პირველი წრის ბოლო ტურის ცენტრალური მატჩი, რა თქმა უნდა, ბორუსიების დერბი იყო დორტმუნდში, სადაც ლიდერი და მისი უახლოესი მდევარი ხვდებოდნენ ერთმანეთს.
მატჩის წინ, დორტმუნდელთა დამრიგებელ ლუსიენ ფავრს დიდი თავსატეხი გაუჩინა დაცვის ხაზში ტრავმებმა - გუნდს ერთბაშად სამი ცენტრალური მცველი გამოაკლდა - აკანჯი, დიალო და ზაგადუ. ამიტომაც, თოფრაქი პირველად მოხვდა წელს ძირითადში, მისი მეწყვილე დაცვის ცენტრში კი ნახევარმცველი ვაიგლი გახდა.
თუმცა, "გლადბახი" სტუმრად ისეთი საშიში არ არის, როგორც შინ, სადაც წელს ყველა მატჩი მოიგო. 45-ე წუთზე, როცა კრამერმა ანგარიში გაათანაბრა, სტუმრებს პრაქტიკულად არ შეუწუხებიათ "დორტმუნდის" ცენტრალური მცველები. მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა სახიფათო მომენტი ცოტა ჰქონდათ.
"დორტმუნდი" უფრო ხშირად მარცხენა ფლანგიდან უტევდა, სადაც სანჩომ ძალიან გააწვალა ვენდტი. სწორედ 18 წლის ინგლისელმა გახსნა ანგარიში 42-ე წუთზე, როცა როისმა შეცდომა დააშვებინა 18 წლის ცენტრალურ მცველ ბაიერს.
54-ე წუთზე ასევე როისმა და სანჩომ მიიღეს მონაწილეობა საგოლე კომბინაციაში. სხვათა შორის, ორივე შემთხვევაში, ინგლისელი თითქოს აგვიანებდა გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ, საბოლოოდ, ორივეჯერ იდეალურად იმოქმედა. ამბობენ, რომ სანჩო "რეალის" პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
"ზამთრის ჩემპიონმა" სრულიად დამსახურებული მოგებით დაასრულა პირველი წრე და შეინარჩუნა "ბაიერნთან" ექვსქულიანი უპირატესობა.
21.12.18. დორტმუნდი - ბორუსია 2:1
მიუნხენელებს ვერ გაუწია წინააღმდეგობა "აინტრახტმა" და საკუთარ კარში სამი გოლი მიიღო. ორი გოლი რიბერის ანგარიშზე იყო. ფრანგი გახდა ბუნდესლიგის ისტორიაში დუბლის ყველაზე ასაკოვანი ავტორი - 35 წლის და 259 დღის.
22.12.18 აინტრახტი - ბაიერნი 0:3
ფაქტები
"დორტმუნდს" ამ სეზონში შინ ცხრა მატჩიდან რვა მოგება აქვს.
"დორტმუნდმა" ზედიზედ მეშვიდედ მოუგო "გლადბახს".
როისმა კარიერაში პირველად გაიტანა პირველ წრეში 11 გოლი.
"ლევერკუზენმა" ბოლო 11 თამაშიდან რვაჯერ მოუგო "ჰერტას".
"ლაიპციგი" შინ 10 მატჩია არ მარცხდება - 8 მოგება და 2 ფრე.
"ვერდერი" ერთადერთი გუნდია პირველ წრეში, რომელმაც ყველა მატჩში გაიტანა.
"შალკემ" ყველა მატჩი მოიგო პირველ წრეში, როცა პირველს გაჰქონდა გოლი.
"ფორტუნამ" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო.
"ჰანოვერს" ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
"ჰანოვერმა" შინ ზედიზედ მესამედ წააგო ისე, რომ გოლი არ გაუტანია.
"ფორტუნამ" თავისი 18 გოლიდან 14 მეორე ტაიმში გაიტანა.
"ნიურნბერგს" 11-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
"ნიურნბერგმა" ზედიზედ ოთხი და ბოლო შვიდში ექვსი მატჩი წააგო.
"ნიურნბერგს" ოთხი ტურია გოლი არ გაუტანია.
"ნიურნბერგს" "ფრაიბურგი" 2005 წლის მარტის შემდეგ არ დაუმარცხებია.
"ბაიერნმა" ზედიზედ მეხუთედ მოიგო.
"ბაიერნი" ოთხი ტურია გოლს არ უშვებს.
რიბერიმ 2015 წლის თებერვლის შემდეგ, პირველად გაიტანა ბუნდესლიგის ზედიზედ სამ მატჩში.
გაჩინოვიჩმა მე-100 მატჩი ჩაატარა "აინტრახტის" შემადგენლობაში, იოვიჩმა - 50-ე.
"ვოლფსბურგი" ექვსი ტურია არ აგებს - 5 მოგება და ერთი ფრე.
"ვოლფსბურგმა" სტუმრად ზედიზედ მესამედ მოიგო.
აუგსბურგს" რვამატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
ჰოფენჰაიმმა" 10 მატჩამდე გაზარდა წაუგებელი სერია, მაგრამ ბოლო ექვსი მატჩი ფრედ დაასრულა.
ჰოფენჰაიმმა" ოთხჯერ გაარტყა ბურთი ძელს "მაინცის" წინააღმდეგ. სულ პირველ წრეში 13 ასეთი მომენტი დაუგროვდა, რაც პირველი წრის რეკორდია.
ბუნდესლიგა. XVII ტური
დორტმუნდი-გლადბახი 2:1
გოლები: 1:0 სანჩო (42), 1:1 კრამერი (45+1), 2:1 როისი (54)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, ვაიგლი, თოფრაქი, ჰაკიმი - ვიტსელი, დილეინი - სანჩო (90+2. ვოლფი), როისი, რაფაელ გერეირო (90+3. ბრუუნ ლარსენი) - ალკასერი (34. გიოტცე ).
გლადბახი: ზომერი - ჯონსონი, ბაიერი, შტრობლი, ვენდტი - კრამერი (68. ჰოფმანი), ზაკარია, ნოიჰაუსი (81. კუიზანსი) - თ. აზარი, პლეა, ჰერმანი (73. ტრაორე).
ლევერკუზენი-ჰერტა 3:1
გოლები: 1:0 ფოლანდი (6), 2:0 ჰაფერცი (23), 2:1 ტორუნარიგა (26), 3:1 ჰაფერცი (49)
ლევერკუზენი: ჰრადეცკი - ვაიზერი, ტა (85. ს. ბენდერი), დრაგოვიჩი, იედვაი - არანგისი, ბაუმგარტლინგერი - ბრანდტი (76. ბელარაბი), ჰაფერცი, ბეილი - ფოლანდი (72. ალარიო).
ლაიპციგი-ვერდერი 3:2
გოლები: 1:0 კლოსტერმანი (22), 2:0 ვერნერი (44), 2:1 კრუზე (67), 2:2 სარჯენტი (77), 3:2 ბრუია (87)
ლაიპციგი: გულაში - კლოსტერმანი, კონატე, ორბანი (89. ბრუმა), ჰალშტენბერგი - ზაბიტცერი, კამპლი (58. უპამეკანო), დემე, ლემერი - ვერნერი (90+2. კუნია), პოულსენი.
შტუტგარტი-შალკე 1:3
გოლები: 0:1 სკრჟიბსკი (10), 0:2 გომესი (70-საკ. კარში), 1:2 გონსალესი (76), 1:3 ქუთუჩუ (78)
შალკე: ფერმანი - სტამბული, სანე, ნასტასიჩი - კალიჯური (87. რაითი), შიოპფი, ოშჩიპკა - სერდარი (59. მაკკენი), ბენტალები - სკრჟიბსკი, კონოპლიანკა (73. ქუთუჩუ).
ჰანოვერი-ფორტუნა 0:1
გოლი: 0:1 ფინკი (90+1)
ნიურნბერგი-ფრაიბურგი 0:1
გოლი: 0:1 გულდე (19)
აინტრახტი-ბაიერნი 0:3
გოლები: 0:1 რიბერი (35), 0:2 რიბერი (79), 0:3 რაფინია (88)
ბაიერნი: ნოიერი - რაფინია, ზიულე, ბოატენგი, ალაბა - კიმიხი, ხავი მარტინესი - მიულერი (90. შაბანი), ტიაგო ალკანტარა, რიბერი (90. კომანი) - ლევანდოვსკი (90. ვაგნერი).
აუგსბურგი-ვოლფსბურგი 2:3
გოლები: 0:1 გილავოგი (33), 0:2 ვილიამი (41), 1:2 ხედირა (49), 2:2 კორდოვა (59), 2:3 გერჰარდი (89)
ჰოფენჰაიმი-მაინცი 1:1
გოლები: 1:0 დემირბაი (11), 1:1 მატეტა (16)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - პოში, ფოგტი, ჰიუბნერი - ბრენე (73. კადერჟაბეკი), გრილიტში, დემირბაი, შულცი (59. შალაი) - გრიფო, ბელფოდილი ცუბერი (78. ნელსონი).
ბომბარდირები: 12 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი), ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 11 - მარკო როისი (დორტმუნდი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); 10 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 9 - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), თორგან აზარი (გლადბახი), ალასან პლეა (გლადბახი).
მომდევნო ტური
18 იანვარი: ჰოფენჰაიმი-ბაიერნი
19 იანვარი: ლევერკუზენი-გლადბახი, შტუტგარტი-მაინცი, აინტრახტი-ფრაიბურგი, აუგსბურგი-ფორტუნა, ჰანოვერი-ვერდერი, ლაიპციგი-დორტმუნდი
20 იანვარი: ნიურნბერგი-ჰერტა, შალკე-ვოლფსბურგი
გიორგი თვალია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
ცნობილი გახდა, როდის იგეგმება ნოიერის დაბრუნება
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
5 მატჩიანი მოუგებელი სერია დასრულდა - "ბაიერნმა" "გლადბახი" დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
სამი თავისუფალი აგენტი - "მილანი" ზაფხულში გაძლიერებას ფინანსების გაღების გარეშე გეგმავს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
მიულერის მე-500 გამარჯვება - "ბაიერნის" ვეტერანის შთამბეჭდავი მაჩვენებელი
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
ტურამს იტალიაში ეპატიჟებიან - 5 მილიონი ევრო სეზონში
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში