრობდნენ საკუთარ გუნდს.

თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. ქუთათურებს ყველაფერი გამოსდიოდათ. ზუსტად წაუვიდათ სროლები დიდიას, კვიმსაძეს და ცეკვავას, რომელიც გუშინ საუკეთესო იყო რიონისპირელთა რიგებში. "ქუთაისი" 18:6 დაწინაურდა, საბოლოოდ კი პირველი პერიოდი 14-ქულიანი სხვაობით მოიგო (29:15).

მალხაზ კოხრეიძის შეგირდებმა მეორე ათწუთეულიც კარგად დაიწყეს, ცეკვავას 3-ქულიანისა და გიგი ბარბაქაძის 2-ქულიანი სროლების შემდეგ სხვაობა 19 ქულამდე გაიზარდა (34:15). ამის შემდეგ "სამედიცინოც" ათამაშდა, განსაკუთრებით მიხეილ ჭოჭუას კარგი თამაშია აღსანიშნავი. მან ამ პერიოდში 8 ქულა შესძინა გუნდს, ამას როჯერსის ბრწყინვალე გარჯაც დაემატა და თბილისელებმა სხვაობა შეამცირეს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ "მედიკოსთა" ამერიკელმა ლეგიონერმა როჯერსმა, რომელიც 23 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო, 7 დან შვიდივე საჯარიმო სროლა გამოიყენა. ამ მხრივ 100-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა მის თანაგუნდელ აკაკი დვალიშვილს (4-დან 4 საჯარიმო).

მეორე პერიოდში აღსანიშნავი იყო ქუთაისელთა ლამაზი კომბინაცია, რომლის შემდეგაც დიდიამ პერიმეტრიდან სამქულიანი ჩააგდო. მესამე ათწუთეულში თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. სტუმართა რიგებში შეუჩერებელი იყო დვალიშვილი, მან ქულათა უმეტესობა (11) სწორედ დროის ამ მონაკვეთში მოაგროვა (სულ 20 ქულა).

მასპინძელთა რიგებში გამოსარჩევია ახალგაზრდების, ავთო ლომინაშვილის და თემურ ბაბუნაშვილის კარგი თამაში. მესამე პერიოდის შემდეგ "ქუთაისი" 14 ქულით დაწინაურდა. ყველაზე დაძაბული და დრამატული მატჩის ბოლო მეოთხედი გამოდგა, საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე ქუთათურები 12 ქულით იგებდნენ (88:76), მაგრამ როჯერსი, ბექაური, დვალიშვილი და მათი თანაგუნდელები ყველაფერს ეცადნენ, რომ საქმე გამოესწორებინათ. მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე ჩამორჩენა 4 ქულამდეც შეამცირეს, მაგრამ შემდეგ ძალები აღარ ეყოთ. "ქუთაისი" მოტივირებული თამაშობდა და იმ დროს, როცა დაძაბულობამ პიკს მიაღწია მასპინძლებმა სასწორის თავის მხარეს გადაწონვა მოახერხეს. ბოლოს კვიმსაძემ და ცეკვავამ საჯარიმოები ზუსტად სტყორცნეს და მასპინძელთა 7-ქულიანი გამარჯვება დააფიქსირეს.

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო