შეჩერებას გადარჩენილი სერია A-ს მორიგი ტურის მთავარი მატჩი შედგება ტურინში, სადაც "იუვენტუსი" მიმდინარე სეზონში ყოჩაღად მოთამაშე "სამპდორიას" დაუხვდება. რა თქმა უნდა, ტურინელები აშკარა ფავორიტები არიან, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ორი ტრადიციული გრანდის შეხლაში დიდი ბრძოლა ვნახოთ.

გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობამ "ატალანტასთან" წინა ტურის შეხვედრაში კრიშტიანო რონალდო სათადარიგოთა სკამზე დასვა.

ამჯერად, პორტუგალიელი სასტარტო შემადგენლობაში იქნება და ეს კიდევ ერთი დიდი თავსატეხია გენუელთათვის. ყველამ ვიცით, რაც ქნა მან "ატალანტასთან" მატჩში...

"ნაპოლი" ეთამაშება "ბოლონიას" და უსათუოდ უნდა მოუგოს, თუ უნდა, რომ საჩემპიონო ბრძოლაში ასე თუ ისე დარჩეს. რა თქმა უნდა, გუნდი დაღლილია "ინტერთან" რკენის შემდეგ, სადაც ორი წამყვანი ფეხბურთელი - კალიდუ კულიბალი და ლორენცო ინსინიე გაუძევეს, ხოლო მარეკ ჰამშიკი პირველ ტაიმში დაშავდა. მაგრამ 3 ქულის მოპოვების პოტენციალი მასპინძლებს ნამდვილად აქვთ.

"მილანი" მიმდინარე სეზონში ძალიან არათანაბრად თამაშობს. ამას ალბათ ისიც განაპირობებს, რომ გუნდში არაერთი ტრავმირებულია. ამის მიუხედავად, გუნდი უპირობო ფავორიტად მოჩანს სპალ-თან გასამართ საშინაო შეხვედრაში.

სტუმრებს ჰყავთ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი, მაგრამ წესით ეს მასპინძელთა შესაჩერებლად საკმარისი არ უნდა იყოს, თუმცა...

გავრცელდა ასეთი ინფორმაცია - "მილანის" ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯენარო გატუზოს სწორედ სპალ-თან მატჩის შემდეგ დაემშვიდობოს, - წერს "კალჩომერკატო".

აღმოჩნდა, რომ გატუზოს ულტიმატუმი წაუყენეს - აუცილებლად უნდა მოეგო "ფროზინონესა" და სპალ-თან მატჩები. უკვე ვიცით, რომ "რინომ" გამოცდა ჩააგდო - ვერ მოუგო (0:0) "ფროზინონეს". ასე რომ, მისი წასვლა დროის ამბავია. როგორც ვწერდით, "მილანის" დამრიგებლის პოსტზე ყველაზე რეალური კანდიდატურა ანტონიო კონტეა.

თვალსასეირო მატჩს ველით "ემპოლისა" და "ინტერს" შორის. იმედი გვაქვს, იტალიური გრანდის წინააღმდეგ ჩვენებური ლევან მჭედლიძეც ითამაშებს. "ინტერი" ფავორიტია, მაგრამ მიმდინარე სეზონში შემტევ ფეხბურთზე ორიენტირებული "ემპოლის" მეტოქის გამწარება ნამდვილად შეუძლია.

ფაქტები

"ატალანტასა" და "სამპდორიას" ბოლო 2 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"კიევო" აქამდე 5-ჯერ ეთამაშა "ფროზინონეს" და ყველა მატჩი მოუგო.

"ემპოლისა" და "ინტერს" შორის ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

"ჯენოამ" ყველა ფრონტზე გამართულ ბოლო 7 შეხვედრაში გაუშვა და გაიტანა.

"ტორინოს" მონაწილეობით ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

"პარმასა" და "რომას" ბოლო დაპირისპირება ფრედ დასრულდა.

"ატალანტამ" უკანასკნელ 3 შეხვედრაში შეძლო "სასუოლოს" დამარცხება.

"კალიარიმ" ბოლო 2 მატჩში დაამარცხა "უდინეზე".

"ნაპოლისა" და "ბოლონიას" შორის ბოლო 11 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"მილანი" 2-ჯერ ეთამაშა სპალ-ს და ორივე მატჩი მოუგო.

სერია A. XIX ტური

შაბათი, 29 დეკემბერი

იუვენტუსი-სამპდორია 15:30

კიევო-ფროზინონე 18:00

ემპოლი-ინტერი 18:00

ჯენოა-ფიორენტინა 18:00

ლაციო-ტორინო 18:00

პარმა-რომა 18:00

სასუოლო-ატალანტა 18:00

უდინეზე-კალიარი 18:00

ნაპოლი-ბოლონია 21:00

მილანი-სპალ 23:30

ბომბარდირები: 13 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 12 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 11 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 10 - ჩირო იმობილე (ლაციო); 9 - ფრანჩესკო კაპუტო (ემპოლი), მაურო იკარდი (ინტერი), დუვან საპატა (ატალანტა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
"ნაპოლიმ" სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
სატრანსფერო ციებ-ცხელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
ბოვე, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა, ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია